https://sputnik-georgia.com/20210812/irani-ruseTs-urTierTobebis-axal-dones-sTavazobs-252565365.html
მთავარი მეზობელი რუსეთს ურთიერთობების ახალ დონეს სთავაზობს
მთავარი მეზობელი რუსეთს ურთიერთობების ახალ დონეს სთავაზობს
Sputnik საქართველო
აშშ სანქციების დაწესებით იმუქრება თეირანისთვის რუსეთიდან და ჩინეთიდან შეიარაღების მიწოდების აღსაკვეთად. 12.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-12T14:47+0400
2021-08-12T14:47+0400
2023-07-20T15:43+0400
მიმოხილვები
ანალიტიკა
ავტორები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252565329_0:100:2817:1684_1920x0_80_0_0_0678aff6a9717ef7590a5429ccc5ed59.jpg
პიოტრ აკოპოვი„ჩინეთის ან რუსეთისკენ შებრუნება ვერ დაეხმარება [ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს] უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, მით უმეტეს იმ დროს, როცა ისინი ცდილობენ, დაეხმარონ ირანს ჩვეულებრივი შეიარაღების გაზრდაში“, — განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.ეს სიტყვები იმის შეხსენებაა, რაც ხშირად ავიწყდებათ ხოლმე, როდესაც რუსეთის აღმოსავლეთისკენ შეტრიალებაზე ლაპარაკობენ: საუბარია არა მარტო წყნარი ოკეანის რეგიონზე, არამედ მთლიანად აზიაზეც — ისლამური სამყაროს ჩათვლით. და აქ მართლაც საკვანძო პარტნიორი ირანი ხდება — ქვეყანა, რომელთანაც რუსეთის ურთიერთობები მრავალ ასწლეულს ითვლის. და ამ ურთიერთობების მომავალი მნიშვნელოვანია არა მარტო მოსკოვისა და თეირანის, არამედ მსოფლიო წესრიგისთვისაც — ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ირანთან ურთიერთობების განვითარებას — ასე განაცხადა ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის თანამდებობაზე მოსვლის წინ სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა. მორიგი თავაზიანობაა? არა, იმიტომ რომ ამის პასუხად ირანის ახალმა პრეზიდენტმა რუს პოლიტიკოსს უთხრა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების მოცულობას დადებითად, მაგრამ არასაკმარისად აფასებს, და მათი ახალ დონეზე გაყვანა შესთავაზა რუსეთ-ირანს შორის თანამშრომლობის მაქსიმალურად გაფართოებისა და განმტკიცების შესახებ ყოვლისმომცველ დოკუმენტზე ხელის მოწერით. ვოლოდინმა პირობა დადო, რომ რაისის წინადადებას ვლადიმირ პუტინს გადასცემს, რის შემდეგაც შესაბამის შეთანხმებას უახლოეს მომავალში უეჭველად მოეწერება ხელი. იმის გათვალისწინებით, რომ მსგავს შეთანხმებას ირანმა ცოტა ხნის წინ უკვე მიაღწია ჩინეთთან, ერთგვარი სამმაგი ალიანსის კონტურები იკვეთება: მოსკოვი–თეირანი–პეკინი.დიახ, ასეთი კავშირი უკვე დიდი ხანია გამოიკვეთა და მისი აშკარა გამოვლინებებიც იყო. საუბარია არა მარტო იმაზე, რომ რუსეთი და ჩინეთი ირანის ინტერესებს იცავდნენ ბირთვულ გარიგებაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, არამედ სირიის საკითხში საერთო პოზიციაზეც და სამი ქვეყნის ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთებზეც, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარდა ინდოეთის ოკეანეში. თეირანი სულ მალე გახდება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი, რომელიც თავდაპირველად რუსეთ-ჩინეთის ალიანსი იყო, და ახლა ყველა ერთად ძალიან სერიოზულად დაკავდება ავღანეთით. თუმცა სირიისა და ავღანეთის გარდა, სამ ქვეყანას სხვა ბევრი საერთო ინტერესებიც აქვს, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც რეგიონულს სცდება.მაგალითად, სატრანსპორტო დერეფნები — თანაც, როგორც ჩინური პროექტის – „ერთი სარტყელი, ერთი გზის“, ისე ტრანსკასპიური მარშრუტის – „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ფარგლებში, რომელიც სპარსეთის ყურეს (და ინდოეთის ოკეანეს) ევროპასთან აკავშირებს ირანისა და რუსეთისთვის საერთო კასპიის ზღვით. ეს არა მარტო უსერიოზულესი კონკურენტია თურქული სრუტეებისთვის, არამედ გეოპოლიტიკური გამოწვევაცაა, რომელიც ანგლოსაქსების მიერ ქვეყნის იზოლირების ორმოცწლიან მცდელობებს დაუდებს ბოლოს.