https://sputnik-georgia.com/20210816/tikaraZe-vaqcinaciis-centrebi-yvela-regionSi-amoqmeddeba-252594670.html
ტიკარაძე: მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდება
ტიკარაძე: მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდება
Sputnik საქართველო
სამინისტროს ინფორმაციით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით. 16.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-16T15:03+0400
2021-08-16T15:03+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252583626_0:158:3078:1889_1920x0_80_0_0_2bf1d3afe427781e60ab33f80414eac0.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ყველა რეგიონში აცრის პუნქტები ამოქმედდება, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.თუ ექიმი აცრაზე უარს გეუბნებათ: ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს>>ტიკარაძე იმერეთის მხარის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად ქუთაისში COVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტის წარმომადგენლებს და ოჯახის ექიმებს შეხვდება.მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და მცხეთაში.ამცრელი ცენტრები გაჩნდა საუნივერსიტეტო სივრცეში, რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის უნივერსიტეტთან და სხვ.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო.დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 16 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 806.681 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 238.871 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210812/saqarTvelos-sauniversiteto-sivrceebSi-masobrivi-baqcinaciis-centrebi-ixsneba-252568509.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252583626_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_a003e546ddcf9ceb5bb77826966edc97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ტიკარაძე: მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდება
15:03 16.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) სამინისტროს ინფორმაციით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ყველა რეგიონში აცრის პუნქტები ამოქმედდება, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძე იმერეთის მხარის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად ქუთაისში COVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტის წარმომადგენლებს და ოჯახის ექიმებს შეხვდება.
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და მცხეთაში.
ამცრელი ცენტრები გაჩნდა საუნივერსიტეტო სივრცეში, რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის უნივერსიტეტთან და სხვ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 16 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 806.681 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 238.871 ადამიანი.