ივლისში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა

ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, უცხოელი ტურისტებისთვის საქართველო ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყნად რჩება.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ივლისში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 435%-ით გაიზარდა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. 
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
რომელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ აუცრელი ტურისტები – საქართველომ ქვეყნების სია გააფართოვა
ივლისში საქართველოში 259,6 ათასი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, აქედან 176,3 ათასი ტურისტული იყო. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 403,7%-ით გაიზარდა.
2021 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში ვიზიტების რაოდენობამ 745,7 ათასი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 50,1%-ით ნაკლებია.
როგორ შემოდიან ტურისტები საქართველოში
წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და ისრაელიდან განხორციელდა. საქართველოში ყველაზე მეტი უცხოელი სახმელეთო და საჰაერო გზით შემოდის. 
ტურისტული საინფოემაციო ცენტრი აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
აჭარაში ცხრა საინფორმაციო ცენტრი მუშაობს: რა სერვისებს სთავაზობენ ტურისტებს
ივლისში ქვეყანაში ტურისტების ძირითადი ნაწილი საჰაერო გზით, ძირითადად თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით შემოვიდა, აღნიშნულ აეროპორტებზე მოდის ტურისტების თითქმის ნახევარი.
მეორე ადგილზეა სახმელეთო გზა. ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, მეორე ადგილზე კი „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტია.
რას აკეთებს საქართველო ტურიზმისთვის
კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც ამ დარგის აღდგენა ქვეყნის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია.
იმისთვის, რომ ეკონომიკა აღდგეს და ტურისტები ქვეყანაში დაბრუნდნენ, საქართველომ კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმება და საზღვრების გახსნა დაიწყო.
1 თებერვლიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა აღდგა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მაისში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 65%-ით აღდგა. 1 ივნისიდან კი საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური