სკანდალი ოპოზიციაში: „ნაცმოძრაობის“ ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

© courtesy of Grigol Vashadze„ნაცმოძრაობა"
„ნაცმოძრაობა - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
მარნეულის რაიონული ორგანიზაციის წევრების გადაწყვეტილებამ ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის წევრთა ნაწილმა უარი თქვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. ამან პარტიის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება მოიწვია.
ოპოზიციის მიტინგი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
როგორ მიაღწევს ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
არჩევნებისთვის მზადებისას მარნეულის – ერთ–ერთი ყველაზე დიდი რაიონის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე.
„მივიღეთგადაწყვეტილება, რომ ამ არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ რაიონული წევრები არ მივიღებთ მონაწილეობას. მიზეზი არის ის, რომ ბოლო დროის განმავლობაში პარტიის რეგიონული ოფისის და რეგიონული ხელმძღვანელების მხრიდან ჩვენ მიმართ იყო რამდენიმეჯერ შეცდომა დაშვებული“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა აგილ მუსტაფაევმა.
მუსტაფაევის ეს გადაწყვეტილება პარტიის ხელმძღვანელობაში უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
„ნაცმოძრაობის ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
არჩევნები 2021: „ნაცმოძრაობამ“ ცესკოში განაცხადი შეიტანა
„აგილ მუსტაფაევი, ვინც ეს განცხადება გააკეთა, ჩვენი სახელით ერთხელ იყრიდა კენჭს და ჰქონდა ძალიან ცუდი შედეგი. თავადაც კარგად იცის, რომ ის ამ არჩევნებზე არც განიხილებოდა გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატობის პოზიციაზე. ალბათ... არის განაწყენებული და გააკეთა ეს განცხადება“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ.
მისი თქმით, ვინ იქნება მერობის კანდიდატი, გადაწყდება იქიდან გამომდინარე, თუ ვინ შეძლებს „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის მაღალი კონკურენციის გაწევას. ამაზე ახლა მიმდინარეობს მსჯელობა.
მარნეულში მერის პოსტისთვის „ქართული ოცნებიდან კენან ომაროვი იბრძოლებს. რამდენი კანდიდატი გაუწევს მას კონკურენციას, ცნობილი 8 სექტემბერს გახდება, როდესაც ცესკო ყველა კანდიდატის რეგისტრაციას დაასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0