https://sputnik-georgia.com/20210816/amerikelma-samxedroebma-qabulis-aeroportSi-cecxli-gaxsnes-252591320.html
ამერიკელმა სამხედროებმა ქაბულის აეროპორტში ცეცხლი გახსნეს: არიან დაღუპულები
ამერიკელმა სამხედროებმა ქაბულის აეროპორტში ცეცხლი გახსნეს: არიან დაღუპულები
Sputnik საქართველო
ქაბულის აეროპორტი ამ დროისათვის ერთადერთი ობიექტია დედაქალაქში, რომელსაც ამერიკული არმია და მისი მოკავშირეები აკონტროლებენ. 16.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-16T10:35+0400
2021-08-16T10:35+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588046_0:0:3359:1900_1920x0_80_0_0_82ee49cee382a13a20d29cd7b570709e.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ქაბულის აეროპორტში გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს, იუწყება РИА Новости უშიშროების ძალებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.მანამდე სააგენტომ AFP თვითმხილველზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ათასობით ავღანელი თვითმფრინავების ასაფრენ ზოლზე გაიჭრა, რათა ქვეყნიდან მიმავალ რეისებზე ასვლა მოესწროთ.არსებული ცნობით, ქაბულის აეროპორტი ამ დროისათვის ერთადერთი ობიექტია დედაქალაქში, რომელსაც ამერიკული არმია და მისი მოკავშირეები აკონტროლებენ. ტელეარხ Аl-Jazeera-ს ცნობით, აეროპორტში ქაოსი სუფევს „თალიბანისგან“ გაქცევის მსურველი ავღანელების სიმრავლის გამო. ამასთან დედაქალაქის ერთადერთი აეროპორტის თავზე ინტენსიურად დაფრინავენ ვერტმფრენები, რომელთა ბორტებზეც დიპლომატიური მისიების თანამშრომლები იმყოფებიან.რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ კვირას უომრად შევიდა ქაბულში და დაიკავა ავღანეთის დედაქალაქი. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დატოვა ქვეყანა, რათა სისხლისღვრა არ დაეშვა. წუხელ „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივად აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588046_0:-1:3257:2047_1920x0_80_0_0_a0943f7145e494b3822b6d4a4dd0481a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ამერიკელმა სამხედროებმა ქაბულის აეროპორტში ცეცხლი გახსნეს: არიან დაღუპულები
10:35 16.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ქაბულის აეროპორტი ამ დროისათვის ერთადერთი ობიექტია დედაქალაქში, რომელსაც ამერიკული არმია და მისი მოკავშირეები აკონტროლებენ.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ქაბულის აეროპორტში გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს, იუწყება
РИА Новости უშიშროების ძალებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
მანამდე სააგენტომ AFP თვითმხილველზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ათასობით ავღანელი თვითმფრინავების ასაფრენ ზოლზე გაიჭრა, რათა ქვეყნიდან მიმავალ რეისებზე ასვლა მოესწროთ.
არსებული ცნობით, ქაბულის აეროპორტი ამ დროისათვის ერთადერთი ობიექტია დედაქალაქში, რომელსაც ამერიკული არმია და მისი მოკავშირეები აკონტროლებენ.
ტელეარხ Аl-Jazeera-ს ცნობით, აეროპორტში ქაოსი სუფევს „თალიბანისგან“ გაქცევის მსურველი ავღანელების სიმრავლის გამო. ამასთან დედაქალაქის ერთადერთი აეროპორტის თავზე ინტენსიურად დაფრინავენ ვერტმფრენები, რომელთა ბორტებზეც დიპლომატიური მისიების თანამშრომლები იმყოფებიან.
რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ კვირას უომრად შევიდა ქაბულში და დაიკავა ავღანეთის დედაქალაქი. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დატოვა ქვეყანა, რათა სისხლისღვრა არ დაეშვა. წუხელ „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივად აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.