რამდენ ხანში ექნება ეფექტი ახალ შეზღუდვებს – ამირან გამყრელიძის განმარტება

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
გამოწერა
ქვეყანაში დაწესებული ახალი შეზღუდვები შედეგს იმ შემთხვევაში გამოიღებს, თუ მოსახლეობა გაითავისებს ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, აღნიშნა გამყრელიძემ.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ქვეყანაში დაწესებული ახალი შეზღუდვები შედეგს დაახლოებით ორ კვირაში გამოიღებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
არანაირი ქორწილი და ქელეხი: საქართველოში კონტროლი მკაცრდება
უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ქვეყანაში ხვალიდან ამოქმედდება. საქართველოში ქორწილის, ქელეხის, იუბილესა და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება. ამასთან ერთად 10 აგვისტოდან საქართველოში ღია სივრცეებში 5-ზე მეტი პირის შეკრებისას პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.
გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ სპეციალისტების მხრიდან საბჭოსთვის შეთავაზებული ყველა რეკომენდაცია ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
„სერიოზული რეკომენდაციები გაითვალისწინეს, მათ შორის – მკაცრი ზომების მიღება ყველაზე დიდ „ბუსტერებთან“ დაკავშირებით, რომელიც გახლავთ ქორწილები, ქელეხები, ამ დარბაზების დალუქვამდე მისვლა და ხალხმრავალი ადგილების აკრძალვა. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია აღსრულებაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს და გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული რეკომენდაციები.
ვინ ჩაითვლება ვაქცინირებულად? – რა ცვლილება შევიდა ვაქცინაციის წესში>>
„ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანა არის სერიოზულ ეპიდსიტუაციაში... ჩვენ თვითონ უნდა გავითავისოთ, რომ ყველაზე დიდი „ბუსტერი“ გახლავთ სწორედ ეს შეკრებები“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
პირბადის ტარება ღია სივრცეში კვლავ სავალდებულო ხდება
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილების ყოველდღიური მაჩვენებლები მაღალია. სპეციალისტების აზრით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებამ და ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.
საქართველოში ბოლო 24 საათში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,54%-ია, ბოლო 14 დღის – 8,74%, ბოლო 7 დღის – 9,75%. ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 44 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3.146 პირი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.236-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 450.149-ს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0