კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashviliმომხმარებლები პირბადეებით
მომხმარებლები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.314-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 481.578-ს მიაღწია.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.314 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.687 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა –772 , იმერეთი – 618, კახეთი – 317, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 247, ქვემო ქართლი – 202 ,  შიდა ქართლი – 175 , გურია – 129, სამცხე-ჯავახეთი – 88, მცხეთა-მთიანეთი - 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.
ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2021
მე თვითონ მივიყვანე:„მამულიჩა“ ლელას დაინფიცირების კავშირს კონცერტთან კატეგორიულად უარყოფს
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.519 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 421.532-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 35 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.406 -ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 53.614 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.841 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.110 , იმერეთში – 973, აჭარაში – 903.
1 423 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 307 პირი, მათგან თბილისში – 193, აჭარაში – 22, იმერეთში – 20.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3.459  ადამიანი, მათ შორის  1.619 – თბილისში, 1.298 - აჭარაში.
43.314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2021
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა თავისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 67, ხოლო აჭარაში – 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45.919 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 22.311,  აჭარაში – 6.570, იმერეთში – 4.690.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 314-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 481.578-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0