https://sputnik-georgia.com/20210810/ratom-ar-sZinavT-patarebs-RamiT-252548952.html
რატომ არ სძინავთ პატარებს ღამით? იმიტომ, რომ არც უნდა ეძინოთ
რატომ არ სძინავთ პატარებს ღამით? იმიტომ, რომ არც უნდა ეძინოთ
Sputnik საქართველო
ბავშვის ტირილზე მშობლის დროული რეაქცია მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. გახსოვდეთ, რომ როდესაც ბავშვს ყურადღებას არ აქცევთ, ამით... 10.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-10T14:08+0400
2021-08-10T14:08+0400
2023-07-21T10:26+0400
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23456/44/234564402_0:72:1512:926_1920x0_80_0_0_1d4e16f843a64e92a351d47628c4bada.jpg
პატარის ყველა მშობელი განიცდის, როცა ბავშვს ღამღამობით არ სძინავს. უწყვეტი, „ნორმალური“ ძილი მშობლებისთვის სანუკვარი ოცნებაა.რამდენიმე ფაქტი იმის თაობაზე, თუ როგორ და როდის უნდა ეძინოთ ბავშვებს.რატომ იღვიძებენ ბავშვები ღამით? იმიტომ, რომ ბუნებამ ასე დააწესა.ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი პიტერ ფლემინგი ამბობს, რომ თვითონ იდეა, რომ ბავშვს მთელი ღამე უნდა ეძინოს, მხოლოდ მე-20 საუკუნეში გაჩნდა. სინამდვილეში ღამით ყველა ბავშვი იღვიძებს და ეს ნორმალურია.„ჩვენი პატარები ბუნებამ იმისთვის არ შექმნა, რომ ძალიან დიდხანს ეძინოთ. როცა მათ დიდხანს სძინავთ, ეს არცთუ ძალიან კარგია. არანაირი მტკიცებულება არ არის იმისა, რომ ბავშვი, რომელსაც კარგად სძინავს, ჯანმრთელი ბავშვია“, — აცხადებს პროფესორი.ეს, ალბათ, ის არ არის, რისი მოსმენაც მშობლების უმრავლესობას სურს, დასძენს ის.სინამდვილეში მთელი ღამის განმავლობაში არავის სძინავს, მათ შორის — არც უფროსებს.ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი დარსია ნარვაეზი ამბობს, რომ უწყვეტი რვასაათიანი ძილი — ეს მითია. ადამიანებს, შეიძლება, სჯერათ, რომ მთელი ღამე უწყვეტად სძინავთ, მაგრამ ეს ასე არაა.„ადამიანებს იშვიათად სძინავთ მთელი ღამე ისე, რომ არ გაიღვიძონ. მაგრამ ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ეს გვავიწყდება. ნახეთ კაცობრიობის ისტორია: მე-20 საუკუნემდე, ელექტროენერგიის გამოგონებამდე რატომ მუშაობდნენ ხშირად ადამიანები ღამით? ადამიანი ბუნებამ იმგვარად შექმნა, რომ დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერმე, მოკლე პერიოდებით დაიძინოს. ცხოვრება რომ უსიერ ტყეებში გაგვეგრძელებინა, ასე ჩვენთვის უფრო უსაფრთხო იქნებოდა. მაშინ ადამიანი დღეში რამდენჯერმე იძინებდა — დაახლოებით 2-2 საათით“, — ამბობს ფსიქოლოგიის პროფესორი.ადამიანის პატარას უფრო მჭიდრო კონტაქტი უნდა ჰქონდეს მშობლებთან, ვიდრე ცხოველის პატარას. ბავშვს უფრო ესაჭიროება, რომ გვერდით დედა იგრძნოს.