„მესტალიის ქართველი გმირი“ და კიდევ ერთი ქართველის დებიუტი NBA-ში

© AFP 2024 / GLYN KIRKნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
ახალგაზრდა სანდრო მამუკელაშვილი „მილოუკი ბაქსის“ რიგებში თავს იმკვიდრებს, ნიკოლოზ ბასილაშვილი კი ცინცინატის ტურნირისთვის ფორმაში შედის.
ბათუმელთა დასანანი მარცხი და მამარდაშვილის საოცარი დებიუტი „ლა ლიგაში“.
გასულ კვირაში „კონფერენს ლიგის“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ბათუმის „დინამო“ თურქულ „სივასპორს“ დაუპირისპირდა და, მატჩის კარგად ჩატარების მიუხედავად, ევროთასებზე ასპარეზობას გამოეთიშა.
ბორისოვის „ბატესთან“ შესანიშნავი თამაშის შემდეგ ბათუმური კლუბისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი და ეს თურქებმაც კარგად იცოდნენ. „სივასპორთან“ დაპირისპირება სცენარით ძალიან წააგავდა „ბატესთან“ ორმატჩიან შეხვედრას, რადგან ქართული კლუბი სტუმრად სათამაშოდ ორივე შემთხვევაში წაგებული ჩავიდა. აღნიშნული სცენარი თითქმის ბოლომდე გამართლდა, რადგან ზღვისპირელებმა ძალიან ძლიერ „სივასპორთან“ შეხვედრის ძირითადი დრო ფანცულაიას გატანილი გოლით მოიგეს და საქმე დამატებით ტაიმებამდე მივიდა.
ვაჟა მარგველაშვილი ტოკიოში - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
ოლიმპიადის მსაჯები ქართველების წინააღმდეგ და აჟიოტაჟი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო
უნდა აღინიშნოს, რომ გია გეგუჩაძის გუნდი ძალიან ახლოს იყო ევროტურნირის პლეი-ოფთან, თუმცა 110-ე წუთზე ბათუმელთან კარში გაშვებულმა გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა – თურქული კლუბი შემდეგ ეტაპზე გავიდა. საბოლოოდ ბათუმის „დინამო“ „სივასთან“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
შეხვედრის შემდეგ ქართული კლუბის ბარიერზე „სივასპორის“ მთავარმა მწვრთნელმა რიზა ჩალიმბაიმ ისაუბრა, რომელმაც „დინამო“ შეაქო და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ურთულეს დაპირისპირებაში იმარჯვა.
ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
ქართული საფეხბურთო კლუბები ევროასპარეზზე და გაუგებრობა ჩოგბურთის ფედერაციაში
„დავაკვირდით ბათუმის „დინამოს“ თამაშს. ვიცოდით, რამდენად კარგი გუნდი იყო. ისინი კონტრშეტევებზე კარგად თამაშობენ. ჩამორჩენის შემდეგ ძალიან მაგრად ვითამაშეთ. შეგვეძლო ამ თამაშის ადრე დასრულება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მომდევნო ეტაპზე ვითამაშებთ“, – განაცხადა ჩალიმბაიმ.
აღსანიშნავია, რომ „სივასპორს“ ყველა ტურნირის ჯამში 20-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. ბათუმის „დინამო“ გამარჯვების შემთხვევაში დანიურ „კოპენჰაგენს“ შეხვდებოდა, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა ირიცხება და საკმაოდ კარგ სეზონსაც ატარებს.
„მესტალიას ახალი გმირი“ – სწორედ ასე მოიხსენიეს ესპანეთში ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ხეტაფესთან“ კარგად ჩატარებული მატჩის შემდეგ.
ესპანეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი „ვალენსიასა“ და „ხეტაფეს“ შეხვედრით გაიხსნა. ვინაიდან მესტალიური კლუბის მთავარი მეკარე იასპერ სილესენი თამაშისთვის ბოლომდე მზად არ იყო, „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში პირველივე წუთებიდან გიორგი მამარდაშვილი ვიხილეთ. მისი ოფიციალური დებიუტი „ღამურების“ რიგებში შესანიშნავი გამოდგა.
ბათუმის დინამოს თავდაჯერებული სტარტი უეფას ლიგაში - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
გიგა ჭიკაძის ურთულესი გამოცდა UFC-ში და ბათუმელების გამარჯვება სან მარინოში
უნდა აღინიშნოს, რომ „ვალენსია“ საწყისი წუთებიდანვე კაცნაკლული თამაშობდა და ანგარიშიც სწორედ 10-კაციანი შემადგენლობით გახსნა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გიორგის საქმე უფრო და უფრო რთულდებოდა, რადგან „ხეტაფეს“ ფეხბურთელები მუდმივად შეტევაში იმყოფებოდნენ. მამარდაშვილს მთელი მატჩის განმავლობაში ხუთი „სეივის“ შესრულება მოუხდა, მაგრამ აქედან ყველაზე გამორჩეული მატჩის მიწურულს, 93-ე წუთზე მოგერიებული დარტყმული იყო. რადგან „ხეტაფეს“ დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა, გუნდი მთლიანად შეტევაზე იყო ორიენტირებული. ამ დროს გიორგიმ საჯარიმოდან დარტყმული ურთულესი ბურთი მოიგერია და საკუთარ კლუბს, შეიძლება ითქვას, პირველი სამი ქულა აჩუქა.
წარმატებული დებიუტის შემდეგ ესპანურ სპორტულ მედიაში გიორგის შესახებ საუბარი მაშინვე დაიწყეს.
„გიორგი მამარდაშვილი - საქართველოდან. ჩაიწერეთ მისი სახელი და სწრაფად ისწავლეთ როგორ გამოითქმის მისი გვარი. ბიჭი აქ იმისთვის არის, რომ დარჩეს. მან ისარგებლა სილესენისა და ხაუმეს არყოფნით. ის გიგანტი გახდა“, – წერს ესპანური გამოცემა Marca.
ბასილაშვილმა ტორონტოს „მასტერსი“ კარგად დაიწყო, თუმცა ქართველმა ჰურკაჩის ბარიერი ვერ გადალახა.
ტორონტოში მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასპარეზობა კარგად დაიწყო. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ ეტაპზე ამერიკელი ჯენსონ ბრუკსის ბარიერი გადალახა. ნიკოლოზმა ახალგაზრდა ამერიკელი სამ სეტში დაამარცხა (2:6, 6:0, 6:4) და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონატის სიმბოლიკა - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
ევროპის ჩემპიონატის კულმინაცია! - იტალია და ინგლისი პირველობისთვის იბრძვიან
ამერიკელის დამარცხების შემდეგ ნიკას ავსტრალიელ ალეკს დე მინორთან მოუწია შეხვედრა, რომელსაც სულ რაღაც 57 წუთში მოუგო (6:1, 6:1). ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში მეტოქის ორი ჩაწოდება მოიგო, მეორე სეტში მეტოქეს უკვე სამჯერ შეუსრულა ბრეიკი და გამანადგურებელი ანგარიშიც დააფიქსირა.
ბასილაშვილი მესამე წრეში პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩს გაეჯიბრა და თითქმის სამსაათიან დაპირისპირებაში დამარცხდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჰურკაჩმა მატჩი კარგი ჩაწოდებების ხარჯზე მოიგო, ამ კუთხით კი ქართველი ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა. ნიკას პირველ მოწოდებაზე ძალიან დაბალი მაჩვენებელი (39%) ჰქონდა, შვიდიდან ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება სამჯერ წააგო. შედეგად ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩი ანგარიშით 7:6 (9:7), 4:6, 4:6 წააგო და კანადას დაემშვიდობა.
თავის მხრივ მეოთხედფინალურ ეტაპზე პოლონელმა ჩოგბურთელმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია რუს დანილ მედვედევს, რომელთანაც სამ სეტში დამარცხდა.
ევროპის მსოფლიო ჩემპიონატი, რომი - სტადიონი ოლიმპიკო - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
მონატრებული ევროპის ჩემპიონატი – საფეხბურთო დღესასწაული რომიდან იწყება
ბასილაშვილი ახლა უკვე ამერიკაში გაემგზავრება, სადაც ცინცინატის ტურნირში ჩაერთვება. მისი პირველი მეტოქე იტალიელი ფაბიო ფონინი იქნება.
სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში კარგად დაიწყო, სადებიუტო შეხვედრაში ქართველმა ორმაგი დუბლი მიითვალა
22 წლის სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ს ჩემპიონ „მილუოკი ბაქსის“ რიგებში წარმატებული გამოდგა. საზაფხულო ლიგის პირველი მატჩი, რომელშიც „ბაქსმა“ „კლიპერსს“ 81:78 მოუგო, ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ორმაგი დუბლიც მიითვალა. სანდროს ანგარიშზე შეხვედრის ბოლოს 11 ქულა და 12 მოხსნა იყო.
საზაფხულო ლიგაზე „მილუოკის“ მწვრთნელმა თამაშის შემდეგ სანდროზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კარგი თამაში ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩენილა.
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2021
კვარაცხელიას დიდებული დაბრუნება და ბასილაშვილის სასწაულებრივი სეტი უიმბლდონზე
„მას ჯერ კიდევ ვეცნობი, მაგრამ მოხიბლული ვარ მისი ადამიანურობით. დიდებული ბიჭია, რომელიც გუნდზე ფიქრობს. მისი პასები ძალიან კარგია, ის ნიჭიერია. ქულებიც ჩააგდო, ორმაგი დუბლი შეასრულა, მოხსნებში საუკეთესო იყო. მოკლედ, მან ცოტ-ცოტა ყველაფერი გააკეთა“, – განაცხადა პეტ სენტ ენდრიუსმა.
„ბაქსმა“ მორიგი შეხვედრა ასოციაციის ჩემპიონ „ბრუკლინ ნეტსთან“ გამართა და ანგარიშით 91:97 დამარცხდა.
უნდა აღინიშნოს, რომ სანდრო ამ შემთხვევაშიც გამორჩეული იყო. მამუკელაშვილი კვლავ სასტარტო ხუთეულში გამოვიდა. მან გუნდში ყველაზე მეტი, 29:14 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. ქართველმა „ბრუკლინთან“ 10 ქულა, 8 მოხსნა, ერთი ჩაჭრა და ერთი დაფარება მიითვალა.
 
ყველა ახალი ამბავი
0