https://sputnik-georgia.com/20210816/patriotTa-aliansi-kremlis-reaqciastan-dakavSirebiT-komentars-akeTebs-252599150.html
„პატრიოტთა ალიანსი“ კრემლის რეაქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
„პატრიოტთა ალიანსი“ კრემლის რეაქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
Sputnik საქართველო
ინაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას უარი თქვას კონფრონტაციაზე რუსულ მხარესთან, რაც ამერიკელი „ბატონების“ ინტერესს წარმოადგენს 16.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-16T21:34+0400
2021-08-16T21:34+0400
2021-10-19T18:03+0400
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24656/49/246564907_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_4ad15ca42ba1b5acc804e9a673dce053.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ აქვეყნებს კომენტარს კრემლის რეაქციასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით პარტიის მიერ გაგზავნილ ღია წერილს მოყვა.ღია წერილის ტექსტი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა 3 აგვისტოს Facebook-ზე გამოაქვეყნა. წერილის მთავარი გზავნილია საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის აზრის გამოხატვა, რომელიც რუსეთთან ღია დიალოგისა და კეთილმეზობლობისთვისაა განწყობილი. კრემლის საპასუხო განცხადებაში, რომელიც 13 აგვისტოს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ კრემლში იზიარებენ შეშფოთებას საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის არსებული მდგომარეობის გამო და ასევე მოწოდებებს მათი გაუმჯობესებისკენ.„მოსკოვის რეაქცია ცალსახად აჩვენებს რუსეთის პოზიტიურ განწყობას, რაც ძალიან გვახარებს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც დიდი ხანია დაიღალა ამერიკელების „ბატონობისგან“, მარადიული კაკუნისგან „ნატოს კარებზე“ და რუსეთთან ურთიერთობებში მუდმივი დაძაბულობისგან“, - წერს ირმა ინაშვილი თავის Facebook-გვერდზე.ინაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას უარი თქვას კონფრონტაციაზე რუსულ მხარესთან, რაც ამერიკელი „ბატონების“ ინტერესს წარმოადგენს.„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს გამოვიდნენ საჯარო განცხადებებით, რომლებიც იქნება საქართველოს და არა ამერიკელი „ბატონების“ ინტერესების გამომხატველი“, - წერს ინაშვილი.„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, პარტია კვლავ აგრძელებს ინტერნეტში იმ ადამიანების ფოტოების გამოქვეყნებას, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას. სპეციალურ პორტალზე უკვე დაახლოებით 9,5 ათასი ფოტოა ატვირთული.რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. ქვეყნებს შორის დიალოგი წარმოებს ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი-აბაშიძის შეხვედრების ფარგლებში. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
https://sputnik-georgia.com/20210813/patriotta-aliansma-kremls-xma-miawvdina-ra-upasuxes-moskovshi-252576471.html
https://sputnik-georgia.com/20210813/patriotta-aliansi-kremlis-gancxadebas-miesalmeba-252580016.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24656/49/246564907_202:0:2427:1669_1920x0_80_0_0_56b3cb34efa4b0a85792479dcffffb4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველო
„პატრიოტთა ალიანსი“ კრემლის რეაქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
21:34 16.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ინაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას უარი თქვას კონფრონტაციაზე რუსულ მხარესთან, რაც ამერიკელი „ბატონების“ ინტერესს წარმოადგენს
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ აქვეყნებს კომენტარს კრემლის რეაქციასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით პარტიის მიერ გაგზავნილ ღია წერილს მოყვა.
ღია წერილის ტექსტი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა 3 აგვისტოს Facebook-ზე გამოაქვეყნა. წერილის მთავარი გზავნილია საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის აზრის გამოხატვა, რომელიც რუსეთთან ღია დიალოგისა და კეთილმეზობლობისთვისაა განწყობილი. კრემლის საპასუხო განცხადებაში, რომელიც 13 აგვისტოს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ კრემლში იზიარებენ შეშფოთებას საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის არსებული მდგომარეობის გამო და ასევე მოწოდებებს მათი გაუმჯობესებისკენ.
„მოსკოვის რეაქცია ცალსახად აჩვენებს რუსეთის პოზიტიურ განწყობას, რაც ძალიან გვახარებს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც დიდი ხანია დაიღალა ამერიკელების „ბატონობისგან“, მარადიული კაკუნისგან „ნატოს კარებზე“ და რუსეთთან ურთიერთობებში მუდმივი დაძაბულობისგან“, - წერს ირმა ინაშვილი თავის
Facebook-გვერდზე.
ინაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას უარი თქვას კონფრონტაციაზე რუსულ მხარესთან, რაც ამერიკელი „ბატონების“ ინტერესს წარმოადგენს.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს გამოვიდნენ საჯარო განცხადებებით, რომლებიც იქნება საქართველოს და არა ამერიკელი „ბატონების“ ინტერესების გამომხატველი“, - წერს ინაშვილი.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, პარტია კვლავ აგრძელებს ინტერნეტში იმ ადამიანების ფოტოების გამოქვეყნებას, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას. სპეციალურ პორტალზე უკვე დაახლოებით 9,5 ათასი ფოტოა ატვირთული.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. ქვეყნებს შორის დიალოგი წარმოებს ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი-აბაშიძის შეხვედრების ფარგლებში. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.