„ადამიანები დაბადების შემდეგ სხვა ძუძუმწოვრებს განვითარებაში დაახლოებით 9-18 თვით ჩამორჩებიან. სხვა ცხოველები მალევე იწყებენ სიარულსა და დამოუკიდებლად კვებას. თქვენ გინდათ, რომ თქვენი შვილი მშვიდად იყოს დაბადებიდანვე, მაგრამ მისი ტვინი მხოლოდ 25%-ით არის განვითარებული, მას არ შეუძლია თავისი ემოციების გაკონტროლება და მუდმივ ყურადღებასა და მზრუნველობას საჭიროებს“, — აღნიშნავს ნარვაეზი.ბავშვებს, რომლებიც უფრო ხშირად იღვიძებენ ღამით, ჩვეულებრივ, ინტელექტის უფრო მაღალი დონე აქვთ და ისინი საუკეთესო ფსიქიკური ჯანმრთელობით გამოირჩევიან.როგორც ფლემინგი ამბობს, მრავალრიცხოვანი კვლევა ადასტურებს თეზისს, რომ ადამიანები, რომლებიც ძალზე მშფოთვარე, მოუსვენარი ბავშვები იყვნენ, მოზრდილ ასაკში უფრო მაღალი IQ-ით გამოირჩევიან.ნარვაეზი კი აცხადებს: რაც უფრო მეტ ყურადღებას იღებს მშობლებისგან ჩვილი, მით უფრო ფსიქოლოგიურად მომწიფებული იზრდება. ის, დიდი ალბათობით, ემპათიური, კეთილი გაიზრდება, თანაუგრძნობს სხვებს და ამავდროულად იქნება დისციპლინირებული და პასუხისმგებლობის გრძნობით.ერთმა კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებსაც სხვებზე „ცუდად“ ეძინათ, დიდი კოგნიტიური შესაძლებლობები გააჩნდათ და მოზრდილ ასაკში უფრო იშვიათად ჰქონდათ დეპრესია, ვიდრე „წყნარ“ ბავშვებს.ბავშვებს ძილის ციკლი უფრო მოკლე აქვთ, ვიდრე მოზრდილებს.მოზრდილი ადამიანის ძილს, როგორც წესი, 90-წუთიანი ციკლი აქვს. თავდაპირველად გძინავთ „სწრაფი“ ძილით, შემდეგ — „ღრმა“; ხოლო საათ-ნახევრის შემდეგ — კვლავ „სწრაფი“ ძილით.ბავშვებს სხვაგვარად აქვთ, ამბობს ფლემინგი, ახალდაბადებულებს ეს ციკლი 60-წუთიანი აქვთ. ამიტომ თუ ისინი მუდამ კრთიან საწოლში და იღვიძებენ — ეს სრულებით ნორმალურია.მშობელს ბავშვის ტირილზე დროული რეაგირება უნდა ჰქონდეს, თუნდაც ის ჩუმად ტიროდეს.2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვის ტირილზე მშობლის დროული რეაქცია მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. მშობლებმა, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე იწყებენ ბავშვის დარიგებას, რომ მან არ იტიროს, უნდა იცოდნენ: მისთვის ისტერიკა — უდიდესი სტრესია.ნარვაეზი განმარტავს: „თქვენ შეიძლება გგონიათ, რომ ბავშვს ასწავლით, გაკვეთილს უტარებთ, რომ ტყუილად არ იტიროს და ამიტომ მის ტირილს ყურადღებას არ აქცევთ. მაგრამ სანამ ის ყვირის, მის პატარა სხეულში სწრაფად გროვდება სტრესის ჰორმონი — კორტიზოლი. დასამშვიდებლად მას სტრესზე სწორი რეაქცია სჭირდება: დედის დანახვა და მისი სხეულის შეგრძნება“.თუ მშობელი დროზე არ გამოჩნდება, ბავშვის ნერვული სისტემა ტვინს სიგნალს უგზავნის: „იჩხუბე ან გაიქეცი“.