„ქართული ოცნება“:  საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა შარლ მიშელის შეთანხმება, რითიც უარი განაცხადა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია ხმების 43%-ს ვერ აიღებს
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ჩვენ არ დავნიშნავთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. 
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
პრეზიდენტი მიშელის შეთანხმების თაობაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ ხელმოწერილ შეთანხმების დოკუმენტში იყო გაწერილი. გასულ კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა.
 „შეთანხმება ანულირებულია და ჩვენ მომავალში ასეთი ტიპის შეთანხმებას არასოდეს აღარ გავაფორმებთ. მასში საუბარი იყო დროებით კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ ეს აღარასოდეს მოხდება. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი. 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ
მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა 2024 წელს იწურება.
ამასთან, ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მარცხი „ქართულ ოცნებას“ აიძულებს დანიშნოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები.
ყველა ახალი ამბავი
0