ტიკარაძე: მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდება

© Sputnik / Vladimir Umikashviliვაქცინაციის ერთ–ერთი ცენტრი
ვაქცინაციის ერთ–ერთი ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
სამინისტროს ინფორმაციით, ​მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ყველა რეგიონში აცრის პუნქტები ამოქმედდება, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
თუ ექიმი აცრაზე უარს გეუბნებათ: ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს>>
ტიკარაძე იმერეთის მხარის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად ქუთაისში COVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტის წარმომადგენლებს და ოჯახის ექიმებს შეხვდება.
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და მცხეთაში.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები იხსნება
ამცრელი ცენტრები გაჩნდა საუნივერსიტეტო სივრცეში, რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის უნივერსიტეტთან და სხვ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 16 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 806.681 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 238.871 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0