ეს უსაფრთხოების შეგრძნებაზე სიღრმისეული და, შეიძლება ითქვას, პირველადი რეაქციაა. ტვინი ამას ასე აღიქვამს: „უფრო ხმამაღლა უნდა ვიყვირო. თუ ვერავის გავაგებინებ, მოვკვდები“. ამიტომ თუ მომავალში დაფიქრდებით, რას გრძნობს ბავშვი, როცა „უმიზეზოდ“ ყვირის, იცოდეთ: ის ისე გრძნობს თავს, როგორც ადამიანი, რომელმაც იცის, რომ მალე მოკვდება.ზოგიერთი ბავშვი ისე ძლიერად ყვირის, რომ „ლურჯდება“. ეს უკვე სხეულის რეაქციაა ნერვული სისტემის მოთხოვნაზე: ენერგიის ეკონომიაა საჭირო, ე.ი. სხეულის ტემპერატურის დაწევა. ეს უკიდურესი რეაქციაა — როდესაც ორგანიზმი მობილიზებას ახდენს იმისთვის, რომ არ მოკვდეს.ბავშვებს, შეიძლება, დღისით ეძინოთ და ღამით მხოლოდ იმიტომ გაიღვიძონ, რომ დარწმუნდნენ – გვერდით ხართ.„როგორც წესი, ბავშვებს დღისით ძილი უყვართ, ხოლო საღამოს ექვსიდან შუაღამემდე, როდესაც მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, დიდი კმაყოფილებით ფხიზლობენ“, — აღნიშნავს ფლემინგი.„საუბარია ბუნებრივ პროგრამირებაზე. როდესაც ბავშვი ორივე მშობლის ყურადღების ქვეშ ექცევა, ბიოლოგიურ უპირატესობას იღებს: როცა ორი მზრუნველია, გადარჩენის შანსიც მაღალია. ბავშვი ფხიზლად ყოფნის ასეთ გრაფიკს გაცნობიერებულად და სწორად ირჩევს. ის, რომ ასეთი რეჟიმი ჩვენ განრიგში არ ჯდება, მას არ აღელვებს“.ბავშვებს მშობლებისგან ცალკე და, მით უმეტეს, სხვა ოთახში არ უნდა ეძინოთ.ფლემინგი ადამიანის ევოლუციის ისტორიას იხსენებს. ათასობით წლის წინ ბავშვები ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ მშობლებთან: ეძინათ მათ სხეულებს შორის გამოქვაბულში, დღისით დედა სხეულზე მიკრულს ატარებდა.„აფრიკასა და სხვა ქვეყნებში დიდი ხანი გავატარე, სადაც მიღებულია ბავშვების სხეულზე აკრული ტარება. ისინი დედასთან არიან გამუდმებით. სძინავთ, როცა უნდა ეძინოთ, ფხიზლობენ, როცა უნდა იფხიზლონ. დედის რძეზეც ყოველთვის მიუწვდებათ ხელი. ეს ბავშვის გაზრდის ყველაზე სწორი და უსაფრთხო საშუალებაა. აუცილებელი არაა, პატარასთან ერთად მუდამ სახლში იყოთ გამოკეტილი“.ფლემინგი ასევე ამბობს, რომ არის მტკიცებულება, რომ ბავშვების მოულოდნელი სიკვდილის სინდრომი ყველაზე ხშირად იმ ბავშვებს ემართებათ, რომლებსაც ცალკე ოთახში სძინავთ.ფლემინგი ამტკიცებს, რომ ჩვევა, ბავშვებს მშობლებთან ერთად ერთ საწოლში ეძინოთ, უფრო ხშირია, ვიდრე ეს დიდი ევროპული და ამერიკული ქალაქების მოსახლეობას წარმოუდგენია.„იდეა, თითქოს ჩვილს თავისი საწოლი უნდა ჰქონდეს, საკმაოდ არანორმალურია, ეს, საერთოდ, ნონსენსია“, — აცხადებს ის და ასევე დასძენს: „500 ათასი წლის წინ ადამიანის ბავშვების 90%-ს მშობლებთან ჩახუტებულს ეძინა“.რა თქმა უნდა, მშობლებს, რომლებიც სამსახურში დადიან, ბავშვებთან მუდმივი კონტაქტი არა აქვთ. ბუნებრივია, აქ კომპრომისების გარეშე არ გამოვა. მაგრამ ფლემინგი დაჟინებით მოითხოვს: სანამ სახლში ხართ, დაუთმეთ ბავშვებს იმდენი ყურადღება, რამდენიც შესაძლებელია.