https://sputnik-georgia.com/20210809/pirbadis-tareba-gia-sivrceshi-savaldebulo-xdeba-252540590.html
პირბადის ტარება ღია სივრცეში კვლავ სავალდებულო ხდება
პირბადის ტარება ღია სივრცეში კვლავ სავალდებულო ხდება
Sputnik საქართველო
უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ბოლო დროს გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. 09.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-09T14:12+0400
2021-08-09T14:12+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/05/252508223_0:0:3482:1970_1920x0_80_0_0_6cbb0daac454d498bb63a2f60804b9ef.jpg
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. 10 აგვისტოდან საქართველოში ღია სივრცეებში 5-ზე მეტი პირის შეკრებისას პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება 22 ივნისს მოიხსნა, თუმცა პირბადის ტარება სავალდებულო იყო დახურულ სივრცეებში.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი მაღალია. სპეციალისტების აზრით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებამ და ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.საქართველოში ბოლო 24 საათში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,54%-ია, ბოლო 14 დღის – 8,74%, ბოლო 7 დღის – 9,75%. ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 44 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3.146 პირი.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.236-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 450.149-ს მიაღწია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/05/252508223_226:-1:3482:2047_1920x0_80_0_0_68a63505188f441eb69d8bc32200a31d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
პირბადის ტარება ღია სივრცეში კვლავ სავალდებულო ხდება
14:12 09.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ბოლო დროს გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. 10 აგვისტოდან საქართველოში ღია სივრცეებში 5-ზე მეტი პირის შეკრებისას პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება 22 ივნისს მოიხსნა, თუმცა პირბადის ტარება სავალდებულო იყო დახურულ სივრცეებში.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი მაღალია. სპეციალისტების აზრით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებამ და ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.
საქართველოში ბოლო 24 საათში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,54%-ია, ბოლო 14 დღის – 8,74%, ბოლო 7 დღის – 9,75%. ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 44 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3.146 პირი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.236-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 450.149-ს მიაღწია.