https://sputnik-georgia.com/20210729/komunikaciebis-komisiam-alt-info-samarTaldamrRvevad-cno-252458288.html
კომუნიკაციების კომისიამ „ალტ-ინფო“ სამართალდამრღვევად ცნო
კომუნიკაციების კომისიამ „ალტ-ინფო“ სამართალდამრღვევად ცნო
Sputnik საქართველო
დარღვევის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რათა საზოგადოებამ და მედიამ სწორად გაითავისოს კანონის პრინციპები და მოხდეს მისი აღსრულება, აცადებენ... 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T19:56+0400
2021-07-29T19:56+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252358052_0:278:2305:1580_1920x0_80_0_0_b73464b9d9b8e456832921d03cf39e0c.jpg
თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საინფორმაციო პლატფორმა „ალტ-ინფო“ ეთერში გასული უხამსი შინაარსის შემცველი გადაცემების გამო სამართალდამრღვევად ცნო.კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება 5, 6, 7 და 12 ივლისს „ალტ-ინფოს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ გადაცემებს „ალტ-ინტერვიუ“ და „ალტ-ანალიტიკა“. კომისიის ცნობით, აღნიშნულ გადაცემებში გამოყენებული იყო უცენზურო ლექსიკა და ხდებოდა უხამსობის ტირაჟირება როგორც წამყვანების, ისე მიწვეული სტუმრების მხრიდან, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკის ნორმებს.„გამომდინარე იქიდან, რომ უხამსობის შემცველი გამონათქვამები განთავსდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში, დაირღვა იმ აუდიტორიის უფლებები, ვისთვისაც მიუღებელი და განსაკუთრებით შემაწუხებელია უხამსობის შემცველი გადაცემის ნახვა და მოსმენა“, - წერია ინფორმაციაში.როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, კანონმდებლობის მიხედვით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში უხამსობის განთავსება ეწინააღმდეგება მაუწყებლის სრულწლოვანი და არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებს.კომისიაში ასევე აცხადებენ, რომ მათ მიზანს წარმოადგენს სტანდარტების დადგენა და არა მათი სანქცირება.„დარღვევის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რათა საზოგადოებამ და მედიამ სწორად გაითავისოს კანონის პრინციპები და მოხდეს მისი აღსრულება“, - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.თბილისში 16 ივლისს პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდგეები, მათ შორის „ალტ-ინფოს“ წევრები. მათ დაუსვეს კითხვები თბილისში 5–6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც მასმედიის 53 წარმომადგენელი სცემეს, დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების „თბილისი პრაიდისა“ და „სირცხვილიას“ ოფისები.გამოკითხვამდე ლგბტ–თემის წინააღმდეგ კონტრაქციის ორგანიზატორების სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს. კონტრაქციის ორგანიზატორები არ დაუკავებიათ.აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის შემდეგ ათასობით ჟურნალისტი გამოვიდა ქუჩაში და მთავრობის გადადგომასთან ერთად არეულობების ორგანიზატორების დასჯა მოითხოვა.
https://sputnik-georgia.com/20210716/lgbt-Temis-mowinaaRmdegeebi-dakavebas-ar-gamoricxaven-252344231.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252358052_0:205:2305:1653_1920x0_80_0_0_bbc2261dfe538a03fb31f7e4ccf26954.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კომუნიკაციების კომისიამ „ალტ-ინფო“ სამართალდამრღვევად ცნო
19:56 29.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) დარღვევის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რათა საზოგადოებამ და მედიამ სწორად გაითავისოს კანონის პრინციპები და მოხდეს მისი აღსრულება, აცადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საინფორმაციო პლატფორმა „ალტ-ინფო“ ეთერში გასული უხამსი შინაარსის შემცველი გადაცემების გამო სამართალდამრღვევად ცნო.
კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება 5, 6, 7 და 12 ივლისს „ალტ-ინფოს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ გადაცემებს „ალტ-ინტერვიუ“ და „ალტ-ანალიტიკა“. კომისიის ცნობით, აღნიშნულ გადაცემებში გამოყენებული იყო უცენზურო ლექსიკა და ხდებოდა უხამსობის ტირაჟირება როგორც წამყვანების, ისე მიწვეული სტუმრების მხრიდან, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკის ნორმებს.
„გამომდინარე იქიდან, რომ უხამსობის შემცველი გამონათქვამები განთავსდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში, დაირღვა იმ აუდიტორიის უფლებები, ვისთვისაც მიუღებელი და განსაკუთრებით შემაწუხებელია უხამსობის შემცველი გადაცემის ნახვა და მოსმენა“, -
წერია ინფორმაციაში.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, კანონმდებლობის მიხედვით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში უხამსობის განთავსება ეწინააღმდეგება მაუწყებლის სრულწლოვანი და არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებს.
კომისიაში ასევე აცხადებენ, რომ მათ მიზანს წარმოადგენს სტანდარტების დადგენა და არა მათი სანქცირება.
„დარღვევის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რათა საზოგადოებამ და მედიამ სწორად გაითავისოს კანონის პრინციპები და მოხდეს მისი აღსრულება“, - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
თბილისში 16 ივლისს პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდგეები, მათ შორის „ალტ-ინფოს“ წევრები. მათ დაუსვეს კითხვები თბილისში 5–6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც მასმედიის 53 წარმომადგენელი სცემეს, დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების „თბილისი პრაიდისა“ და „სირცხვილიას“ ოფისები.
გამოკითხვამდე ლგბტ–თემის წინააღმდეგ კონტრაქციის ორგანიზატორების სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს. კონტრაქციის ორგანიზატორები არ დაუკავებიათ.
აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის შემდეგ ათასობით ჟურნალისტი გამოვიდა ქუჩაში და მთავრობის გადადგომასთან ერთად არეულობების ორგანიზატორების დასჯა მოითხოვა.