სულიერება, თმენა, პრაქტიკული მაგალითები – ბავშვის აღზრდის თავისებურებანი ინდოეთში

გამოწერა
გაღიზიანება და ყვირილი აღზრდის საქმეს არ წაადგება - ასე მიიჩნევენ ინდოელი მშობლები. ბავშვებს მომაბეზრებელ ლექციებს კი არ უკითხავენ, არამედ პრაქტიკულად უჩვენებენ, როგორ უნდა მოიქცნენ, ასწავლიან ცხოვრებას საკუთარ მაგალითზე.

ამ ქვეყანაში ბავშვებისადმი ტრადიციული დამოკიდებულება ჩამოაყალიბა ინდუიზმის, ბუდიზმისა და ისლამის საუკეთესო პრინციპებმა. აქ არ სჯიან ყველაზე ონავარ ბავშვებსაც კი და ამას ღრმა აზრი უდევს საფუძვლად.

რა არის ინდურ ოჯახებში აღზრდის მთავარი თავისებურებანი?

დაბადებიდან ბავშვს გლობალური გაგებით სიკეთეს ასწავლიან — არა მხოლოდ ადამიანებთან, არამედ ნებისმიერ ცოცხალ არსებასთან მიმართებით. ამ ოჯახებში თმენა მნიშვნელობის მხრივ უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი. მშობლები ცდილობენ, არ აჩვენონ უარყოფითი ემოციები, თუნდაც ამის მიზეზი იყოს. თავშეკავებას ინდოეთში იწონებენ, ხოლო ზედმეტ ემოციურობას ადამიანური მანკიერების კუთხით განიხილავენ.

მამა და შვილი - Sputnik საქართველო
კარგი მამა, მამის ინსტინქტი და სოციალური სიყვარული...

ოჯახი, როგორც წესი, აკონტროლებს ბავშვს ტელევიზორის ყურებისას — ზღუდავს და მხოლოდ შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროგრამების ყურების უფლებას აძლევს. ასეთი დისციპლინირებული დამოკიდებულება ძალზე მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო ნაკადში, როდესაც ინტერნეტსა და ტელევიზიას პიროვნების ჩამოყალიბებაზე ნეგატიური ზემოქმედება შეუძლია და ეს, შესაძლოა, საფრთხის წყაროც გახდეს.

ინდოელი ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სუფრასთან ქცევის წესებს და გააზრებული აქვთ, რომ ამ უნარებს ბავშვები ბუნებრივად ვერ ისწავლიან. 2 წლის ბავშვებს ისინი, რა თქმა უნდა, მცირე ანცობას სუფრასთან პატიობენ, მაგრამ 10 წლის ბავშვისთვის ეს უკვე დაუშვებელია.

ინდოელი მშობლები დარწმუნებული არიან კანონზომიერებაში, რომ მშობლების ჩვევები ბავშვების ხასიათის მომავალი თვისებებია. ამიტომ ბავშვებს მომაბეზრებელ ლექციებს კი არ უკითხავენ, არამედ პრაქტიკულად უჩვენებენ, როგორ უნდა მოიქცნენ, ასწავლიან ცხოვრებას საკუთარ მაგალითზე. უფროსების მთავარი ამოცანა ბავშვებისთვის ჯილდოდ საკუთარი გამოცდილების გადაცემაა. აღზრდაში უფროსი თაობაც მონაწილეობს — ხშირად რამდენიმე ოჯახი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს.

CC BY 2.0 / Flickr/ PabloEvans / School Lessonsსასკოლო გაკვეთილი ინდოეთში
სასკოლო გაკვეთილი ინდოეთში - Sputnik საქართველო
სასკოლო გაკვეთილი ინდოეთში

ინდოელი ექიმები დედებს ბავშვებთან ერთად ძილს ურჩევენ — პატარა და დედა უკეთ შეიგრძნობენ ერთმანეთს და მშვიდ მდგომარეობაში იქნებიან. თუ ბავშვი შფოთავს, მას მაშინვე ხელში იყვანენ, იხუტებენ, იჩენენ მაქსიმალურ ზრუნვასა და ყურადღებას.

სასკოლო განათლება სულიერებისა და თმენის განვითარებაზეა ორიენტირებული. გაკვეთილები დისკუსიის ფორმაში მიმდინარეობს, ბავშვებს აზროვნებასა და ხმამაღლა მსჯელობას ასწავლიან. ძირითად დისციპლინებთან ერთად მოსწავლეებს ასწავლიან იოგას, უტარებენ მეხსიერებისა და ღიმილის გაკვეთილებს. ინდოეთში ბავშვს სწავლას არ აიძულებენ, თვითონ სისტემა აძლევს ბავშვებს სტიმულს – იფიქრონ, გახსნან საკუთარი პოტენციალი და ჩამოუყალიბდეთ ხასიათი.

შვილები და მშობლები - Sputnik საქართველო
„დედა ნახე, მამა ნახე..." – ანუ, ვის „ხელშია" თქვენი შვილის ჭკუა–გონება

მოსწავლეების ძირითადი ამოცანა შედეგების გაუმჯობესებაა. თვეში ერთხელ აჯამებენ შედეგებს, წარმატებულ მოსწავლეებს სპეციალური ბარათებით აჯილდოებენ. ინდოელი ბავშვი ცდილობს უკეთესი შეფასებები მიიღოს, იმუშაოს საკუთარ გამარჯვებაზე და არა — აჯობოს თანაკლასელს.

მასწავლებლები არ გაურბიან მოსწავლეების მიმართ სიყვარულის გამოხატვას. მათ შეუძლიათ გაამხნევონ, მოეფერონ ბავშვს, შეაქონ, თავზე ხელი გადაუსვან. ამასთან, მასწავლებლებმა არ უნდა გამოყონ რომელიმე მოსწავლე. ასეთი დამოკიდებულება ყველა ბავშვისთვის აუცილებელია.

ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, აღზრდისა და განათლების პრინციპები ინდოეთში ჩამოყალიბდა მენტალიტეტის განსაკუთრებულობის, სახელმწიფოს ისტორიისა და ადგილობრივი რწმენის საფუძველზე. თუმცა, არაფერი გვიშლის ხელს, გამოვიყენოთ მისაღები მეთოდები და ჩვენთანაც დავნერგოთ, მაგალითად, ვასწავლოთ ბავშვებს სიკეთე, მოთმინება, ღიმილი და შევქმნათ ჩვენ ოჯახებში თბილი ატმოსფერო.

ყველა ახალი ამბავი
0