08:02 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (599)
9910

ირანის სულიერმა ლიდერმა ჰაჯის დაწყებასთან დაკავშირებით მსოფლიოს მუსლიმებს მიმართა და მოუწოდა, „თავად ააგონ საკუთარი მომავალი“.

თბილისი, 19 ივლისი − Sputnik. მუსლიმურმა ქვეყნებმა დამოუკიდებლად უნდა ააგონ საკუთარი მომავალი და წინააღმდეგობა გაუწიონ მათ საქმეებში დასავლეთის ჩარევას, განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ მსოფლიო მუსლიმებისადმი მიმართვაში.

ნაწყვეტები აიათოლას მიმართვიდან ალი ჰამანეის Twitter-ზეა გამოქვეყნებული.

„ჩვენ, ისლამის მიმდევრებმა, რომლებიც ვფლობთ მოსახლეობის დიდ რაოდენობას, ვრცელ ტერიტორიებსა და ურიცხვ ბუნებრივ სიმდიდრეს, საკუთარი მომავალი ჩვენივე აქტივებისა და რესურსების დახმარებით უნდა ავაშენოთ. ამასთან წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ აგრესიას, ჩარევასა და ბოროტებას, რომელთა წყარო დასავლეთის სახელმწიფოები არიან“, − განაცხადა აიათოლამ.

როგორც ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, მუსლიმურ ქვეყნებს ბოლო 150 წლის განმავლობაში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არანაირი როლი არ შეუსრულებით თვითგამორკვევაში. მისი თქმით, ზოგმა მუსლიმურმა ქვეყანამ, ექვემდებარებოდნენ რა დასავლეთის „სიხარბეს, ჩარევას და ბოროტებას“, „პასიურობა და არაკომპეტენტურობა გამოიჩინეს“, რასაც შედეგად მათი „ჩამორჩენილობა და დამოკიდებულება მოჰყვა“.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (599)

მთავარი თემები