https://sputnik-georgia.com/20210809/-------252540790.html
არანაირი ქორწილი და ქელეხი: საქართველოში კონტროლი მკაცრდება
არანაირი ქორწილი და ქელეხი: საქართველოში კონტროლი მკაცრდება
Sputnik საქართველო
ქვეყანაში აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა, კვების ობიექტებს კი რეგულაციების დაცვით მუშაობა 24:00 საათამდე შეუძლიათ. 09.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-09T14:35+0400
2021-08-09T14:35+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252160725_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_3420ce9828e9125b12597c2a4e99644d.jpg
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ქორწილის, ქელეხის, იუბილესა და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.მისი განმარტებით, კვების ობიექტები მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.საქართველოში რესტორნების მუშაობა გასული წლის 28 ნოემბრიდან აიკრძალა, თუმცა შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესი დაიწყო. 15 თებერვლიდან რესტორნებს ღია სივრცეში საქმიანობის განახლების უფლება მისცეს, 8 მარტიდან მათ სტუმრების დახურულ სივრცეში მიღების უფლებაც დართეს, მხოლოდ არა უქმეებზე. 19 მარტიდან რესტორნებში „ცოცხალი მუსიკაც“ დაუშვეს.22 მაისიდან კაფე–რესტორნებს უქმეებზეც დართეს მუშაობის ნება, თუმცა ღია სივრცეში. 1 ივნისიდან აღნიშნული შეზღუდვაც მოიხსნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252160725_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_2e271d6c234974ee8d6b46b63bf76d42.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
არანაირი ქორწილი და ქელეხი: საქართველოში კონტროლი მკაცრდება
14:35 09.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ქვეყანაში აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა, კვების ობიექტებს კი რეგულაციების დაცვით მუშაობა 24:00 საათამდე შეუძლიათ.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ქორწილის, ქელეხის, იუბილესა და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
მისი განმარტებით, კვების ობიექტები მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.
„კვების ობიექტების მუშაობა შეზრუდულია 24:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს“, – განაცხადა ღიბრაძემ.
საქართველოში რესტორნების მუშაობა გასული წლის 28 ნოემბრიდან აიკრძალა, თუმცა შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესი დაიწყო. 15 თებერვლიდან რესტორნებს ღია სივრცეში საქმიანობის განახლების უფლება მისცეს, 8 მარტიდან მათ სტუმრების დახურულ სივრცეში მიღების უფლებაც დართეს, მხოლოდ არა უქმეებზე. 19 მარტიდან რესტორნებში „ცოცხალი მუსიკაც“ დაუშვეს.
22 მაისიდან კაფე–რესტორნებს უქმეებზეც დართეს მუშაობის ნება, თუმცა ღია სივრცეში. 1 ივნისიდან აღნიშნული შეზღუდვაც მოიხსნა.