https://sputnik-georgia.com/20210811/prokuratura-moZraoba-sircxvilias-ofisze-Tavdasxmis-faqti-ar-gamoikveTa-252560646.html
პროკურატურა: 5 ივლისს მოძრაობა „სირცხვილიას" ოფისზე თავდასხმის ფაქტი არ გამოიკვეთა
პროკურატურა: 5 ივლისს მოძრაობა „სირცხვილიას" ოფისზე თავდასხმის ფაქტი არ გამოიკვეთა
Sputnik საქართველო
მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები დაზარალებულად ცნობას სწორედ 5 ივლისს განვითარებული პროცესების გამო ითხოვდნენ, როდესაც ძალადობრივი დაჯგუფების წევრები მათ ოფისში... 11.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-11T21:04+0400
2021-08-11T21:04+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. მოძრაობა „სირცხვილიას" ოფისზე თავდასხმა, ოფისში შეჭრა, ქონების განადგურება და დაზიანება, ორგანიზაციის წევრების მიმართ რაიმე სახის ძალადობა ან სხვა დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.5 ივლისს ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ჟურნალისტებზე იძალადეს, ასევე სცადეს „თბილისი პრაიდისა“ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისების დარბევა.პროკურატურის განმარტებით, რადგან არ გამოიკვეთა ოფისზე თავდასხმის ფაქტები, შესაბამისად, დანაშაულებრივი ქმედებების ადრესატები „სირცხვილიას“ წევრები არ ყოფილან, ამიტომ ბრალდების მხარის მიერ არ დაკმაყოფილდა მოძრაობის წევრების მოთხოვნა და მათ უარი ეთქვათ დაზარალებულად ცნობაზე.პროკურატურის განცხადებით, „სირცხვილიას“ წევრები ითხოვდნენ დაზარალებულად ცნობას მხოლოდ იმიტომ, რომ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის შედეგად მიიღეს მორალური ზიანი, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ყოფილან მოძალადეებთან შემხებლობაში.უწყების მტკიცებით, მოძალადე ჯგუფის წევრების მხრიდან მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისის სადარბაზოში ადგილი ჰქონდა ზოგადი მუქარის შემცველი ფრაზების და უცენზურო სიტყვების წარმოთქმას, თუმცა არც ერთ მათგანთან ძალადობრივი ჯგუფის წევრებს შეხება არ ჰქონიათ და არ უძალადიათ, ასევე არც ერთი პირის მიმართ ადგილი არ ჰქონია მუქარას.როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე გრძელდება გამოძიება და გამოძიების პროცესში, კანონით დადგენილი სტანდარტით, კონკრეტულ პირთა დაზარალებულად ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში და, მათ შორის, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრთა მხრიდან მათ მიმართ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების საგამოძიებო ორგანოსთვის წარდგენის შემთხვევაში უწყება საკითხს მათი დაზარალებულად ცნობის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ხელახლა განიხილავს.პროკურატურის მონაცემებით, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ ბრალი ამ დროისათვის სულ 31 პირს წარუდგინა. საქმეზე დაზარალებულად ამ ეტაპზე ცნობილია 56 პირი, მათ შორის 45 ჟურნალისტი და ოპერატორი.
https://sputnik-georgia.com/20210808/zurabiSvili-5-ivlisis-movlenebis-aRkveTa-SesaZlebeli-iyo-252531973.html
https://sputnik-georgia.com/20210729/komunikaciebis-komisiam-alt-info-samarTaldamrRvevad-cno-252458288.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
პროკურატურა: 5 ივლისს მოძრაობა „სირცხვილიას" ოფისზე თავდასხმის ფაქტი არ გამოიკვეთა
21:04 11.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები დაზარალებულად ცნობას სწორედ 5 ივლისს განვითარებული პროცესების გამო ითხოვდნენ, როდესაც ძალადობრივი დაჯგუფების წევრები მათ ოფისში კარის შემტვრევასა და შეღწევას ცდილობდნენ.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. მოძრაობა „სირცხვილიას" ოფისზე თავდასხმა, ოფისში შეჭრა, ქონების განადგურება და დაზიანება, ორგანიზაციის წევრების მიმართ რაიმე სახის ძალადობა ან სხვა დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
5 ივლისს ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ჟურნალისტებზე იძალადეს, ასევე სცადეს „თბილისი პრაიდისა“ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისების დარბევა.
პროკურატურის განმარტებით, რადგან არ გამოიკვეთა ოფისზე თავდასხმის ფაქტები, შესაბამისად, დანაშაულებრივი ქმედებების ადრესატები „სირცხვილიას“ წევრები არ ყოფილან, ამიტომ ბრალდების მხარის მიერ არ დაკმაყოფილდა მოძრაობის წევრების მოთხოვნა და მათ უარი ეთქვათ დაზარალებულად ცნობაზე.
პროკურატურის განცხადებით, „სირცხვილიას“ წევრები ითხოვდნენ დაზარალებულად ცნობას მხოლოდ იმიტომ, რომ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის შედეგად მიიღეს მორალური ზიანი, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ყოფილან მოძალადეებთან შემხებლობაში.
უწყების მტკიცებით, მოძალადე ჯგუფის წევრების მხრიდან მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისის სადარბაზოში ადგილი ჰქონდა ზოგადი მუქარის შემცველი ფრაზების და უცენზურო სიტყვების წარმოთქმას, თუმცა არც ერთ მათგანთან ძალადობრივი ჯგუფის წევრებს შეხება არ ჰქონიათ და არ უძალადიათ, ასევე არც ერთი პირის მიმართ ადგილი არ ჰქონია მუქარას.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე გრძელდება გამოძიება და გამოძიების პროცესში, კანონით დადგენილი სტანდარტით, კონკრეტულ პირთა დაზარალებულად ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში და, მათ შორის, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრთა მხრიდან მათ მიმართ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების საგამოძიებო ორგანოსთვის წარდგენის შემთხვევაში უწყება საკითხს მათი დაზარალებულად ცნობის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ხელახლა განიხილავს.
პროკურატურის მონაცემებით, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ ბრალი ამ დროისათვის სულ 31 პირს წარუდგინა. საქმეზე დაზარალებულად ამ ეტაპზე ცნობილია 56 პირი, მათ შორის 45 ჟურნალისტი და ოპერატორი.