https://sputnik-georgia.com/20210809/opoziciuri-partiebi-ar-arian-mzad-merobis-kandidatebis-warsadgenad-252545053.html
ოპოზიციური პარტიები ჯერ არ არიან მზად მერობის კანდიდატების წარსადგენად
ოპოზიციური პარტიები ჯერ არ არიან მზად მერობის კანდიდატების წარსადგენად
Sputnik საქართველო
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს... 09.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-09T22:29+0400
2021-08-09T22:29+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249823505_0:134:3167:1915_1920x0_80_0_0_642d4daa100eba8e42d4230ad4fc4174.jpg
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები არ ჩქარობენ მერობის კანდიდატების წარდგენას და ბოლო კონსულტაციებს მართავენ.დღეისათვის ქალაქების მერობის ყველა კანდიდატი წარადგინა მხოლოდ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისმა მხარდამჭერმა პარტიებმა ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატი - ნიკა მელია წარადგინეს. დედაქალაქის მერობის კანდიდატი წარადგინა ასევე ლეიბორისტულმა პარტიამ. ხოლო ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატების წარდგენა ოზურგეთიდან დაიწყო.დანარჩენი პარტიები არ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას და აცხადებენ, რომ მათ დრო სჭირდებათ.ეს ძალიან რთული და კომპლექსური პროცესია და გადაწყვეტილების მისაღებად დრო გვჭირდება. ჩვენი გეგმების შესახებ უახლოეს დროს განვაცხადებთ, აღნიშნა პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა საბა ბუაძემ.სხვები კი კვლევების შედეგებს ელოდებიან.ჩვენ ჯერჯერობით არცერთ კანდიდატს ღიად არ ვუჭერთ მხარს, ჩვენ ვატარებთ საკუთარ კვლევას და სავარაუდოდ თბილისში ჩვენი კანდიდატი გვეყოლება, განაცხადა გაერთიანება „მესამე ძალის“ წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ.პარტიების პასუხს თავად „ნაცმოძრაობაში“ ელოდებიან.უახლოეს დროს იქნება მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტულ კანდიდატებზე, რომლებიც შევათანხმეთ ოპოზიციასთან და შესაბამისად წინასაარჩევნო კამპანია სრული სვლით დაიწყება, განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
https://sputnik-georgia.com/20210808/arCervnebi-2021-ceskom-partiebis-rigiTi-nomrebi-gamoaqveyna-252532746.html
https://sputnik-georgia.com/20210808/arCevnebi-2021-ra-unda-icodes-saqarTvelos-moqalaqem-252531214.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249823505_218:0:2949:2048_1920x0_80_0_0_1d6de930d6bcbd3386c095dca41f95ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ოპოზიციური პარტიები ჯერ არ არიან მზად მერობის კანდიდატების წარსადგენად
22:29 09.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები არ ჩქარობენ მერობის კანდიდატების წარდგენას და ბოლო კონსულტაციებს მართავენ.
დღეისათვის ქალაქების მერობის ყველა კანდიდატი წარადგინა მხოლოდ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისმა მხარდამჭერმა პარტიებმა ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატი - ნიკა მელია წარადგინეს. დედაქალაქის მერობის კანდიდატი წარადგინა ასევე ლეიბორისტულმა პარტიამ. ხოლო ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატების წარდგენა ოზურგეთიდან დაიწყო.
დანარჩენი პარტიები არ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას და აცხადებენ, რომ მათ დრო სჭირდებათ.
ეს ძალიან რთული და კომპლექსური პროცესია და გადაწყვეტილების მისაღებად დრო გვჭირდება. ჩვენი გეგმების შესახებ უახლოეს დროს განვაცხადებთ, აღნიშნა პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა საბა ბუაძემ.
სხვები კი კვლევების შედეგებს ელოდებიან.
ჩვენ ჯერჯერობით არცერთ კანდიდატს ღიად არ ვუჭერთ მხარს, ჩვენ ვატარებთ საკუთარ კვლევას და სავარაუდოდ თბილისში ჩვენი კანდიდატი გვეყოლება, განაცხადა გაერთიანება „მესამე ძალის“ წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ.
პარტიების პასუხს თავად „ნაცმოძრაობაში“ ელოდებიან.
უახლოეს დროს იქნება მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტულ კანდიდატებზე, რომლებიც შევათანხმეთ ოპოზიციასთან და შესაბამისად წინასაარჩევნო კამპანია სრული სვლით დაიწყება, განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.