https://sputnik-georgia.com/20210816/rodis-ganaxldeba-swavlis-procesi-skolebSi-252595348.html
როდის განახლდება სწავლის პროცესი სკოლებში: ტიკარაძის განმარტება
როდის განახლდება სწავლის პროცესი სკოლებში: ტიკარაძის განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება. თუმცა განახლდება თუ არა ამჯერად საკლასო ოთახებში სწავლა, ჯერჯერობით უცნობია. 16.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-16T15:51+0400
2021-08-16T15:51+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/28/246452835_0:216:2841:1814_1920x0_80_0_0_c158ba90d025be923dd37d8b9d36f9f4.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.UNICEF და განათლების სამინისტრო პედაგოგების ორგანიზებულ ვაქცინაციას უზრუნველყოფენ>>ტიკარაძის განცხადებით, სასწავლო პროცესის კლასებში განახლების საკითხი დამოკიდებულია 4 სექტემბერისთვის არსებულ ეპიდსიტუაციაზე. სწორედ ამ დრომდეა დაწესებული დამატებითი შეზღუდვები, რომლებიც 14 აგვისტოდან ამოქმედდა. მინისტრის თქმით, სწორედ ამის შემდეგ მიიღებს სამინისტრო შესაბამის გადაწყვეტილებას.მანამდე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით აგვისტოში პედაგოგების ვაქცინაციაზე აქტიურად იმუშავებენ.პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობამ სკოლის მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ეპიდვითარების გაუმჯობესების შემდეგ კი შერეული მოდელი დაუშვა – მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლის როგორც დისტანციური, ისე საკლასო ოთახში დასწრების მეთოდი.საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის აღსაკვეთად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან რამდენიმე შეზღუდვა დააწესა:შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;სრულად აიკრძალა ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება;აიკრძალა ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 23:00 საათამდე.შეზღუდვები 4 სექტემბრამდე გასტანს.
https://sputnik-georgia.com/20210816/tikaraZe-vaqcinaciis-centrebi-yvela-regionSi-amoqmeddeba-252594670.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/28/246452835_66:0:2773:2030_1920x0_80_0_0_0e4be51bc4d103622f29cfd26d4d82ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველო, covid-19
როდის განახლდება სწავლის პროცესი სკოლებში: ტიკარაძის განმარტება
15:51 16.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება. თუმცა განახლდება თუ არა ამჯერად საკლასო ოთახებში სწავლა, ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძის განცხადებით, სასწავლო პროცესის კლასებში განახლების საკითხი დამოკიდებულია 4 სექტემბერისთვის არსებულ ეპიდსიტუაციაზე. სწორედ ამ დრომდეა დაწესებული დამატებითი შეზღუდვები, რომლებიც 14 აგვისტოდან ამოქმედდა. მინისტრის თქმით, სწორედ ამის შემდეგ მიიღებს სამინისტრო შესაბამის გადაწყვეტილებას.
„ჯერ უნდა დაველოდოთ 4 სექტემბრისთვის რა მდგომარეობა გვექნება და ამის შემდეგ შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, რა რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ ნაადრევია ამაზე საუბარი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მანამდე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით აგვისტოში პედაგოგების ვაქცინაციაზე აქტიურად იმუშავებენ.
პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობამ სკოლის მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ეპიდვითარების გაუმჯობესების შემდეგ კი შერეული მოდელი დაუშვა – მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლის როგორც დისტანციური, ისე საკლასო ოთახში დასწრების მეთოდი.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის აღსაკვეთად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან რამდენიმე შეზღუდვა დააწესა:
შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
სრულად აიკრძალა ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება;
აიკრძალა ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 23:00 საათამდე.
შეზღუდვები 4 სექტემბრამდე გასტანს.