https://sputnik-georgia.com/20210815/me-TviTon-miviyvane-mamuliCa-lelas-dainficirebis-kavSirs-koncertTan-kategoriulad-uaryofs-252584709.html
მე თვითონ მივიყვანე:„მამულიჩა“ ლელას დაინფიცირების კავშირს კონცერტთან კატეგორიულად უარყოფს
მე თვითონ მივიყვანე:„მამულიჩა“ ლელას დაინფიცირების კავშირს კონცერტთან კატეგორიულად უარყოფს
Sputnik საქართველო
„მამულიჩა“ აღნიშნავს, რომ ლელა წურწუმია თავად მიიყვანა საავადმყოფოში და რადგან მას ყელი სტკიოდა, ის პროფილაქტიკის მიზნით კლინიკაში დაიტოვეს 15.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-15T10:47+0400
2021-08-15T10:47+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24796/77/247967753_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_39f6ca80dc3e1ce023a18b988c1d00a0.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერლის, ლელა წურწუმიას მეუღლე კახა მამულაშვილი, იგივე „მამულიჩა“ კატეგორიულად უარყოფს, რომ მომღერლის კორონავირუსით დაინფიცირება ბათუმში გამართულ კონცერტს უკავშირდება.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ლელა წურწუმიას დაინფიცირება 7 აგვისტოს ბათუმში გამართულ კონცერტს უკავშირდება.გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ ლელა წურწუმიას კორონავირუსი დაუდასტურდა და ის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.როგორც მისი მეუღლე აღნიშნავს, ლელა კლინიკაში თავად მიიყვანა. მისი თქმით, ლელას 12 აგვისტოს ყელი ატკივდა და „პროფილაქტიკის მიზნით დაიტოვეს“.ის მადლობას უხდის კლინიკის გუნდს და მის დირექტორს, ლევან რატიანს.გუშინ ლევან რატიანმა განაცხადა, რომ ლელა წურწუმია ჟანგბადდამოკიდებულია, თავს მხნედ გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.ცნობილია, რომ ლელა წურწუმიამ 26 მაისს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. მისი მეუღლე კახა მამულაშვილი წერდა, რომ მთელი ოჯახი და ასევე ბენდის წევრებიც აცრილები არიან.
https://sputnik-georgia.com/20210815/lela-wurwumias-koronavirusi-daudasturda-momRerali-saavadmyofoSia-252584255.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24796/77/247967753_0:0:1000:751_1920x0_80_0_0_df22b204bff302e551528493267aaa2b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
მე თვითონ მივიყვანე:„მამულიჩა“ ლელას დაინფიცირების კავშირს კონცერტთან კატეგორიულად უარყოფს
10:47 15.08.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) „მამულიჩა“ აღნიშნავს, რომ ლელა წურწუმია თავად მიიყვანა საავადმყოფოში და რადგან მას ყელი სტკიოდა, ის პროფილაქტიკის მიზნით კლინიკაში დაიტოვეს
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერლის, ლელა წურწუმიას მეუღლე კახა მამულაშვილი, იგივე „მამულიჩა“ კატეგორიულად უარყოფს, რომ მომღერლის კორონავირუსით დაინფიცირება ბათუმში გამართულ კონცერტს უკავშირდება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ლელა წურწუმიას დაინფიცირება 7 აგვისტოს ბათუმში გამართულ კონცერტს უკავშირდება.
„რით ვერ მოინელეთ ეს კონცერტი??? რა შუაშია???კონტაქტი ჰქონდა ვინმესთან?“ - წერს „მამულიჩა“ თავის Facebook-გვერდზე.
გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ ლელა წურწუმიას კორონავირუსი დაუდასტურდა და ის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.
როგორც მისი მეუღლე აღნიშნავს, ლელა კლინიკაში თავად მიიყვანა. მისი თქმით, ლელას 12 აგვისტოს ყელი ატკივდა და „პროფილაქტიკის მიზნით დაიტოვეს“.
ის მადლობას უხდის კლინიკის გუნდს და მის დირექტორს, ლევან რატიანს.
გუშინ ლევან რატიანმა განაცხადა, რომ ლელა წურწუმია ჟანგბადდამოკიდებულია, თავს მხნედ გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ცნობილია, რომ ლელა წურწუმიამ 26 მაისს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. მისი მეუღლე კახა მამულაშვილი წერდა, რომ მთელი ოჯახი და ასევე ბენდის წევრებიც აცრილები არიან.