https://sputnik-georgia.com/20210804/aSS-mzadaa-dabrundes-venaSi-iranTan-konsultaciebze-252499770.html
აშშ მზადაა დაუბრუნდეს ირანთან კონსულტაციებს ვენაში: დასახელდა პირობა
აშშ მზადაა დაუბრუნდეს ირანთან კონსულტაციებს ვენაში: დასახელდა პირობა
Sputnik საქართველო
ვენაში აპრილიდან მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ირანსა და საერთაშორისო „ხუთეულს“ შორის, რომლის დასრულების იმედი მათ მაისის ბოლოსთვის ჰქონდათ. 04.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-04T10:10+0400
2021-08-04T10:10+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250698836_0:120:3217:1929_1920x0_80_0_0_a0f7c97ba8ec1905e7d15d56bf20709f.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის დელეგაცია მზადაა დაუბრუნდეს ვენაში ირანთან არაპირდაპირ კონსულტაციებს ბირთვული პროგრამის მოქმედებათა ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის (ბირთვული გარიგება) თაობაზე ერთი პირობით, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე.პრაისის თქმით, „პოტენციური მეშვიდე რაუნდის“ ჩატარების თარიღი შემდგომში გამოცხადდება.ამასთან მან დააზუსტა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს თეირანთან პატიმრების გაცვლის საკითხის განხილვას, ვინაიდან „უსამართლოდ დაკავებული ამერიკელების გათავისუფლება“ მათთვის აბსოლუტური პრიორიტეტია.„ჩვენ არ შევწყვეტთ მათი გათავისუფლების საკითხზე მუშაობას მანამ, სანამ ისინი თავიანთ ოჯახებს არ დაუბრუნდებიან“, — აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა.„წინააღმდეგობა გაუწიეთ დასავლეთს“: აიათოლამ მსოფლიო მუსლიმებს მიმართა>>ვენაში მიმდინარე წლის აპრილიდან მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ირანსა და საერთაშორისო „ხუთეულს“ შორის (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია) ირანის ბირთვული შეთანხმების პირვანდელი სახით აღდგენის თაობაზე. ეს ითვალისწინებს: აშშ-ის სანქციების მოხსნას ირანისთვის, თეირანის მიერ ბირთვული ვალდებულებების შესრულებას, აშშ-ის შეთანხმებაში დაბრუნებას. გარიგების მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლები ასევე ცალკე კონსულტაციებს მართავენ ამერიკის დელეგაციასთან — ირანის გარეშე.
https://sputnik-georgia.com/20210802/ruseTs-aSfoTebs-iranSi-gamdidrebuli-uranis-maragebis-zrda-252482816.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250698836_242:0:2973:2048_1920x0_80_0_0_69f43d0ee2e5d2c07392d1d36dbb5aae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ მზადაა დაუბრუნდეს ირანთან კონსულტაციებს ვენაში: დასახელდა პირობა
10:10 04.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ვენაში აპრილიდან მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ირანსა და საერთაშორისო „ხუთეულს“ შორის, რომლის დასრულების იმედი მათ მაისის ბოლოსთვის ჰქონდათ.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის დელეგაცია მზადაა დაუბრუნდეს ვენაში ირანთან არაპირდაპირ კონსულტაციებს ბირთვული პროგრამის მოქმედებათა ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის (ბირთვული გარიგება) თაობაზე ერთი პირობით,
განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე.
„ჩვენ მზად ვართ დავბრუნდეთ ვენაში, რათა განვაახლოთ ეს არაპირდაპირი მოლაპარაკებები ბირთვული გარიგების პირობების ორმხრივი დაცვის შესახებ. <...> უკიდურესად ნათელია, რომ ირანის ოფიციალურმა პირებმა და მთავრობამ, თავიანთი სისტემის ფარგლებში, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმ კურსის შესახებ, რომლის გატარებაც სურთ [ვენაში ბირთვულ გარიგებასთან დაკავშირებით]“, — აღნიშნა დიპლომატმა.
პრაისის თქმით, „პოტენციური მეშვიდე რაუნდის“ ჩატარების თარიღი შემდგომში გამოცხადდება.
ამასთან მან დააზუსტა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს თეირანთან პატიმრების გაცვლის საკითხის განხილვას, ვინაიდან „უსამართლოდ დაკავებული ამერიკელების გათავისუფლება“ მათთვის აბსოლუტური პრიორიტეტია.
„ჩვენ არ შევწყვეტთ მათი გათავისუფლების საკითხზე მუშაობას მანამ, სანამ ისინი თავიანთ ოჯახებს არ დაუბრუნდებიან“, — აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა.
ვენაში მიმდინარე წლის აპრილიდან მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ირანსა და საერთაშორისო „ხუთეულს“ შორის (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია) ირანის ბირთვული შეთანხმების პირვანდელი სახით აღდგენის თაობაზე. ეს ითვალისწინებს: აშშ-ის სანქციების მოხსნას ირანისთვის, თეირანის მიერ ბირთვული ვალდებულებების შესრულებას, აშშ-ის შეთანხმებაში დაბრუნებას. გარიგების მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლები ასევე ცალკე კონსულტაციებს მართავენ ამერიკის დელეგაციასთან — ირანის გარეშე.