https://sputnik-georgia.com/20210809/gamyreliZis-axali-rekomendacia-252543532.html
გამყრელიძის ახალი რეკომენდაცია: მინიმუმამდე შემცირდეს ფესტივალებში მონაწილეთა რიცხვი
გამყრელიძის ახალი რეკომენდაცია: მინიმუმამდე შემცირდეს ფესტივალებში მონაწილეთა რიცხვი
Sputnik საქართველო
ფესტივალის მონაწილეებმა უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია, ღონისძიებაზე უნდა დაუშვან აცრილი ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე ადამიანები. 09.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-09T18:06+0400
2021-08-09T18:06+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251021760_98:444:2152:1600_1920x0_80_0_0_4a23d561d90028b2f54286b95e6c1e9c.jpg
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა – მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ფესტივალებში მონაწილე ადამიანთა რიცხვი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.კერძოდ, გამყრელიძის თქმით, ფესტივალს უნდა დაესწროს მაქსიმუმ 100 ადამიანი და იქ სრულად უნდა იყოს დაცული ორმეტრიანი დისტანცია. გარდა ამისა, მათ აუცილებლად უნდა გამოიყენონ პირბადე. ასევე რეკომენდებულია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ღონისძიებაზე დასასწრებად მიდის, იყოს ორჯერადად აცრილი, ან ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ჰქონდეს PCR–ტესტი, ან ბოლო 24 საათში – სწრაფი ანტიგენის ტესტი.მისი თქმით, ჯერჯერობით ეს არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია.„ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს საკითხი კიდევ განიხილება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი მაღალია. სპეციალისტების აზრით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებამ და ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.ქვეყანაში შექმნილი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან საქართველოში ღია სივრცეებში ხუთზე მეტი პირის შეკრების შემთხვევაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.გარდა ამისა, ქვეყანაში აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა, კვების ობიექტებს კი მუშაობა რეგულაციების დაცვით 24:00 საათამდე შეუძლიათ.
https://sputnik-georgia.com/20210809/-------252540790.html
https://sputnik-georgia.com/20210809/ramden-xanSi-eqneba-efeqti-axal-SezRudvebs-252543262.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251021760_426:425:1992:1600_1920x0_80_0_0_8653c1f944958a8e413adf2d9aadd6c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, covid-19
საზოგადოება, საქართველო, covid-19
გამყრელიძის ახალი რეკომენდაცია: მინიმუმამდე შემცირდეს ფესტივალებში მონაწილეთა რიცხვი
18:06 09.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) ფესტივალის მონაწილეებმა უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია, ღონისძიებაზე უნდა დაუშვან აცრილი ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე ადამიანები.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა – მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ფესტივალებში მონაწილე ადამიანთა რიცხვი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
კერძოდ, გამყრელიძის თქმით, ფესტივალს უნდა დაესწროს მაქსიმუმ 100 ადამიანი და იქ სრულად უნდა იყოს დაცული ორმეტრიანი დისტანცია. გარდა ამისა, მათ აუცილებლად უნდა გამოიყენონ პირბადე. ასევე რეკომენდებულია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ღონისძიებაზე დასასწრებად მიდის, იყოს ორჯერადად აცრილი, ან ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ჰქონდეს PCR–ტესტი, ან ბოლო 24 საათში – სწრაფი ანტიგენის ტესტი.
„ეს კულტურა თანდათან შემოდის ჩვენთან და აუცილებელი იქნება ამ პანდემიის პერიოდში ამის დაცვა რაღაც ეტაპზე, ყველა ხალხმრავალ შეკრებაზე, ან ადგილზე, სადაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი იკრიბება – სემინარები, ვორქშოფები, კონფერენციები და ა.შ. იქ მივიდნენ და დაესწრონ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები, ან წინასწარ ჩაიტარონ „პისიარი“, ან სწრაფი ანტიგენის ტესტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ჯერჯერობით ეს არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია.
„ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს საკითხი კიდევ განიხილება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი მაღალია. სპეციალისტების აზრით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებამ და ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან საქართველოში ღია სივრცეებში ხუთზე მეტი პირის შეკრების შემთხვევაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.
გარდა ამისა, ქვეყანაში აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა, კვების ობიექტებს კი მუშაობა რეგულაციების დაცვით 24:00 საათამდე შეუძლიათ.