ეს საუკეთესო საშუალებაა, გაზარდოთ ჭკვიანი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული ბავშვი.ამ ჭეშმარიტებამ შეიძლება ზოგიერთ მშობელს გული აუცრუოს, მაგრამ როდესაც ბავშვი ყოველ დღე თუ ღამე თქვენს „სიმტკიცეს“ ამოწმებს, ეს ბავშვებისთვის სრულებით ბუნებრივია.ჩვილი განწყობილია, რომ მის ყველა მოთხოვნას დედა (უმეტეს შემთხვევაში) წამიერად დააკმაყოფილებს. ის მის გვერდით უნდა იყოს მთელი ღამის განმავლობაში. ეს ყველაზე ცოტაა, რისი გაკეთებაც მათთვის შეგვიძლია.„დედა ნახე, მამა ნახე..." – ანუ, ვის „ხელშია" თქვენი შვილის ჭკუა–გონება>>ფლემინგი ასკვნის: „უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო სწრაფად იცვლება და ვითარდება, ვიდრე ბიოლოგია. ცხოვრების ბიოლოგიური მოდელი, რომელსაც ჩვენი წინაპრები ნახევარი მილიონი წლის წინ იყენებდნენ ბავშვების აღზრდის საქმეში, უფრო კარგად მუშაობდა, ვიდრე თანამედროვე ანალოგი. გახსოვდეთ, რომ როდესაც ბავშვს ყურადღებას არ აქცევთ, ამით მას უაზრო ტკივილსა და ტანჯვას აყენებთ“.
https://sputnik-georgia.com/20210420/iaponelebis-ganaTlebis-unikaluri-sistema-251496480.html
https://sputnik-georgia.com/20210706/profesia-coli-deda-qmari-mama-252227851.html
https://sputnik-georgia.com/20210430/geni-da-wvrTna-251617183.html
https://sputnik-georgia.com/20170517/paTologiuri-kaWvi-nacemi-mSoblebi-nacemi-Svilebi-235993385.html
https://sputnik-georgia.com/20170721/bavSvis-aRzrdis-Taviseburebani-indoeTSi-236686620.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23456/44/234564402_0:24:1512:974_1920x0_80_0_0_97a09e951a69ee4f34c5a9c632e47c78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
პატარის ყველა მშობელი განიცდის, როცა ბავშვს ღამღამობით არ სძინავს. უწყვეტი, „ნორმალური“ ძილი მშობლებისთვის სანუკვარი ოცნებაა.
რამდენიმე ფაქტი იმის თაობაზე, თუ როგორ და როდის უნდა ეძინოთ ბავშვებს.
რატომ იღვიძებენ ბავშვები ღამით? იმიტომ, რომ ბუნებამ ასე დააწესა.
ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი პიტერ ფლემინგი ამბობს, რომ თვითონ იდეა, რომ ბავშვს მთელი ღამე უნდა ეძინოს, მხოლოდ მე-20 საუკუნეში გაჩნდა. სინამდვილეში ღამით ყველა ბავშვი იღვიძებს და ეს ნორმალურია.
„ჩვენი პატარები ბუნებამ იმისთვის არ შექმნა, რომ ძალიან დიდხანს ეძინოთ. როცა მათ დიდხანს სძინავთ, ეს არცთუ ძალიან კარგია. არანაირი მტკიცებულება არ არის იმისა, რომ ბავშვი, რომელსაც კარგად სძინავს, ჯანმრთელი ბავშვია“, — აცხადებს პროფესორი.
ეს, ალბათ, ის არ არის, რისი მოსმენაც მშობლების უმრავლესობას სურს, დასძენს ის.
სინამდვილეში მთელი ღამის განმავლობაში არავის სძინავს, მათ შორის — არც უფროსებს.
ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი დარსია ნარვაეზი ამბობს, რომ უწყვეტი რვასაათიანი ძილი — ეს მითია. ადამიანებს, შეიძლება, სჯერათ, რომ მთელი ღამე უწყვეტად სძინავთ, მაგრამ ეს ასე არაა.
„ადამიანებს იშვიათად სძინავთ მთელი ღამე ისე, რომ არ გაიღვიძონ. მაგრამ ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ეს გვავიწყდება. ნახეთ კაცობრიობის ისტორია: მე-20 საუკუნემდე, ელექტროენერგიის გამოგონებამდე რატომ მუშაობდნენ ხშირად ადამიანები ღამით? ადამიანი ბუნებამ იმგვარად შექმნა, რომ დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერმე, მოკლე პერიოდებით დაიძინოს. ცხოვრება რომ უსიერ ტყეებში გაგვეგრძელებინა, ასე ჩვენთვის უფრო უსაფრთხო იქნებოდა. მაშინ ადამიანი დღეში რამდენჯერმე იძინებდა — დაახლოებით 2-2 საათით“, — ამბობს ფსიქოლოგიის პროფესორი.
ადამიანის პატარას უფრო მჭიდრო კონტაქტი უნდა ჰქონდეს მშობლებთან, ვიდრე ცხოველის პატარას. ბავშვს უფრო ესაჭიროება, რომ გვერდით დედა იგრძნოს.
„ადამიანები დაბადების შემდეგ სხვა ძუძუმწოვრებს განვითარებაში დაახლოებით 9-18 თვით ჩამორჩებიან. სხვა ცხოველები მალევე იწყებენ სიარულსა და დამოუკიდებლად კვებას. თქვენ გინდათ, რომ თქვენი შვილი მშვიდად იყოს დაბადებიდანვე, მაგრამ მისი ტვინი მხოლოდ 25%-ით არის განვითარებული, მას არ შეუძლია თავისი ემოციების გაკონტროლება და მუდმივ ყურადღებასა და მზრუნველობას საჭიროებს“, — აღნიშნავს ნარვაეზი.
ბავშვებს, რომლებიც უფრო ხშირად იღვიძებენ ღამით, ჩვეულებრივ, ინტელექტის უფრო მაღალი დონე აქვთ და ისინი საუკეთესო ფსიქიკური ჯანმრთელობით გამოირჩევიან.
როგორც ფლემინგი ამბობს, მრავალრიცხოვანი კვლევა ადასტურებს თეზისს, რომ ადამიანები, რომლებიც ძალზე მშფოთვარე, მოუსვენარი ბავშვები იყვნენ, მოზრდილ ასაკში უფრო მაღალი IQ-ით გამოირჩევიან.
ნარვაეზი კი აცხადებს: რაც უფრო მეტ ყურადღებას იღებს მშობლებისგან ჩვილი, მით უფრო ფსიქოლოგიურად მომწიფებული იზრდება. ის, დიდი ალბათობით, ემპათიური, კეთილი გაიზრდება, თანაუგრძნობს სხვებს და ამავდროულად იქნება დისციპლინირებული და პასუხისმგებლობის გრძნობით.
ერთმა კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებსაც სხვებზე „ცუდად“ ეძინათ, დიდი კოგნიტიური შესაძლებლობები გააჩნდათ და მოზრდილ ასაკში უფრო იშვიათად ჰქონდათ დეპრესია, ვიდრე „წყნარ“ ბავშვებს.
ბავშვებს ძილის ციკლი უფრო მოკლე აქვთ, ვიდრე მოზრდილებს.
მოზრდილი ადამიანის ძილს, როგორც წესი, 90-წუთიანი ციკლი აქვს. თავდაპირველად გძინავთ „სწრაფი“ ძილით, შემდეგ — „ღრმა“; ხოლო საათ-ნახევრის შემდეგ — კვლავ „სწრაფი“ ძილით.
