https://sputnik-georgia.com/20210816/rodis-gamoiRebs-Seegs-SezRudvebi-tikaraZe-252596406.html
როდის გამოიღებს შედეგს დაწესებული შეზღუდვები: მინისტრის პროგნოზი
როდის გამოიღებს შედეგს დაწესებული შეზღუდვები: მინისტრის პროგნოზი
Sputnik საქართველო
კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან აამოქმედა ახალი შეზღუდვები, რომლებიც 4 სექტემბრამდე გასტანს. 16.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-16T16:36+0400
2021-08-16T16:36+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/05/252507919_0:0:3239:1833_1920x0_80_0_0_3b7c4526254b8da06eb84a7d26d01029.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. გვაქვს მოლოდინი, რომ სატრანსპორტო შეზღუდვები საკმაოდ დადებით დინამიკას მოგვცემს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.ტიკარაძე: მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდება>>საქართველოში 14 აგვისტოდან ამოქმედდა რამდენიმე შეზღუდვა, მათ შორის, შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ქალაქებში. შეზღუდვა არ შეეხო საქალაქთაშორისო მიმოსვლას.ტიკარაძემ ვარაუდი გამოთქვა, რომ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის შემდეგ ქვეყანაში ეპიდვითარება 80%-ით გაუმჯობესდება.„ვთვლი, რომ ეს იყო დროული, საკმარისი და სწორი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მიიღო. რაც შეეხება საქალაქთაშორისო მოძრაობას, განხილულიც კი არ ყოფილა საბჭოზე, რადგან არ იყო ამის საჭიროება. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში დავაყენებთ ამ მოთხოვნასაც“, – განაცხადა ტიკარაძემ.საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის აღსაკვეთად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან რამდენიმე შეზღუდვა დააწესა:შეზღუდვები 4 სექტემბრამდე გასტანს.
https://sputnik-georgia.com/20210816/rodis-ganaxldeba-swavlis-procesi-skolebSi-252595348.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/05/252507919_0:0:3239:2037_1920x0_80_0_0_d8137a773a79c2dd479269c93e98ff68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
როდის გამოიღებს შედეგს დაწესებული შეზღუდვები: მინისტრის პროგნოზი
16:36 16.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან აამოქმედა ახალი შეზღუდვები, რომლებიც 4 სექტემბრამდე გასტანს.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. გვაქვს მოლოდინი, რომ სატრანსპორტო შეზღუდვები საკმაოდ დადებით დინამიკას მოგვცემს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში 14 აგვისტოდან ამოქმედდა რამდენიმე შეზღუდვა, მათ შორის, შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ქალაქებში. შეზღუდვა არ შეეხო საქალაქთაშორისო მიმოსვლას.
ტიკარაძემ ვარაუდი გამოთქვა, რომ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის შემდეგ ქვეყანაში ეპიდვითარება 80%-ით გაუმჯობესდება.
„ვთვლი, რომ ეს იყო დროული, საკმარისი და სწორი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მიიღო. რაც შეეხება საქალაქთაშორისო მოძრაობას, განხილულიც კი არ ყოფილა საბჭოზე, რადგან არ იყო ამის საჭიროება. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში დავაყენებთ ამ მოთხოვნასაც“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის აღსაკვეთად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან რამდენიმე შეზღუდვა დააწესა:
- შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
- სრულად აიკრძალა ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება;
- აიკრძალა ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
- კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 23:00 საათამდე.
შეზღუდვები 4 სექტემბრამდე გასტანს.