პროფესია: „ცოლი და დედა“, „ქმარი და მამა“, ანუ ბავშვების აღზრდის საფუძველი

CC BY 2.0 / Anna Pruzhevskaya / Familyშვილები და მშობლები
შვილები და მშობლები - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
წარმატებული, დამოუკიდებელი ბავშვების აღზრდისთვის ებრაელმა ბრძენმა ხალხმა აღზრდის მთელი სისტემა შეიმუშავა. წარმატებული აღზრდის პირველი კანონია, რომ სწავლა საკუთარი თავით – ცოლისა და დედის, ქმრისა და მამის „პროფესიების“ შეძენით იწყება.
ებრაელი მშობლების ბავშვების მიმართ სიყვარულს საზღვარი არა აქვს. არც ერთ სხვა ხალხში, შესაძლოა, ბავშვების ასეთი კულტი არ არის. ფსიქოლოგებს შეუძლიათ ისაუბრონ ბავშვებისადმი ამგვარი დამოკიდებულების როგორც პლუსებზე, ისე მინუსებზე, თუმცა ერთი რამ გარკვეულია — ებრაელი ბავშვები სიყვარულისა და ყურადღების დეფიციტს არ განიცდიან.
გაკვეთილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2017
სულიერება, თმენა, პრაქტიკული მაგალითები – ბავშვის აღზრდის თავისებურებანი ინდოეთში
• ბავშვებს კომპლექსები არ უნდა გაუჩინოთ
ებრაელი დედა შვილს არასდროს ეტყვის — ცუდი ხარ, ის ეტყვის — ასეთმა ჭკვიანმა ბიჭმა ეს სისულელე როგორ გააკეთე?
ებრაელი დედების პოზიცია ასეთია — „ჩემს შვილს ნაკლი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს". შესაძლოა, ისინი ამ ნაკლს ხედავენ, მაგრამ ამის შესახებ სხვა ვერავინ შეიტყობს.
• გონივრული თავისუფლება
თანამედროვე ებრაულ აღზრდაში ორი თითქოსდა ურთიერთსაწინააღმდეგო რამეა შერწყმული: ბავშვის თავისუფლება და მოთხოვნების სიმკაცრე. ამ სტილის აღსანიშნავად გამოდგება ეს მეტაფორა: თავისუფალი, ვრცელი ოთახი მკაცრი კედლებით.
„დედა ნახე, მამა ნახე..." – ანუ, ვის „ხელშია" თქვენი შვილის ჭკუა–გონება>>
ებრაელი მშობლისთვის ბავშვის თავისუფლება სპეციალური აღზრდის მეთოდი კი არ არის, არამედ ჰაერია, რომლის გარეშე სუნთქვა შეუძლებელია.
ებრაულ ოჯახებში ბავშვი მშობლების „თავზე გადადის", შეიძლება გააფერადოს მამიკოს პასპორტი დედიკოს ძვირადღირებული პომადით, მაგრამ ამისთვის არავინ დასჯის. აღზრდის სიმკაცრე მაშინ იწყება, როდესაც ბავშვი დაუშვებლის ზღვარს გადადის. მათ ოჯახებში ესმით, რომ შესაძლებელია ბავშვმა დედის სუნამო ეზოში დაღვაროს, მაგრამ ბებიას თავში ჩაარტყას — დაუშვებელია.
იაპონური სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
რა არის იაპონელების გენიალობის მთავარი საიდუმლო
• ბავშვის შექება ნებისმიერი საბაბით
დედა შვილს ყოველთვის აქებს. ეს ქება დაბადებიდან იწყება. ის აღფრთოვანებულია ბავშვის სულ მცირე წარმატებითაც კი, თუნდაც ეს პირველი „ნახატი" იყოს. ამის შესახებ აუცილებლად შეიტყობს ყველა მეგობარი და ნათესავი. რაც მთავარია, ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მას მისი თანდასწრებით აქებენ. თუ ბავშვის წარმატება უფრო სერიოზულია, მაშინ მთელი ოჯახის მხრიდან აპლოდისმენტები გარანტირებულია.
ასეთი დამოკიდებულება ბავშვებს წაახალისებს და მათი მისწრაფება, გააკეთონ უფრო ბევრი კარგი, იზრდება.
• პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე
ებრაელებს სწამთ, რომ ბავშვის წინაშე წარმოთქმულ თითოეულ უმნიშვნელო ფრაზასა თუ საქციელს, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს, ამიტომ ისინი უკვირდებიან თითოეულ სიტყვას, ნაბიჯს და საკუთარი მაგალითით, დიდი პასუხისმგებლობით სავსე ქცევით აძლევენ საჭირო მიმართულებას ბავშვებს.
გენი თუ წვრთნა? არჩევანი თქვენზეა...>>
• სიყვარული და პატივისცემა ოჯახში — ბავშვის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის საწინდარი
ებრაული ტრადიცია ამგვარია: ნებისმიერი ოჯახის საძირკველია ცოლი და ქმარი — დედა და მამა. ამიტომ ბავშვებს პატარაობიდან ასწავლიან, რომ პირველ ადგილზე ყოველთვის არის დედის მამისადმი და მამის დედისადმი ყურადღება. თუ ბავშვი შეითვისებს, გააცნობიერებს, რომ მშობლები, პირველ რიგში, ერთმანეთისთვის ცხოვრობენ, დარწმუნდება, რომ მათი ურთიერთობები გაჟღენთილია პატივისცემით, სიყვარულითა და მზრუნველობით, ის თავს დაცულად იგრძნობს. გარდა ამისა, მშობლების ასეთი საქციელი მიბაძვისთვის მშვენიერი მაგალითია. სწორედ ასეთი ურთიერთობების აგებას შეეცდება ის მომავალში, როდესაც საკუთარ ოჯახს შექმნის.
იაპონელი დედა შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2017
პარადოქსული, მაგრამ ეფექტური: აღზრდის იაპონური მეთოდი
• ისწავლო, იყო მშობელი
მშობლების აღზრდა ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე იწყება. გოგონა დაქორწინებისას უკვე მზადაა დედობისთვის, მას არ ასწავლიან „საკუთარი თავისთვის" ცხოვრებას, მისი მთავარი კარიერა – სახლი და ოჯახია. თუ დედობა და მამობა საწყისშივე განიხილება როგორც ტვირთი, შეზღუდვა, კარგი შვილის აღზრდა ძალზე რთული იქნება.
წარმატებული, დამოუკიდებელი და ფეხზე მყარად მდგარი ბავშვების აღსაზრდელად ებრაელმა ბრძენმა ხალხმა აღზრდის მთელი სისტემა შეიმუშავა, რომლის გაცნობა ნებისმიერ მსურველს ისრაელში მშობლებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კურსებზე შეუძლია. ასეთი კურსები ასევე არის მსოფლიოს მრავალ ქალაქში სინაგოგებსა და ებრაულ სკოლებში. წარმატებული აღზრდის პირველი კანონი ასეთია: ის საკუთარი აღზრდითა და სწავლით, ცალკეული „პროფესიების“ — „ცოლი და დედა" და „ქმარი და მამა" შეძენით იწყება.
• ასწავლო ბავშვებს დროის სწორი განკარგვა
ებრაელმა ბავშვებმა არ იციან რა არის სიზარმაცე, ეზოში უქმად ლაყბობა: ვიოლინო, ინგლისური, მათემატიკა — ყველაფერი ერთდროულად და ბევრი. ბავშვები პატარაობიდან ეჩვევიან, რომ მუდმივად საქმის კეთება — ეს ნორმალურია.
ყველა ახალი ამბავი
0