https://sputnik-georgia.com/20210730/qartuli-ocneba-sheshinda-gaxaria-mishelis-shetanxmebis-anulirebaze-252464320.html
„ქართული ოცნება“ შეშინდა“ – გახარია მიშელის შეთანხმების გაუქმებაზე
„ქართული ოცნება“ შეშინდა“ – გახარია მიშელის შეთანხმების გაუქმებაზე
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაურის განცხადებით, ხელისუფლებისთვის სახელმწიფოებრივი ინტერესები მეორე პლანზე დგას. 30.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-30T16:40+0400
2021-07-30T16:40+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252279692_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_70540f5eb2de0d2b07d848b04f76744c.jpg
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე შიშის შედეგია, განაცხადა საქართველოს ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან. 28 ივლისს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ყველასთვის მოულოდნელად გაუქმებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება და ამით უარი განაცხადა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია ხმების 43%-ს ვერ აიღებს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ქვეყნის დასავლელი პარტნიორების კრიტიკა გამოიწვია, რომლებმაც ხელისუფლების პროდასავლური კურსი ეჭვქვეშ დააყენეს.მისი თქმით, სახელმწიფო ინტერესები მეორე პლანზეა გადასული, წინა პლანზე კი პარტიული ინტერესები დგას.„მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს ან აკეთებს მმართველი ძალა, იგი უკვე არ ითვალისწინებს დოკუმენტს, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოაწერა ხელი, ეს კი შიშის შედეგია“, – აღნიშნა გახარიამ. ამის შესახებ პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის დეპუტატთან ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც თბილისში პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს მართავს.ექს-პრემიერმა ასევე კომენტარი გააკეთა თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც ქვეყანაში 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი.„ჩვენს კანდიდატს როდესაც დავაყენებთ, ყველანი ნახავთ, რომ მეორე ტური თუ იქნება, იმ მეორე ტურში ჩვენც ვიქნებით... ერთი რამ მინდა გითხრათ, მიუხედავად ჩემი პერსონალური სიმპათიებისა და ანტიპათიებისა, მმართველმა ძალამ იქამდე მიიყვანა სიტუაცია, რომ დღეს თბილისის მერის არჩევნებში კანდიდატის მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ მერის არჩევას. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს იმ დიდი პოლიტიკური შლეიფის მხარდაჭერასაც, რომელიც თითოეულ ამ კანდიდატს უკან მოჰყვება“, – განაცხადა გახარიამ.თვითმმართველი ორგანოების არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე, ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი კი ნიკა მელიაა.მმართველ პარტიაში მელიას სერიოზულ კონკურენტად არ მიიჩნევენ და საკუთარი კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებული არიან.
https://sputnik-georgia.com/20210730/britanetis-saelcho-sheshpotebas-gamotqvams-252460609.html
https://sputnik-georgia.com/20210729/sharl-misheli-konsultaciebs-iwyebs-252454652.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252279692_265:0:2996:2048_1920x0_80_0_0_3afb407dcad78e729f4f4758e0957e29.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
„ქართული ოცნება“ შეშინდა“ – გახარია მიშელის შეთანხმების გაუქმებაზე
16:40 30.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაურის განცხადებით, ხელისუფლებისთვის სახელმწიფოებრივი ინტერესები მეორე პლანზე დგას.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე შიშის შედეგია, განაცხადა საქართველოს ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.
28 ივლისს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ყველასთვის მოულოდნელად გაუქმებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება და ამით უარი განაცხადა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია ხმების 43%-ს ვერ აიღებს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ქვეყნის დასავლელი პარტნიორების კრიტიკა გამოიწვია, რომლებმაც ხელისუფლების პროდასავლური კურსი ეჭვქვეშ დააყენეს.
„შეფასება სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ჩემთვის ესაა შიშის გამოხატულება, რამდენადაც უკვე ნათელი ხდება, რომ მმართველ ძალას სულ უფრო უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებს უპასუხოს. ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების განწყობასა და გადაწყვეტილებებში. ყველაზე ცუდია, რომ მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, რაც ჩემთვის დიდი იმედგაცრუებაა“, – აღნიშნა გახარიამ.
მისი თქმით, სახელმწიფო ინტერესები მეორე პლანზეა გადასული, წინა პლანზე კი პარტიული ინტერესები დგას.
„მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს ან აკეთებს მმართველი ძალა, იგი უკვე არ ითვალისწინებს დოკუმენტს, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოაწერა ხელი, ეს კი შიშის შედეგია“, – აღნიშნა გახარიამ.
ამის შესახებ პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის დეპუტატთან ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც თბილისში პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს მართავს.
ექს-პრემიერმა ასევე კომენტარი გააკეთა თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც ქვეყანაში 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
„ჩვენს კანდიდატს როდესაც დავაყენებთ, ყველანი ნახავთ, რომ მეორე ტური თუ იქნება, იმ მეორე ტურში ჩვენც ვიქნებით... ერთი რამ მინდა გითხრათ, მიუხედავად ჩემი პერსონალური სიმპათიებისა და ანტიპათიებისა, მმართველმა ძალამ იქამდე მიიყვანა სიტუაცია, რომ დღეს თბილისის მერის არჩევნებში კანდიდატის მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ მერის არჩევას. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს იმ დიდი პოლიტიკური შლეიფის მხარდაჭერასაც, რომელიც თითოეულ ამ კანდიდატს უკან მოჰყვება“, – განაცხადა გახარიამ.
თვითმმართველი ორგანოების არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე, ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი კი ნიკა მელიაა.
მმართველ პარტიაში მელიას სერიოზულ კონკურენტად არ მიიჩნევენ და საკუთარი კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებული არიან.