ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა თავისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2021
გამოწერა
პრემიერის თქმით, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ სათანადოდ გაცნობიერებული აღნიშნული რისკი, მაგრამ რისკი არის ძალიან ხილული და ნათელია, რომ კორონავირუსი კლავს ადამიანს და აცრა იცავს სიკვდილისგან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დასამარცხებლად. ის მოსახლეობას მიმართავს, რომ დაარწმუნონ სხვა მოქალაქეები აცრის აუცილებლობაში, რადგან პანდემია შეიძლება კიდევ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს.
„ვინაიდან მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური გამოსავალი ამ სიტუაციაში, როგორიც არის ვაქცინა, ამაზე უარის თქმა, მე ვფიქრობ, არის შეცდომა. შეცდომა, იმიტომ რომ არავინ იცის, როგორ განვითარდება კოვიდი ამა თუ იმ ადამიანში, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ჩავიტაროთ აცრა, როგორც ჩვენ ვიტარებთ გრიპის აცრას და არაფერი გვემართება, დაახლოებით იგივე ტიპის აცრა არის კოვიდ-საწინააღმდეგო აცრა. მთავარი რაც ხდება, ადამიანი არის დაცული, დაზღვეული სიკვდილისგან. ამიტომ გთხოვთ, რომ ეს ინფორმაცია მივიტანოთ ყველა სოფელში, რომ დავარწმუნოთ მოქალაქეები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტობუსები რუსთავში - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2021
რუსთავში აცრის მსურველებს ვაქცინაციის ცენტრებამდე მუნიციპალური ავტობუსები გადაიყვანს
მთავრობის მეთაურმა ასევე მომავალ არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია ჩატარდეს უსაფრთხო არჩევნები ვირუსის გავრცელების კუთხით. ამის უზრუნველსაყოფად კი მაჟორიტარი კანდიდატებისა და მერობის კანდიდატების, ასევე კომისიის წევრების ვაქცინაციის პროცესი უკვე დაწყებულია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მაგრამ პარასკევს პრემიერმა განაცხადა, რომ აშშ, სავარაუდოდ, „საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს“. გუშინვე პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს და ყველა ადამიანმა არჩევანი თავად უნდა გააკეთოს. მაგრამ ამ არჩევანს განაპირობებს ის, რომ, მისი თქმით, ადამიანის ორგანიზამში კორონავირუსის გართულების რისკის ალბათობა არსებობს, ვირუსმა სრულიად ჯანმრთელი ადამიანები შეიწირა და „სწორედ ამის დაზღვევის მიზნით საჭიროა აცრების ჩატარება“.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. დღეისათვის სულ ჩატარდა 767.882 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 229.236 ადამიანი. 13 აგვისტოს 26.524 ადამიანი აიცრა.
ყველა ახალი ამბავი
0