ბავშვებს სხვაგვარად აქვთ, ამბობს ფლემინგი, ახალდაბადებულებს ეს ციკლი 60-წუთიანი აქვთ. ამიტომ თუ ისინი მუდამ კრთიან საწოლში და იღვიძებენ — ეს სრულებით ნორმალურია.
მშობელს ბავშვის ტირილზე დროული რეაგირება უნდა ჰქონდეს, თუნდაც ის ჩუმად ტიროდეს.
2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვის ტირილზე მშობლის დროული რეაქცია მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. მშობლებმა, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე იწყებენ ბავშვის დარიგებას, რომ მან არ იტიროს, უნდა იცოდნენ: მისთვის ისტერიკა — უდიდესი სტრესია.
ნარვაეზი განმარტავს: „თქვენ შეიძლება გგონიათ, რომ ბავშვს ასწავლით, გაკვეთილს უტარებთ, რომ ტყუილად არ იტიროს და ამიტომ მის ტირილს ყურადღებას არ აქცევთ. მაგრამ სანამ ის ყვირის, მის პატარა სხეულში სწრაფად გროვდება სტრესის ჰორმონი — კორტიზოლი. დასამშვიდებლად მას სტრესზე სწორი რეაქცია სჭირდება: დედის დანახვა და მისი სხეულის შეგრძნება“.
თუ მშობელი დროზე არ გამოჩნდება, ბავშვის ნერვული სისტემა ტვინს სიგნალს უგზავნის: „იჩხუბე ან გაიქეცი“.
ეს უსაფრთხოების შეგრძნებაზე სიღრმისეული და, შეიძლება ითქვას, პირველადი რეაქციაა. ტვინი ამას ასე აღიქვამს: „უფრო ხმამაღლა უნდა ვიყვირო. თუ ვერავის გავაგებინებ, მოვკვდები“. ამიტომ თუ მომავალში დაფიქრდებით, რას გრძნობს ბავშვი, როცა „უმიზეზოდ“ ყვირის, იცოდეთ: ის ისე გრძნობს თავს, როგორც ადამიანი, რომელმაც იცის, რომ მალე მოკვდება.
ზოგიერთი ბავშვი ისე ძლიერად ყვირის, რომ „ლურჯდება“. ეს უკვე სხეულის რეაქციაა ნერვული სისტემის მოთხოვნაზე: ენერგიის ეკონომიაა საჭირო, ე.ი. სხეულის ტემპერატურის დაწევა. ეს უკიდურესი რეაქციაა — როდესაც ორგანიზმი მობილიზებას ახდენს იმისთვის, რომ არ მოკვდეს.
ბავშვებს, შეიძლება, დღისით ეძინოთ და ღამით მხოლოდ იმიტომ გაიღვიძონ, რომ დარწმუნდნენ – გვერდით ხართ.
„როგორც წესი, ბავშვებს დღისით ძილი უყვართ, ხოლო საღამოს ექვსიდან შუაღამემდე, როდესაც მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, დიდი კმაყოფილებით ფხიზლობენ“, — აღნიშნავს ფლემინგი.
„საუბარია ბუნებრივ პროგრამირებაზე. როდესაც ბავშვი ორივე მშობლის ყურადღების ქვეშ ექცევა, ბიოლოგიურ უპირატესობას იღებს: როცა ორი მზრუნველია, გადარჩენის შანსიც მაღალია. ბავშვი ფხიზლად ყოფნის ასეთ გრაფიკს გაცნობიერებულად და სწორად ირჩევს. ის, რომ ასეთი რეჟიმი ჩვენ განრიგში არ ჯდება, მას არ აღელვებს“.
ბავშვებს მშობლებისგან ცალკე და, მით უმეტეს, სხვა ოთახში არ უნდა ეძინოთ.
