https://sputnik-georgia.com/20210815/avRaneTis-prezidentma-qveyana-datova-252589485.html
ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა
ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა
Sputnik საქართველო
ავღანეთის მართვა გადავიდა საბჭოს ხელში, რომელშიც შევიდნენ ეროვნული შერიგების საკითხებში უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი აბდულა აბდულა და ქვეყნის ექს-პრეზიდენტი... 15.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-15T20:08+0400
2021-08-15T20:08+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252590557_0:0:1472:833_1920x0_80_0_0_e6cf56f6c3f1a909ad973ee7635d9880.jpg
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქაბულიდან ტაჯიკეთში, შემდეგ კი მესამე ქვეყანაში გაფრინდა, აცნობა წყარომ РИА Новости-ს.„პრეზიდენტ ღანი... ქაბულიდან გაფრინდა ტაჯიკეთში, შემდეგ კი მესამე ქვეყანაში“, - განაცხადა წყარომ.მისი მონაცემებით, პრეზიდენტთან ერთად ქვეყანა დატოვა ასევე მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ხამდულა მოხიბმა.მანამდე წყარომ აცნობა РИА Новости-ს, რომ აშრაფ განი გადადგომას დასთანხმდა. წყაროს განცხადებით, განიმ თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ „ქაბულში საბრძოლო მოქმედებების განხორციელება შეუძლებელია“.ადგილობრივი მედიაც ამტკიცებს, რომ მან დატოვა ქვეყანა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო სასახლეში მოლაპარაკებებზე „თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღანისგან ძალაუფლებას არ მიიღებენ.ავღანეთის მართვა გადავიდა საბჭოს ხელში, რომელშიც შევიდნენ ეროვნული შერიგების საკითხებში უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი აბდულა აბდულა და ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ხამიდ კარზაი, აცნობა РИА Новости-ს „თალიბანის“ მოძრაობაში არსებულმა წყარომ.მისი მონაცემებით, მოგვიანებით საბჭო ძალაუფლებას უშუალოდ თალიბებს გადასცემს.სიტუაცია ავღანეთში ბოლო კვირეებში „თალიბანის“ მოძრაობის ქვეყნის დიდ ქალაქებზე შეტევებთან დაკავშირებით გამწვავდა. კვირას მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თალიბები ქვეყნის ყველა სასაზღვრო გადასასვლელს აკონტროლებენ. მოგვიანებით ბოევიკებმა განაცხადეს, რომ მთავრობასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ქაბულში მშვიდობიანი შესვლის საკითხზე, ხოლო ავღანეთის მთავრობა ქაბულის უსაფრთხოებაზე გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე იქნება პასუხისმგებელი.რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში ზამირ ქაბულოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას არ გეგმავს. მისი თქმით, დიპლომატები „მშვიდად მუშაობენ და ყურადღებით აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას“.თალიბების ასეთი შეუჩერებელი მსვლელობა მოხდა აშშ-ის და ნატოში მათი მოკავშირეების ჯარების გაყვანის ფონზე, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური მისიის ჩავარდნად შეაფასა.
https://sputnik-georgia.com/20210814/ratom-ipyroben-Talibebi-avRaneTs-swrafad-252582085.html
https://sputnik-georgia.com/20210813/Talibanma-yandagari-dageraTi-aiRo-252570601.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252590557_112:0:1472:855_1920x0_80_0_0_e191fad458e3bc1c182533ad3f651cfd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა
20:08 15.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ავღანეთის მართვა გადავიდა საბჭოს ხელში, რომელშიც შევიდნენ ეროვნული შერიგების საკითხებში უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი აბდულა აბდულა და ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ხამიდ კარზაი, მოგვიანებით კი ძალაუფლება თალიბებს გადაეცემა
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქაბულიდან ტაჯიკეთში, შემდეგ კი მესამე ქვეყანაში გაფრინდა, აცნობა წყარომ
РИА Новости-ს.
„პრეზიდენტ ღანი... ქაბულიდან გაფრინდა ტაჯიკეთში, შემდეგ კი მესამე ქვეყანაში“, - განაცხადა წყარომ.
მისი მონაცემებით, პრეზიდენტთან ერთად ქვეყანა დატოვა ასევე მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ხამდულა მოხიბმა.
მანამდე წყარომ აცნობა РИА Новости-ს, რომ აშრაფ განი გადადგომას დასთანხმდა. წყაროს განცხადებით, განიმ თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ „ქაბულში საბრძოლო მოქმედებების განხორციელება შეუძლებელია“.
ადგილობრივი მედიაც ამტკიცებს, რომ მან დატოვა ქვეყანა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო სასახლეში მოლაპარაკებებზე „თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღანისგან ძალაუფლებას არ მიიღებენ.
ავღანეთის მართვა გადავიდა საბჭოს ხელში, რომელშიც შევიდნენ ეროვნული შერიგების საკითხებში უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი აბდულა აბდულა და ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ხამიდ კარზაი, აცნობა РИА Новости-ს „თალიბანის“ მოძრაობაში არსებულმა წყარომ.
მისი მონაცემებით, მოგვიანებით საბჭო ძალაუფლებას უშუალოდ თალიბებს გადასცემს.
სიტუაცია ავღანეთში ბოლო კვირეებში „თალიბანის“ მოძრაობის ქვეყნის დიდ ქალაქებზე შეტევებთან დაკავშირებით გამწვავდა. კვირას მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თალიბები ქვეყნის ყველა სასაზღვრო გადასასვლელს აკონტროლებენ. მოგვიანებით ბოევიკებმა განაცხადეს, რომ მთავრობასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ქაბულში მშვიდობიანი შესვლის საკითხზე, ხოლო ავღანეთის მთავრობა ქაბულის უსაფრთხოებაზე გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე იქნება პასუხისმგებელი.
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში ზამირ ქაბულოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას არ გეგმავს. მისი თქმით, დიპლომატები „მშვიდად მუშაობენ და ყურადღებით აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას“.
თალიბების ასეთი შეუჩერებელი მსვლელობა მოხდა აშშ-ის და ნატოში მათი მოკავშირეების ჯარების გაყვანის ფონზე, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური მისიის ჩავარდნად შეაფასა.