„ლეიბორისტულმა პარტიამ“ თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი დაასახელა

© FB / Shalva Natelashviliშალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
მიხეილ ქუმსიშვილის კონკურენტების სრული სია ცნობილი 8 სექტემბრისთვის გახდება, როდესაც კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდება.
თბილისი, 7 აგვისტო  — Sputnik. „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ“ თბილისის მერის პოსტზე მიხეილ ქუმსიშვილი წარადგინა და ასევე დაასახელა საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა. 
„ნაცმოძრაობა - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
სკანდალი ოპოზიციაში: „ნაცმოძრაობის“ ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
„დღეს თბილისის მერობის კანდიდატად ვასახელებთ პარტიის ახალგაზრდულის ლიდერს, უნიჭიერეს მიხეილ ქუმსიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კი ცნობილ პოლიტიკოსს, ეკოლოგსა და  მებრძოლ ლაშა ჩხარტიშვილს“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა.
თბილისის მერობისთვის ქუმსიშვილის გარდა,  საკუთარ ძალებს მოსინჯავენ დედაქალაქის მოქმედი მერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მერობის კანდიდატად დაასახელა.
ყველა ახალი ამბავი
0