ფლემინგი ადამიანის ევოლუციის ისტორიას იხსენებს. ათასობით წლის წინ ბავშვები ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ მშობლებთან: ეძინათ მათ სხეულებს შორის გამოქვაბულში, დღისით დედა სხეულზე მიკრულს ატარებდა.
„აფრიკასა და სხვა ქვეყნებში დიდი ხანი გავატარე, სადაც მიღებულია ბავშვების სხეულზე აკრული ტარება. ისინი დედასთან არიან გამუდმებით. სძინავთ, როცა უნდა ეძინოთ, ფხიზლობენ, როცა უნდა იფხიზლონ. დედის რძეზეც ყოველთვის მიუწვდებათ ხელი. ეს ბავშვის გაზრდის ყველაზე სწორი და უსაფრთხო საშუალებაა. აუცილებელი არაა, პატარასთან ერთად მუდამ სახლში იყოთ გამოკეტილი“.
ფლემინგი ასევე ამბობს, რომ არის მტკიცებულება, რომ ბავშვების მოულოდნელი სიკვდილის სინდრომი ყველაზე ხშირად იმ ბავშვებს ემართებათ, რომლებსაც ცალკე ოთახში სძინავთ.
- მთელ მსოფლიოში სიცოცხლის პირველ ეტაპზე მრავალ ბავშვს სძინავს მშობლებთან ერთად. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია: მათ მშობლებთან მუდმივი კონტაქტი ესაჭიროებათ და ძალიან განიცდიან, თუ ამას არ იღებენ.
ფლემინგი ამტკიცებს, რომ ჩვევა, ბავშვებს მშობლებთან ერთად ერთ საწოლში ეძინოთ, უფრო ხშირია, ვიდრე ეს დიდი ევროპული და ამერიკული ქალაქების მოსახლეობას წარმოუდგენია.
„იდეა, თითქოს ჩვილს თავისი საწოლი უნდა ჰქონდეს, საკმაოდ არანორმალურია, ეს, საერთოდ, ნონსენსია“, — აცხადებს ის და ასევე დასძენს: „500 ათასი წლის წინ ადამიანის ბავშვების 90%-ს მშობლებთან ჩახუტებულს ეძინა“.
რა თქმა უნდა, მშობლებს, რომლებიც სამსახურში დადიან, ბავშვებთან მუდმივი კონტაქტი არა აქვთ. ბუნებრივია, აქ კომპრომისების გარეშე არ გამოვა. მაგრამ ფლემინგი დაჟინებით მოითხოვს: სანამ სახლში ხართ, დაუთმეთ ბავშვებს იმდენი ყურადღება, რამდენიც შესაძლებელია.
ეს საუკეთესო საშუალებაა, გაზარდოთ ჭკვიანი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული ბავშვი.
ამ ჭეშმარიტებამ შეიძლება ზოგიერთ მშობელს გული აუცრუოს, მაგრამ როდესაც ბავშვი ყოველ დღე თუ ღამე თქვენს „სიმტკიცეს“ ამოწმებს, ეს ბავშვებისთვის სრულებით ბუნებრივია.
ჩვილი განწყობილია, რომ მის ყველა მოთხოვნას დედა (უმეტეს შემთხვევაში) წამიერად დააკმაყოფილებს. ის მის გვერდით უნდა იყოს მთელი ღამის განმავლობაში. ეს ყველაზე ცოტაა, რისი გაკეთებაც მათთვის შეგვიძლია.
ფლემინგი ასკვნის: „უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო სწრაფად იცვლება და ვითარდება, ვიდრე ბიოლოგია. ცხოვრების ბიოლოგიური მოდელი, რომელსაც ჩვენი წინაპრები ნახევარი მილიონი წლის წინ იყენებდნენ ბავშვების აღზრდის საქმეში, უფრო კარგად მუშაობდა, ვიდრე თანამედროვე ანალოგი. გახსოვდეთ, რომ როდესაც ბავშვს ყურადღებას არ აქცევთ, ამით მას უაზრო ტკივილსა და ტანჯვას აყენებთ“.