https://sputnik-georgia.com/20210808/arCevnebi-2021-ra-unda-icodes-saqarTvelos-moqalaqem-252531214.html
არჩევნები 2021: რა უნდა იცოდეს საქართველოს მოქალაქემ
არჩევნები 2021: რა უნდა იცოდეს საქართველოს მოქალაქემ
Sputnik საქართველო
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2.044 დეპუტატს და 64 მერს აირჩევს. 08.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-08T10:00+0400
2021-08-08T10:00+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1e/249862937_0:0:3072:1739_1920x0_80_0_0_914200de733fd63f0f56b42f383c8d91.jpg
თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და ახლა პარტიები რეგისტრაციას გადიან და თავიანთი კანდიდატების წარსადგენად ემზადებიან.კენჭისყრა 2 ოქტომბერს გაიმართება.საერთო ჯამში, ცესკოს უახლესი მონაცემებით, არჩევნებში 23 პარტია მიიღებს მონაწილეობას. არჩევნებში მონაწილე პარტიების რაოდენობა შეზღუდული არ არის. პარლამენტში უკვე გასულ პარტიას რეგისტრაციისთვის რაიმე დოკუმენტის წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ იმ პარტიამ, რომელიც არჩევნებში პირველად მონაწილეობს, უნდა წარმოადგინოს მხარდამჭერთა სია - სულ საკმარისია 25 ათასი ხელმოწერა.კანდიდატების დასახელება საინიციატივო ჯგუფებსაც შეუძლიათ.ვის აირჩევენარჩევნების შედეგების მიხედვით აირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2.044 დეპუტატს და 64 მერს.დეპუტატების საერთო რაოდენობიდან 656 ირჩევა მაჟორიტარული სისტემით, ხოლო დანარჩენი - პროპორციული სისტემით.თბილისის, ყველაზე მრავალრიცხოვან საკრებულოში არის 50 დეპუტატი, შემდეგ მოდის ოზურგეთისა და ზუგდიდის საკრებულოები, სადაც 45-45 დეპუტატია. ყველაზე ცოტა წევრია ყაზბეგის საკრებულოში - მხოლოდ 18 ადამიანი.საკრებულოს დეპუტატთა რაოდენობა დამოკიდებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა რაოდენობაზე. ხოლო რეგიონებში მაჟორიტარების რაოდენობა ყველა დეპუტატის 1/3-ს, თბილისში - 1/5-ს შეადგენს.საქართველოს მოქალაქე შეიძლება გახდეს ქალაქის მერი 25 წლიდან, ხოლო საკრებულოს დეპუტატი - 21 წლიდან.როგორ აირჩევენროგორც მერებს, ისე საკრებულოს დეპუტატებს ადგილებზე პირდაპირი კენჭისყრით აირჩევენ.ამავე დროს, იმისათვის, რომ კანდიდატი მუნიციპალიტეტის მერი გახდეს, მან ხმების მინიმუმ 50% უნდა მოიპოვოს.საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. პროპორციული სისტემით დეპუტატებს პარტიებისთვის მიცემული ხმებით აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარებს - კანდიდატისთვის ხმის მიცემით.მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული სისტემით დეპუტატების გაყვანას შეძლებენ ის პარტიები, რომლებიც ხმების 3%-ს მოიპოვებენ, ხოლო თბილისში - 2,5%-ს.იმისათვის, რომ მაჟორიტარული სისტემით არჩეული პირი მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი გახდეს, მან ხმების მინიმუმ 40% უნდა მიიღოს.
https://sputnik-georgia.com/20210807/leiboristulma-partiam-merobis-kandidati-daasaxela-252529735.html
https://sputnik-georgia.com/20210807/skandali-opoziciaSi-nacmoZraobis-nawili-arCevnebSi-monawileobas-ar-miiRebs-252528807.html
https://sputnik-georgia.com/20210806/arCevnebi-2021-ceskom-partiebi-daaregistrira-252525893.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1e/249862937_0:0:3072:1931_1920x0_80_0_0_581458233e0143baeece8280adbb3369.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
არჩევნები 2021: რა უნდა იცოდეს საქართველოს მოქალაქემ
10:00 08.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2.044 დეპუტატს და 64 მერს აირჩევს.
თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და ახლა პარტიები რეგისტრაციას გადიან და თავიანთი კანდიდატების წარსადგენად ემზადებიან.
კენჭისყრა 2 ოქტომბერს გაიმართება.
საერთო ჯამში, ცესკოს უახლესი მონაცემებით, არჩევნებში 23 პარტია მიიღებს მონაწილეობას. არჩევნებში მონაწილე პარტიების რაოდენობა შეზღუდული არ არის. პარლამენტში უკვე გასულ პარტიას რეგისტრაციისთვის რაიმე დოკუმენტის წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ იმ პარტიამ, რომელიც არჩევნებში პირველად მონაწილეობს, უნდა წარმოადგინოს მხარდამჭერთა სია - სულ საკმარისია 25 ათასი ხელმოწერა.
კანდიდატების დასახელება საინიციატივო ჯგუფებსაც შეუძლიათ.
არჩევნების შედეგების მიხედვით აირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2.044 დეპუტატს და 64 მერს.
დეპუტატების საერთო რაოდენობიდან 656 ირჩევა მაჟორიტარული სისტემით, ხოლო დანარჩენი - პროპორციული სისტემით.
თბილისის, ყველაზე მრავალრიცხოვან საკრებულოში არის 50 დეპუტატი, შემდეგ მოდის ოზურგეთისა და ზუგდიდის საკრებულოები, სადაც 45-45 დეპუტატია. ყველაზე ცოტა წევრია ყაზბეგის საკრებულოში - მხოლოდ 18 ადამიანი.
საკრებულოს დეპუტატთა რაოდენობა დამოკიდებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა რაოდენობაზე. ხოლო რეგიონებში მაჟორიტარების რაოდენობა ყველა დეპუტატის 1/3-ს, თბილისში - 1/5-ს შეადგენს.
საქართველოს მოქალაქე შეიძლება გახდეს ქალაქის მერი 25 წლიდან, ხოლო საკრებულოს დეპუტატი - 21 წლიდან.
როგორც მერებს, ისე საკრებულოს დეპუტატებს ადგილებზე პირდაპირი კენჭისყრით აირჩევენ.
ამავე დროს, იმისათვის, რომ კანდიდატი მუნიციპალიტეტის მერი გახდეს, მან ხმების მინიმუმ 50% უნდა მოიპოვოს.
საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. პროპორციული სისტემით დეპუტატებს პარტიებისთვის მიცემული ხმებით აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარებს - კანდიდატისთვის ხმის მიცემით.
მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული სისტემით დეპუტატების გაყვანას შეძლებენ ის პარტიები, რომლებიც ხმების 3%-ს მოიპოვებენ, ხოლო თბილისში - 2,5%-ს.
იმისათვის, რომ მაჟორიტარული სისტემით არჩეული პირი მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი გახდეს, მან ხმების მინიმუმ 40% უნდა მიიღოს.