ირანი სხვადასხვა სანქციების ქვეშ ცხოვრობს პრაქტიკულად მთელი არსებობის განმავლობაში — თანაც საკმაოდ მკაცრი სანქციებისა. დასავლეთი ქვეყნის დემონიზაციას ახდენს, წარმოაჩენს რა მას ხან ტერორიზმის სპონსორად, ხან ისრაელისთვის საფრთხედ, ხან მთელი კაცობრიობის ბირთვულ საფრთხედ, ყველაზე ხშირად კი — ყველა საფრთხედ ერთად. ამასთან ირანმა არაერთხელ განაცხადა პირდაპირ, რომ მას არ აქვს ატომური ბომბის შექმნის გეგმები, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის, ვისაც ამ ქვეყნის განადგურება სურს. იმიტომ რომ მათ ეშინიათ არა მითიური ირანული ბირთვული იარაღისა, არამედ თეირანის რეალური პრეტენზიებისა, მათ შორის, ისლამური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერის როლზე.დიახ, შიიტურ ირანს სურს იყოს მაგალითი და იდეური შთამაგონებელი ყველა მუსლიმისთვის, მაგრამ ვის მოეწონება დასავლეთში დამოუკიდებელი ისლამური ცივილიზაციის მოდელი, რომელიც არ დაუშვებს მისით მანიპულირებას, ღიად უარყოფს გლობალისტების გეგმებს და წინააღმდეგობას გაუწევს გარე ზეწოლას?ირანი მცირეთაგან ერთ-ერთი ნამდვილად სუვერენული ქვეყანაა მსოფლიოში. სწორედ ასეთი ქვეყნები შექმნიან გლობალური უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას. მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია და მის განმავლობაში ირანსა და სხვა სუვერენულ სხელმწიფოებს მოუწევთ წინააღმდეგობა გაუწიონ ზეწოლის ყველა მცდელობას. თანაც ეს ერთად უნდა გააკეთონ. სწორედ ამიტომ განუცხადა რაისიმ ვოლოდინს შემდეგი: „ჩვენ კმაყოფილები ვართ რუსეთის ეკონომიკური პროგრესით და თვითუზრუნველყაფაში მისი წინსვლით. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, განვაგრძოთ ეკონომიკური წინააღმდეგობის პოლიტიკა, რათა განვავითაროთ აშშ-ის და ევროპის მკაცრი სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური შოკებისადმი გამძლეობა“.სწორედ ამიტომაა მოსალოდნელი, რომ ირანი არა მარტო გააღრმავებს ურთიერთქმედებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან, არამედ ყველანაირად განავითარებს ურთიერთობებს რუსეთთანაც. ეს ირანის ხელმძღვანელობის სტრატეგიული არჩევანია, სადაც გადაწყვეტილებას იღებს არა პრეზიდენტი, არამედ უმაღლესი ლიდერი აიათოლა ჰამენეი. თუმცა ჰამენეისა და რაისის ამ საკითხში არანაირი უთანხმოება არ აქვთ, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ 60 წლის იბრაჰიმ რაისი 82 წლის ჰამენეის ყველაზე მოსალოდნელი მემკვიდრეა, მოსკოვში შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ თეირანის კურსის დამოუკიდებლობაში. ზუსტად ისე, როგორც ირანი შეიძლება იყო დარწმუნებული რუსეთის ერთგულებაში სამხრეთ მეზობელთან კავშირების განმტკიცების მიმართ, ვინაიდან ეს ორივე სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20210804/aSS-mzadaa-dabrundes-venaSi-iranTan-konsultaciebze-252499770.html
https://sputnik-georgia.com/20210802/ruseTs-aSfoTebs-iranSi-gamdidrebuli-uranis-maragebis-zrda-252482816.html
https://sputnik-georgia.com/20210811/ruseTisa-da-CineTis-urTierTobebis-mimoxilva-252558902.html
https://sputnik-georgia.com/20210707/evrosameuli-iranis-gadawyvetilebam-SeaSina-252238053.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252565329_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_6c1a797e7847122ab2202f53927438fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიმოხილვები, ანალიტიკა, ავტორები, მსოფლიოს ახალი ამბები
მიმოხილვები, ანალიტიკა, ავტორები, მსოფლიოს ახალი ამბები
მთავარი მეზობელი რუსეთს ურთიერთობების ახალ დონეს სთავაზობს
14:47 12.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) აშშ სანქციების დაწესებით იმუქრება თეირანისთვის რუსეთიდან და ჩინეთიდან შეიარაღების მიწოდების აღსაკვეთად.
„ჩინეთის ან რუსეთისკენ შებრუნება ვერ დაეხმარება [ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს] უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, მით უმეტეს იმ დროს, როცა ისინი ცდილობენ, დაეხმარონ ირანს ჩვეულებრივი შეიარაღების გაზრდაში“, — განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
ეს სიტყვები იმის შეხსენებაა, რაც ხშირად ავიწყდებათ ხოლმე, როდესაც რუსეთის აღმოსავლეთისკენ შეტრიალებაზე ლაპარაკობენ: საუბარია არა მარტო წყნარი ოკეანის რეგიონზე, არამედ მთლიანად აზიაზეც — ისლამური სამყაროს ჩათვლით. და აქ მართლაც საკვანძო პარტნიორი ირანი ხდება — ქვეყანა, რომელთანაც რუსეთის ურთიერთობები მრავალ ასწლეულს ითვლის. და ამ ურთიერთობების მომავალი მნიშვნელოვანია არა მარტო მოსკოვისა და თეირანის, არამედ მსოფლიო წესრიგისთვისაც — ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.
რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ირანთან ურთიერთობების განვითარებას — ასე განაცხადა ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის თანამდებობაზე მოსვლის წინ სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა. მორიგი თავაზიანობაა? არა, იმიტომ რომ ამის პასუხად ირანის ახალმა პრეზიდენტმა რუს პოლიტიკოსს უთხრა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების მოცულობას დადებითად, მაგრამ არასაკმარისად აფასებს, და მათი ახალ დონეზე გაყვანა შესთავაზა რუსეთ-ირანს შორის თანამშრომლობის მაქსიმალურად გაფართოებისა და განმტკიცების შესახებ ყოვლისმომცველ დოკუმენტზე ხელის მოწერით. ვოლოდინმა პირობა დადო, რომ რაისის წინადადებას ვლადიმირ პუტინს გადასცემს, რის შემდეგაც შესაბამის შეთანხმებას უახლოეს მომავალში უეჭველად მოეწერება ხელი. იმის გათვალისწინებით, რომ მსგავს შეთანხმებას ირანმა ცოტა ხნის წინ უკვე მიაღწია ჩინეთთან, ერთგვარი სამმაგი ალიანსის კონტურები იკვეთება: მოსკოვი–თეირანი–პეკინი.
დიახ, ასეთი კავშირი უკვე დიდი ხანია გამოიკვეთა და მისი აშკარა გამოვლინებებიც იყო. საუბარია არა მარტო იმაზე, რომ რუსეთი და ჩინეთი ირანის ინტერესებს იცავდნენ ბირთვულ გარიგებაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, არამედ სირიის საკითხში საერთო პოზიციაზეც და სამი ქვეყნის ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთებზეც, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარდა ინდოეთის ოკეანეში. თეირანი სულ მალე გახდება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი, რომელიც თავდაპირველად რუსეთ-ჩინეთის ალიანსი იყო, და ახლა ყველა ერთად ძალიან სერიოზულად დაკავდება ავღანეთით. თუმცა სირიისა და ავღანეთის გარდა, სამ ქვეყანას სხვა ბევრი საერთო ინტერესებიც აქვს, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც რეგიონულს სცდება.
მაგალითად, სატრანსპორტო დერეფნები — თანაც, როგორც ჩინური პროექტის – „ერთი სარტყელი, ერთი გზის“, ისე ტრანსკასპიური მარშრუტის – „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ფარგლებში, რომელიც სპარსეთის ყურეს (და ინდოეთის ოკეანეს) ევროპასთან აკავშირებს ირანისა და რუსეთისთვის საერთო კასპიის ზღვით. ეს არა მარტო უსერიოზულესი კონკურენტია თურქული სრუტეებისთვის, არამედ გეოპოლიტიკური გამოწვევაცაა, რომელიც ანგლოსაქსების მიერ ქვეყნის იზოლირების ორმოცწლიან მცდელობებს დაუდებს ბოლოს.
ირანი სხვადასხვა სანქციების ქვეშ ცხოვრობს პრაქტიკულად მთელი არსებობის განმავლობაში — თანაც საკმაოდ მკაცრი სანქციებისა. დასავლეთი ქვეყნის დემონიზაციას ახდენს, წარმოაჩენს რა მას ხან ტერორიზმის სპონსორად, ხან ისრაელისთვის საფრთხედ, ხან მთელი კაცობრიობის ბირთვულ საფრთხედ, ყველაზე ხშირად კი — ყველა საფრთხედ ერთად. ამასთან ირანმა არაერთხელ განაცხადა პირდაპირ, რომ მას არ აქვს ატომური ბომბის შექმნის გეგმები, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის, ვისაც ამ ქვეყნის განადგურება სურს. იმიტომ რომ მათ ეშინიათ არა მითიური ირანული ბირთვული იარაღისა, არამედ თეირანის რეალური პრეტენზიებისა, მათ შორის, ისლამური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერის როლზე.
დიახ, შიიტურ ირანს სურს იყოს მაგალითი და იდეური შთამაგონებელი ყველა მუსლიმისთვის, მაგრამ ვის მოეწონება დასავლეთში დამოუკიდებელი ისლამური ცივილიზაციის მოდელი, რომელიც არ დაუშვებს მისით მანიპულირებას, ღიად უარყოფს გლობალისტების გეგმებს და წინააღმდეგობას გაუწევს გარე ზეწოლას?
ირანი მცირეთაგან ერთ-ერთი ნამდვილად სუვერენული ქვეყანაა მსოფლიოში. სწორედ ასეთი ქვეყნები შექმნიან გლობალური უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას. მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია და მის განმავლობაში ირანსა და სხვა სუვერენულ სხელმწიფოებს მოუწევთ წინააღმდეგობა გაუწიონ ზეწოლის ყველა მცდელობას. თანაც ეს ერთად უნდა გააკეთონ. სწორედ ამიტომ განუცხადა რაისიმ ვოლოდინს შემდეგი:
„ჩვენ კმაყოფილები ვართ რუსეთის ეკონომიკური პროგრესით და თვითუზრუნველყაფაში მისი წინსვლით. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, განვაგრძოთ ეკონომიკური წინააღმდეგობის პოლიტიკა, რათა განვავითაროთ აშშ-ის და ევროპის მკაცრი სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური შოკებისადმი გამძლეობა“.
სწორედ ამიტომაა მოსალოდნელი, რომ ირანი არა მარტო გააღრმავებს ურთიერთქმედებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან, არამედ ყველანაირად განავითარებს ურთიერთობებს რუსეთთანაც. ეს ირანის ხელმძღვანელობის სტრატეგიული არჩევანია, სადაც გადაწყვეტილებას იღებს არა პრეზიდენტი, არამედ უმაღლესი ლიდერი აიათოლა ჰამენეი. თუმცა ჰამენეისა და რაისის ამ საკითხში არანაირი უთანხმოება არ აქვთ, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ 60 წლის იბრაჰიმ რაისი 82 წლის ჰამენეის ყველაზე მოსალოდნელი მემკვიდრეა, მოსკოვში შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ თეირანის კურსის დამოუკიდებლობაში. ზუსტად ისე, როგორც ირანი შეიძლება იყო დარწმუნებული რუსეთის ერთგულებაში სამხრეთ მეზობელთან კავშირების განმტკიცების მიმართ, ვინაიდან ეს ორივე სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს