https://sputnik-georgia.com/20210811/saqarTveloSi-ivermeqtinis-klinikuri-kvleva-SeiZleba-daiwyos-252556223.html
საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის შეიძლება „ივერმექტინის“ კლინიკური კვლევა დაიწყოს
საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის შეიძლება „ივერმექტინის“ კლინიკური კვლევა დაიწყოს
Sputnik საქართველო
საუბარია პრეპარატ „ივერმექტინის“ გამოცდაზე, რომელსაც COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოხატული ანტივირუსული აქტივობა აქვს და ყველაზე პერსპექტიულ პრეპარატად... 11.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-11T12:56+0400
2021-08-11T12:56+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/11/252045398_0:282:3049:2007_1920x0_80_0_0_46c852e5e00316e5c8e456ec8365e453.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ქართველი სპეციალისტები კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობისთვის პრეპარატ „ივერმექტინის“ გამოყენების თაობაზე კლინიკური კვლევების დაწყების შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ Facebook-გვერდზე დაწერა.ცერცვაძის თქმით, ამ პრეპარატს აშშ-ის პროდუქტებისა და წამლების კონტროლის სამმართველოს (FDA) ან ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ოფიციალური რეკომენდაცია ჯერჯერობით არ გააჩნია.საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა კლინიკურ ჯგუფთან, რომელზეც განიხილეს „ივერმექტინის“ კლინიკური კვლევის ჩატარების შესაძლებლობა კორონავირუსით დაავადებულებში. საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. ცერცვაძის თქმით, პანდემიის დაწყების დღიდან არ წყდება მედიკოსებისა და მეცნიერების მცდელობა, იპოვონ მედიკამენტი, რომელიც კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დროს ეფექტური იქნება. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს სხვადასხვა მედიკამენტის, მათ შორის, ანტივირუსული მედიკამენტების დიდი თუ პატარა კვლევები. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატი, რომელზეც ბოლო დროს აქტიურად მსჯელობენ სამედიცინო წრეებში, „ივერმექტინია“.„ივერმექტინი არ არის ახალი მედიკამენტი. იგი არის ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ვეტერინარიაში, თუმცა მთელ რიგ ქვეყნებში ნებადართულია მისი გამოყენება ადამიანებზეც რიგი პარაზიტული დაავადებების დროს. შესწავლილია აგრეთვე ივერმექტინის ეფექტიანობა დენგეს ცხელების დროს, მაგრამ დადებითი შედეგი ვერ იქნა მიღებული“, – განაცხადა ცერცვაძემ.COVID-თან დაკავშირებულ კვლევებში ნათქვამია, რომ „ივერმექტინს“ აქვს გამოხატული ანტივირუსული აქტივობა SARS-COV-2-ის წინააღმდეგ in vitro, რაც მას იმედისმომცემ მედიკამენტად წარმოაჩენს, აღნიშნავს ცერცვაძე. „ივერმექტინი“ გამოიყენეს ინდოეთში ცოტა ხნის წინ, როდესაც დიდი ეპიდემიოლოგიური აფეთქება იყო. ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების კლინიკური კვლევის შედეგებით, „ივერმექტინის“ გამოყენებამ საშუალო და მძიმე ავადმყოფებში 56%-ით შეამცირა სიკვდილიანობა, ასევე ის ამცირებდა ანთებით პროცესს და მალე წმენდდა ორგანიზმს ვირუსისგან.ჯანმო ამ პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციას მხოლოდ კლინიკური კვლევების ფარგლებში იძლევა.„ივერმექტინი“ გამოიყენება ონხოცერკოზის, სტრონგილოიდოზის, სხვა გელმინტოზებისა (პარაზიტული დაავადებები) და სხვა დაავადებების დროს.
https://sputnik-georgia.com/20210811/UNICEF-da-ganaTlebis-saministro-pedagogebis-organizebul-vaqcinacias-uzrunvelyofen-252554856.html
https://sputnik-georgia.com/20210810/cercvaZe-quCaSi-mosiarule-inficirebulebze-kategoriulad-vTxov-mTavrobas-gaakontrolos-isini-252553281.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/11/252045398_0:130:3049:2047_1920x0_80_0_0_19f812cdc0918c4e22d7f7ecfc75fc6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის შეიძლება „ივერმექტინის“ კლინიკური კვლევა დაიწყოს
12:56 11.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საუბარია პრეპარატ „ივერმექტინის“ გამოცდაზე, რომელსაც COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოხატული ანტივირუსული აქტივობა აქვს და ყველაზე პერსპექტიულ პრეპარატად მიიჩნევა.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ქართველი სპეციალისტები კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობისთვის პრეპარატ „ივერმექტინის“ გამოყენების თაობაზე კლინიკური კვლევების დაწყების შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ
Facebook-გვერდზე დაწერა.
ცერცვაძის თქმით, ამ პრეპარატს აშშ-ის პროდუქტებისა და წამლების კონტროლის სამმართველოს (FDA) ან ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ოფიციალური რეკომენდაცია ჯერჯერობით არ გააჩნია.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა კლინიკურ ჯგუფთან, რომელზეც განიხილეს „ივერმექტინის“ კლინიკური კვლევის ჩატარების შესაძლებლობა კორონავირუსით დაავადებულებში. საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. ცერცვაძის თქმით, პანდემიის დაწყების დღიდან არ წყდება მედიკოსებისა და მეცნიერების მცდელობა, იპოვონ მედიკამენტი, რომელიც კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დროს ეფექტური იქნება. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს სხვადასხვა მედიკამენტის, მათ შორის, ანტივირუსული მედიკამენტების დიდი თუ პატარა კვლევები. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატი, რომელზეც ბოლო დროს აქტიურად მსჯელობენ სამედიცინო წრეებში, „ივერმექტინია“.
„ივერმექტინი არ არის ახალი მედიკამენტი. იგი არის ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ვეტერინარიაში, თუმცა მთელ რიგ ქვეყნებში ნებადართულია მისი გამოყენება ადამიანებზეც რიგი პარაზიტული დაავადებების დროს. შესწავლილია აგრეთვე ივერმექტინის ეფექტიანობა დენგეს ცხელების დროს, მაგრამ დადებითი შედეგი ვერ იქნა მიღებული“, – განაცხადა ცერცვაძემ.
COVID-თან დაკავშირებულ კვლევებში ნათქვამია, რომ „ივერმექტინს“ აქვს გამოხატული ანტივირუსული აქტივობა SARS-COV-2-ის წინააღმდეგ in vitro, რაც მას იმედისმომცემ მედიკამენტად წარმოაჩენს, აღნიშნავს ცერცვაძე. „ივერმექტინი“ გამოიყენეს ინდოეთში ცოტა ხნის წინ, როდესაც დიდი ეპიდემიოლოგიური აფეთქება იყო. ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების კლინიკური კვლევის შედეგებით, „ივერმექტინის“ გამოყენებამ საშუალო და მძიმე ავადმყოფებში 56%-ით შეამცირა სიკვდილიანობა, ასევე ის ამცირებდა ანთებით პროცესს და მალე წმენდდა ორგანიზმს ვირუსისგან.
ჯანმო ამ პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციას მხოლოდ კლინიკური კვლევების ფარგლებში იძლევა.
„ივერმექტინი“ გამოიყენება ონხოცერკოზის, სტრონგილოიდოზის, სხვა გელმინტოზებისა (პარაზიტული დაავადებები) და სხვა დაავადებების დროს.