https://sputnik-georgia.com/20210806/rogor-miaRwevs-opozicia-riggareSe-saparolamento-arCevnebis-daniSvnas-252525583.html
როგორ მიაღწევს ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას
როგორ მიაღწევს ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია გამოვიდა შეთანხმებიდან, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის პირობებს ითვალისწინებდა. 06.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-06T21:16+0400
2021-08-06T21:16+0400
2021-10-19T18:03+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/14/251223704_6:0:1280:720_1920x0_80_0_0_8d9285c69edae85c382a63f9cc618327.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ოპოზიციური პარტიები ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად გეგმას ამზადებენ – საპროტესტო აქციებით დაწყებული, საერთაშორისო ზეწოლით დამთავრებული.აპრილში „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან გააფორმა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 43%-ზე მეტს ვერ აიღებს. თუმცა ივლისის ბოლოს, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე „ქართული ოცნება“ შეთანხმებიდან მოულოდნელად გამოვიდა.„ჯერ არავითარი პოლიტიკური მოცემულობა არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად“, – განაცხადა მმართველი პარტიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.მანამდე იგივე განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომლის თქმითაც, ოპოზიციასთან შეთანხმება გაუქმებულია და, შესაბამისად, უახლოეს მომავალში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას არავინ აპირებს.„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვებენ. პარტიის წარმომადგენლების აზრით, „ქართულ ოცნებას“, სულ მცირე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგის, 48,2%-ის გაუმჯობესების იმედი აქვს.გამარჯვების გეგმა„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნების“ გეგმას, შეინარჩუნოს ძალაუფლება 2024 წლამდე, ასრულება არ უწერია.„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას გაუქმებულად აცხადებს>>„ქართულ ოცნებას“ მოუწევს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, რადგან ამას წყვეტს არა ხელისუფლება, არამედ ხალხი. და დამდეგი არჩევნები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, უნდა თუ არა ხალხს რიგგარეშე არჩევნები“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.რაც შეეხება გეგმას, თუ როგორ შეიძლება აიძულონ „ქართული ოცნება“, დანიშნოს არჩევნები, აქ ოპოზიციაში აზრები გაიყო.პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოსავალს ოპოზიციის გაერთიანებაში ხედავს.„ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს არჩევნებში გამარჯვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა 2022 წელს. დროა საზოგადოებამ მობილიზება შეძლოს, პარტიები კი გაერთიანდნენ“, – განაცხადა ხაზარაძემ.„ქართული ოცნება“ შეშინდა“ – გახარია მიშელის შეთანხმების გაუქმებაზე>>პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოსავალს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლაში ხედავს.თუ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ მიიღებს, ჩვენ 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად გზებს გამოვნახავთ, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილს კი მიაჩნია, რომ ყველაზე დიდ ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“ საპროტესტო აქციები მოახდენს.„რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი ქუჩაში გამოვა, დასავლეთი კი სანქციებს დააწესებს“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.თუმცა ოპოზიციაში სიტუაციიდან გამოსავალს ყველა რიგგარეშე არჩევნებში ვერ ხედავს.„რიგგარეშე არჩევნების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები ერთადერთ გამოსავლად არ მიმაჩნია. თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, არ ვიტყვი, რომ დავიღუპეთ, ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს თვითმმართველობის არჩევნებზე კარგი შედეგი აჩვენოს და საკრებულოში მეტი დეპუტატი შეიყვანოს, რათა რეალურად უკეთესი საკრებულო მივიღოთ, სადაც ჩვენი მოქალაქეების პრობლემები ბევრად უფრო ეფექტურად იქნება გადაჭრილი“, – განაცხადა „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.გამოკითხვა არჩევნების წინ: პოლიტიკოსთა მოსაზრებები მკვეთრად განსხვავდება>>თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დანიშნული. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი თბილისში 2,5%-ია, რეგიონებში – 3%.
https://sputnik-georgia.com/20210804/zurabishvili-shetanxmebis-taobaze-mmartvel-partiastan-252499252.html
https://sputnik-georgia.com/20210805/qartuli-ocneba-saqartveloshi-riggareshe-archevnebi-ar-iqneba-252515239.html
https://sputnik-georgia.com/20210728/-----------252448645.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/14/251223704_79:0:1225:720_1920x0_80_0_0_fa113795d08a534704eea3f1cd7811b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
როგორ მიაღწევს ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას
21:16 06.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) მმართველი პარტია გამოვიდა შეთანხმებიდან, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის პირობებს ითვალისწინებდა.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ოპოზიციური პარტიები ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად გეგმას ამზადებენ – საპროტესტო აქციებით დაწყებული, საერთაშორისო ზეწოლით დამთავრებული.
აპრილში „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან გააფორმა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 43%-ზე მეტს ვერ აიღებს. თუმცა ივლისის ბოლოს, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე „ქართული ოცნება“ შეთანხმებიდან მოულოდნელად გამოვიდა.
„ჯერ არავითარი პოლიტიკური მოცემულობა არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად“, – განაცხადა მმართველი პარტიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
მანამდე იგივე განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომლის თქმითაც, ოპოზიციასთან შეთანხმება გაუქმებულია და, შესაბამისად, უახლოეს მომავალში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას არავინ აპირებს.
„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვებენ. პარტიის წარმომადგენლების აზრით, „ქართულ ოცნებას“, სულ მცირე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგის, 48,2%-ის გაუმჯობესების იმედი აქვს.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნების“ გეგმას, შეინარჩუნოს ძალაუფლება 2024 წლამდე, ასრულება არ უწერია.
„ქართულ ოცნებას“ მოუწევს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, რადგან ამას წყვეტს არა ხელისუფლება, არამედ ხალხი. და დამდეგი არჩევნები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, უნდა თუ არა ხალხს რიგგარეშე არჩევნები“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.
როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.
რაც შეეხება გეგმას, თუ როგორ შეიძლება აიძულონ „ქართული ოცნება“, დანიშნოს არჩევნები, აქ ოპოზიციაში აზრები გაიყო.
პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოსავალს ოპოზიციის გაერთიანებაში ხედავს.
„ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს არჩევნებში გამარჯვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა 2022 წელს. დროა საზოგადოებამ მობილიზება შეძლოს, პარტიები კი გაერთიანდნენ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოსავალს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლაში ხედავს.
თუ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ მიიღებს, ჩვენ 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად გზებს გამოვნახავთ, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილს კი მიაჩნია, რომ ყველაზე დიდ ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“ საპროტესტო აქციები მოახდენს.
„რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი ქუჩაში გამოვა, დასავლეთი კი სანქციებს დააწესებს“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.
თუმცა ოპოზიციაში სიტუაციიდან გამოსავალს ყველა რიგგარეშე არჩევნებში ვერ ხედავს.
„რიგგარეშე არჩევნების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები ერთადერთ გამოსავლად არ მიმაჩნია. თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, არ ვიტყვი, რომ დავიღუპეთ, ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს თვითმმართველობის არჩევნებზე კარგი შედეგი აჩვენოს და საკრებულოში მეტი დეპუტატი შეიყვანოს, რათა რეალურად უკეთესი საკრებულო მივიღოთ, სადაც ჩვენი მოქალაქეების პრობლემები ბევრად უფრო ეფექტურად იქნება გადაჭრილი“, – განაცხადა „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დანიშნული. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი თბილისში 2,5%-ია, რეგიონებში – 3%.