https://sputnik-georgia.com/20210813/patriotta-aliansi-kremlis-gancxadebas-miesalmeba-252580016.html
„პატრიოტთა ალიანსი“ კრემლის განცხადებას მიესალმება
„პატრიოტთა ალიანსი“ კრემლის განცხადებას მიესალმება
Sputnik საქართველო
ხვალ პარტია ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს, რომელშიც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ მისწრაფებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით 13.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-13T23:06+0400
2021-08-13T23:06+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/03/249913870_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_d0255cda7e9489ee89a6049db99900ad.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მიესალმება კრემლის დღევანდელ განცხადებას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მზადყოფნის თაობაზე.კრემლის განცხადება იყო პასუხი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიმართვაზე.ღია წერილის ტექსტი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა 3 აგვისტოს Facebook-ზე გამოაქვეყნა. წერილის მთავარი გზავნილია საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის აზრის გამოხატვა, რომელიც რუსეთთან ღია დიალოგისა და კეთილმეზობლობისთვისაა განწყობილი. კრემლში იზიარებენ შეშფოთებას საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის არსებული მდგომარეობის გამო და ასევე მოწოდებებს მათი გაუმჯობესებისკენ, რომელზეც საუბარია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ღია წერილში. წერილში ოპოზიციური პარტია რუსეთის პრეზიდენტს სთხოვს, ხელი შეუწყოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის მოგვარებას.ინაშვილის თქმით, ხვალ ოფიციალური განცხადება გავრცელდება, რომელშიც „ალიანსი“ კიდევ ერთხელ გამოხატავს „მისწრაფებას“ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით.„ნატოს წვრთნების გამო, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ბოლო დროს ძალზე დაიძაბა. ჩვენმა წერილმა თავისი როლი იმ კუთხით შეასრულა, რომ ამ ეტაპზე დაძაბულობა განიმუხტა. ეს იყო ძირითადი ამოცანა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რუსეთის ოფიციალური განცხადება დიდად მისასალმებელი და დიდად სასიხარულოა. აქედან ჩანს, რომ რუსეთი მზადაა ყველა საკითხის გადასაჭრელად. ჩვენც უნდა ვიყოთ მზად თანამშრომლობისათვის“, – დაწერა ინაშვილმა Facebook–გვერდზე.რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. ქვეყნებს შორის დიალოგი წარმოებს ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი-აბაშიძის შეხვედრების ფარგლებში. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
https://sputnik-georgia.com/20210813/patriotta-aliansma-kremls-xma-miawvdina-ra-upasuxes-moskovshi-252576471.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/03/249913870_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_5bd84460d9fbb2ec220e03e35efdaf7a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო
„პატრიოტთა ალიანსი“ კრემლის განცხადებას მიესალმება
23:06 13.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ხვალ პარტია ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს, რომელშიც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ მისწრაფებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მიესალმება კრემლის დღევანდელ განცხადებას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მზადყოფნის თაობაზე.
კრემლის განცხადება იყო პასუხი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიმართვაზე.
ღია წერილის ტექსტი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა 3 აგვისტოს Facebook-ზე გამოაქვეყნა. წერილის მთავარი გზავნილია საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის აზრის გამოხატვა, რომელიც რუსეთთან ღია დიალოგისა და კეთილმეზობლობისთვისაა განწყობილი.
კრემლში იზიარებენ შეშფოთებას საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის არსებული მდგომარეობის გამო და ასევე მოწოდებებს მათი გაუმჯობესებისკენ, რომელზეც საუბარია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ღია წერილში. წერილში ოპოზიციური პარტია რუსეთის პრეზიდენტს სთხოვს, ხელი შეუწყოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის მოგვარებას.
ინაშვილის თქმით, ხვალ ოფიციალური განცხადება გავრცელდება, რომელშიც „ალიანსი“ კიდევ ერთხელ გამოხატავს „მისწრაფებას“ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით.
„ნატოს წვრთნების გამო, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ბოლო დროს ძალზე დაიძაბა. ჩვენმა წერილმა თავისი როლი იმ კუთხით შეასრულა, რომ ამ ეტაპზე დაძაბულობა განიმუხტა. ეს იყო ძირითადი ამოცანა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რუსეთის ოფიციალური განცხადება დიდად მისასალმებელი და დიდად სასიხარულოა. აქედან ჩანს, რომ რუსეთი მზადაა ყველა საკითხის გადასაჭრელად. ჩვენც უნდა ვიყოთ მზად თანამშრომლობისათვის“, – დაწერა ინაშვილმა
Facebook–გვერდზე.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. ქვეყნებს შორის დიალოგი წარმოებს ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი-აბაშიძის შეხვედრების ფარგლებში. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.