https://sputnik-georgia.com/20210729/aWaraSi-cxra-sainformacio-cebtri-muSaobs-ra-servisebs-sTavazoben-turistebs-252458742.html
აჭარაში ცხრა საინფორმაციო ცენტრი მუშაობს: რა სერვისებს სთავაზობენ ტურისტებს
აჭარაში ცხრა საინფორმაციო ცენტრი მუშაობს: რა სერვისებს სთავაზობენ ტურისტებს
Sputnik საქართველო
რეგიონში მყოფ ვიზიტორებს მოგზაურობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის მეშვეობით შეუძლიათ. 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T21:15+0400
2021-07-29T21:15+0400
2021-08-28T14:32+0400
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23464/52/234645280_0:239:5999:3632_1920x0_80_0_0_f04db8a53c7eedeacec9d09e6537eb42.jpg
თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. აჭარაში ჩამოსულ საერთაშორისო ვიზიტორებს ცხრა ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ემსახურება, ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნა. მუშაობა განაახლეს აგრეთვე პანდემიის გამო შეჩერებულმა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა.დეპარტამენტის ცნობით, საინფორმაციო ცენტრები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მათ შორის ბათუმსა და ქობულეთში.საინფორმაციო ცენტრები მოგზაურებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს - უფასო რუკები, ტურისტული გზამკვლევები, მარშრუტები, ტურები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით, სუვენირები, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ფასდაკლების ბარათი Batumi Discount Card.ვიზიტორებს რეგიონში მოგზაურობასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ცხელ ხაზზე.კორონავირუსის პანდემიამდე აჭარის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება იყო. პანდემიის გამო აჭარაში, როგორც მთლიანად საქართველოში, 2020 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა.ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა - 1,7 მილიონამდე.მიმდინარე წლის ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 294,2%-ით გაიზარდა. ამასთან, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 286,8%-ით გაიზარდა.2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ვიზიტების რაოდენობამ 446,1 ათასი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 66,4%-ით ნაკლებია.რეგულარული ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეჩერებული 2020 წლის მარტიდან, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა, ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მაისში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 65%-ით აღდგა. 1 ივნისიდან კი საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა.
https://sputnik-georgia.com/20210729/saqarTveloSi-ucxoelTaTvis-vaqcinaciis-punqtebi-gaixsna-vin-SeZlebs-acras-252458575.html
https://sputnik-georgia.com/20210726/saqarTvelos-oTxi-nakrZali-iuneskos-msoflio-memkvidreobis-CamonaTvalSi-moxvda-252427992.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23464/52/234645280_0:50:5999:3821_1920x0_80_0_0_89a131aec18d527e9c0d74b377620194.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
აჭარაში ცხრა საინფორმაციო ცენტრი მუშაობს: რა სერვისებს სთავაზობენ ტურისტებს
21:15 29.07.2021 (განახლებულია: 14:32 28.08.2021) რეგიონში მყოფ ვიზიტორებს მოგზაურობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის მეშვეობით შეუძლიათ.
თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. აჭარაში ჩამოსულ საერთაშორისო ვიზიტორებს ცხრა ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ემსახურება, ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
ავრცელებს.
აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნა. მუშაობა განაახლეს აგრეთვე პანდემიის გამო შეჩერებულმა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა.
დეპარტამენტის ცნობით, საინფორმაციო ცენტრები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მათ შორის ბათუმსა და ქობულეთში.
საინფორმაციო ცენტრები მოგზაურებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს - უფასო რუკები, ტურისტული გზამკვლევები, მარშრუტები, ტურები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით, სუვენირები, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ფასდაკლების ბარათი Batumi Discount Card.
ვიზიტორებს რეგიონში მოგზაურობასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ცხელ ხაზზე.
კორონავირუსის პანდემიამდე აჭარის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება იყო. პანდემიის გამო აჭარაში, როგორც მთლიანად საქართველოში, 2020 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა.
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა - 1,7 მილიონამდე.
მიმდინარე წლის ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 294,2%-ით გაიზარდა. ამასთან, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 286,8%-ით გაიზარდა.
2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ვიზიტების რაოდენობამ 446,1 ათასი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 66,4%-ით ნაკლებია.
რეგულარული ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეჩერებული 2020 წლის მარტიდან, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა, ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მაისში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 65%-ით აღდგა. 1 ივნისიდან კი საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა.