დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 აგვისტო

© photo: Pixabay / mohamed_hassanმედიტაცია
მედიტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 13 აგვისტოა, პარასკევი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ესაა დღე, როდესაც ჩვეულებრივი ყოფითი ცხოვრებისგან უამრავი სიხარულისა და სასიამოვნო წუთების განცდა გველოდება, მაგრამ სერიოზული გეგმების დაწყობა არ ღირს, რადგან სასურველის რეალობისგან გარჩევა გაგვიჭირდება და უამრავი შეცდომა შეიძლება დავუშვათ. სამაგიეროდ, კარგი დღეა სიყვარულისა და რომანტიკისთვის – საყვარელი ადამიანის უბრალოდ გვერდით ყოფნაც კი საოცარ დადებით ემოციებს მოგვიტანს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 აგვისტო>>
ვერძი: თითოეული წუთით ტკბობა შეგიძლიათ. სამყაროსთან ჰარმონიაში იმყოფებით და აჩქარებისა და სწრაფად მოქმედების განწყობაზე არ ხართ. გადაუდებელი საქმეებიც კი ვერ გამოგიყვანთ მედიტაციური განწყობიდან და დიდი ალბათობით, მოახერხებთ რამეს, რომ ეს საქმეები ხვალისთვის გადადოთ. დღეს იგრძნობთ, რა არის ნამდვილი გრძნობა, ნამდვილი ცხოვრება.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
კურო: ნებისმიერ წვრილმანზე ღიზიანდებით. სწორედ რომ წვრილმანზე და თუ გზაზე რამე სერიოზულ პრობლემას გადაეყარეთ, მას მტკიცედ დახვდებით. მცირე უსიამოვნებების შემთხვევაში კი თავსა და გრძნობებს ვერ თოკავთ. აქედან გამომდინარე, დღეს აჯობებს, თუ სერიოზულ საკითხებს დაუთმობთ დროს, თან ისეთებს, რომლებსაც მარტო გაართმევთ თავს.
ტყუპი: თქვენი მომხიბვლელობით დღეს ნებისმიერის გულს დაიპყრობთ, თქვენს პოზიტიურ ემოციებს გარშემომყოფებს გაუზიარებთ. ხართ ენამჭევრი. თუ ვინმესთვის თქვენი პროექტის გაზიარება გსურთ, ახლა ნამდვილად ამის დროა – ნებისმიერთან გამონახავთ საერთო ენას. მართალია, დღეს ყველაფერს აზვიადებთ და ფანტაზიის ელემენტებსაც ურევთ საუბრისას, მაგრამ სწორედ ეს იქნება ჯადოსნური გასაღები ირგვლივ მყოფთა გულების მოსანადირებლად.
კირჩხიბი: მზად ხართ უამრავ მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეს შეეჭიდოთ. განსაკუთრებით მიგიზიდავთ პირადი სივრცის – სახლის, აგარაკის, ავტომობილის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები. მაგრამ ერთი პრობლემაა – როგორც კი ერთი საქმის კეთებას დაიწყებთ, იქვე გაჩნდება მეორე იდეა, შემდეგ მესამე და ა.შ. ასე რომ, დიდია ალბათობა, მთელი დღე იმაზე ბჭობაში გაატაროთ, რომელი ჩანაფიქრის განხორციელება ღირს და რომლის – არა.
ბედნიერების შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
რა გველოდება აგვისტოში: თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ლომი: არცთუ საუკეთესო დღეა სერიოზული საკითხების გადასაწყვეტად. ვარსკვლავების დამსახურებით, დღეს გაგიჭირდებათ ისეთი საქმეების გაკეთება, სადაც ყურადღებაა საჭირო. სამაგიეროდ, თქვენს ფანტაზიას საზღვრები არ ექნება. გაგიჭირდებათ შეწინააღმდეგება სურვილთან, რომ რაღაც ექსტრავაგანტული გააკეთოთ ან უბრალოდ რუტინას ოცნებების ზღაპრულ სამყაროში გაექცეთ. და იქნებ არც ღირს წინააღმდეგობის გაწევა იმასთან, რაც ამდენ დადებით ემოციას განიჭებთ?
ქალწული: დღეს, დიდი ალბათობით, თავს ვერ აარიდებთ ფულთან დაკავშირებულ გაუგებრობებს. შესაძლოა, რაღაც გაურკვევლობა შეიქმნას ბანკში ანგარიშთან დაკავშირებით, ან საყიდლებზე წასულმა ბიუჯეტი ვერ გათვალოთ... ამისთვის მზად უნდა იყოთ, ერთადერთი, რაც ნამდვილად არ უნდა გააკეთოთ, ეს ვითარების დამოუკიდებლად გამოსწორებაა – უარესი იქნება. თუ დალოდება არ შეგიძლიათ, მაშინ თქვენი ფინანსები ვინმეს ანდეთ.
სასწორი: დღეს, შესაძლოა, იდეა მოგივიდეთ, თუ როგორ შეცვალოთ ცხოვრება რადიკალურად. ეს გრანდიოზული გეგმები შეიძლება ეხებოდეს კარიერას, პირად ცხოვრებას ან სხვა სფეროს. მაგრამ თუნდაც ეს ჩანაფიქრი გენიალურად მოგეჩვენოთ, ვარსკვლავები გირჩევენმ მოთოკოთ თქვენი ვნებები, რადგან არის დიდი საშიშროება, რომ სასურველი სინამდვილედ აღიქვათ. აცადეთ თქვენს რევოლუციურ იდეებს „დაღვინება“.
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2018
რა აღიზიანებთ ქალებში ყველაზე მეტად ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცებს
მორიელი: დღეს არ ღირს საქმის გაკეთება, თუ საკუთარ ძალებში ეჭვი გეპარებათ. სამწუხაროდ, ასეთი საქმე მრავლად იქნება. არაა ხელსაყრელი დღე რთული ამოცანების გადასაჭრელად და ახალი პროექტების დასაწყებად. უბრალოდ, ვერ შეძლებთ სწრაფად ცვლად გარემოში ორიენტირებას. სამაგიეროდ, შეგწევთ უნარი, სამყაროს საოცრად პოზიტიურად შეხედოთ და თუნდაც მოქუფრულ ღრუბლებში მზე დაინახოთ.
მშვილდოსანი: ვარსკვლავები გირჩევენ, გაიხსენოთ თქვენი ნახევრად მივიწყებული ოცნებები, ან, შესაძლოა, სიტუაციამ თავად შეგახსენოთ ისინი. ნებისმიერ შემთხვევაში, ნამდვილად ღირს ფანტაზიებში ჩაძირვა, სადაც საზღვრები არაა და ყველაფერია შესაძლებელი. შემოქმედებითი პოტენციალი უმაღლეს საფეხურზეა და რამის შექმნა, მოფიქრება, ოცნებებში ფრენა უდიდეს ბედნიერებას მოგანიჭებთ, რასაც ვერ ვიტყვით მოსაწყენ ყოველდღიურ საქმიანობაზე.
თხის რქა: გეგმების განხორციელების გზაზე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ უკვე ნაცნობ ხაფანგში არ გაებათ. თუნდაც ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდეს, ბოლო მომენტამდე უნდა შეინარჩუნოთ თვითკონტროლი, სხვა შემთხვევაში შეიძლება საქმე ცუდად წავიდეს თქვენი ცუდი განწყობის, რომელიმე პიროვნების მიმართ აუტანლობის ან სხვა მიზეზის გამო. არახელსაყრელი დროა ახალი წამოწყებებისთვის.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2019
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
მერწყული: დღეს დაიკმაყოფილებთ ურთიერთობების ძლიერ წყურვილს. გსურთ თავი გადაირჩინოთ რუტინისგან იქ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს. დღეს ფორტუნა თქვენი სტუმარია. დაგიბრუნდებათ სამართლიანობის, იღბლისა და თქვენი წმინდა პრინციპების რწმენა. სჯობს, იჩქაროთ, სანამ „სტუმარი“ თქვენთანაა. მიხედეთ დაუმთავრებელ სოციალურ თუ პროფესიულ პროგრამას, იფიქრეთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
თევზები: არის რისკი, რომ ვინმემ ან რამემ იმედი გაგიცრუოთ. არაა გამორიცხული, რომ ეს „ვინმე“ თავად თქვენ იყოთ. თქვენი კალაპოტიდან ამოგდება დღეს ნებისმიერ წვრილმანს და სხვისი მხრიდან მცირე კრიტიკასაც შეუძლია. ვარსკვლავები გირჩევენ, გაუფრთხილდეთ ნერვებს და არ ეცადოთ პრობლემების რადიკალურად გადაწყვეტას. გახსოვდეთ, რომ თავის ტკივილის შველა არა გილიოტინა, არამედ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატია.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური