https://sputnik-georgia.com/20210816/saqarTvelom-avRaneTTan-dakavSirebiT60-ze-meti-qveynis-gancxadebas-moawera-xeli-252590465.html
საქართველომ ავღანეთთან დაკავშირებით 60-ზე მეტი ქვეყნის განცხადებას მოაწერა ხელი
საქართველომ ავღანეთთან დაკავშირებით 60-ზე მეტი ქვეყნის განცხადებას მოაწერა ხელი
Sputnik საქართველო
წუხელ „თალიბანის“ პოლიტოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დამთავრდა“. 16.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-16T09:43+0400
2021-08-16T09:43+0400
2023-07-20T15:43+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252589094_0:46:3073:1784_1920x0_80_0_0_36a01512dc29f6c3c25d4e509ff7af59.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. 60-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, გამოდის მოწოდებით, უზრუნველყოფილი იყოს უცხოელებისა და იმ ავღანელების გამოყვანა ქვეყნიდან, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სიტუაცია ავღანეთში ბოლო კვირებში გამწვავდა, მას შემდეგ, რაც „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებზე შეტევა წამოიწყო. ამ დროისათვის თალიბები უკვე სრულად აკონტროლებენ ქაბულს და ასევე ქვეყნის ყველა სასაზღვრო გადასასვლელს. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, რათა თავიდან აეცილებინა სისხლისღვრა. წუხელ „თალიბანის“ პოლიტოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დამთავრდა“.„უშიშროების სფეროში გაუარესებული ვითარების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ და ხელი შეუწყონ უცხოელი მოქალაქეებისა და იმ ავღანელების, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, უსაფრთხო და ორგანიზებულ გამოყვანას ქვეყნიდან“, – ნათქვამია რამდენიმე ათეული ქვეყნის განცხადებაში. მათ შორის არიან აშშ, კანადა, ევროპის ქვეყნები, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ოკეანეთის რამდენიმე სახელმწიფო.ქვეყნები ასევე გამოდიან მოწოდებით – გახსნილი იყოს გზები, აეროპორტები და სასაზღვრო ხაზები და მხარი დაუჭირონ სიმშვიდეს სახელმწიფოში.„ავღანელი ხალხი იმსახურებს უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ცხოვრებას. საერთაშორისო საზოგადოება მზად ვართ მათ დასახმარებლად“, – ნათქვამია დოკუმენტში.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფნი პასუხისმგებელი არიან ადამიანების სიცოცხლეზე და უსაფრთხოების აღდგენაზე.
https://sputnik-georgia.com/20210815/sagareo-saqmeTa-saministro-avRaneTidan-saqarTvelos-moqalaqeebis-dabrunebaze-muSaobs-252589642.html
https://sputnik-georgia.com/20210815/avganetis-prezidentma-tanamdeboba-datova-da-qveynidan-gaiqca-video-252589770.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252589094_0:0:3073:1931_1920x0_80_0_0_850de1993e2a72c9ef02f3bb350ada79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
საქართველომ ავღანეთთან დაკავშირებით 60-ზე მეტი ქვეყნის განცხადებას მოაწერა ხელი
09:43 16.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) წუხელ „თალიბანის“ პოლიტოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დამთავრდა“.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. 60-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, გამოდის მოწოდებით, უზრუნველყოფილი იყოს უცხოელებისა და იმ ავღანელების გამოყვანა ქვეყნიდან, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სიტუაცია ავღანეთში ბოლო კვირებში გამწვავდა, მას შემდეგ, რაც „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებზე შეტევა წამოიწყო. ამ დროისათვის თალიბები უკვე სრულად აკონტროლებენ ქაბულს და ასევე ქვეყნის ყველა სასაზღვრო გადასასვლელს. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, რათა თავიდან აეცილებინა სისხლისღვრა. წუხელ „თალიბანის“ პოლიტოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დამთავრდა“.
„უშიშროების სფეროში გაუარესებული ვითარების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ და ხელი შეუწყონ უცხოელი მოქალაქეებისა და იმ ავღანელების, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, უსაფრთხო და ორგანიზებულ გამოყვანას ქვეყნიდან“, – ნათქვამია რამდენიმე ათეული ქვეყნის განცხადებაში. მათ შორის არიან აშშ, კანადა, ევროპის ქვეყნები, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ოკეანეთის რამდენიმე სახელმწიფო.
ქვეყნები ასევე გამოდიან მოწოდებით – გახსნილი იყოს გზები, აეროპორტები და სასაზღვრო ხაზები და მხარი დაუჭირონ სიმშვიდეს სახელმწიფოში.
„ავღანელი ხალხი იმსახურებს უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ცხოვრებას. საერთაშორისო საზოგადოება მზად ვართ მათ დასახმარებლად“, – ნათქვამია დოკუმენტში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფნი პასუხისმგებელი არიან ადამიანების სიცოცხლეზე და უსაფრთხოების აღდგენაზე.