https://sputnik-georgia.com/20210809/Turnava-rac-gaCerebulia-brunvaSi-unda-CaerTos-252541813.html
თურნავა: მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერი, რაც გაჩერებულია, ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაერთოს
თურნავა: მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერი, რაც გაჩერებულია, ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაერთოს
Sputnik საქართველო
პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში შემუშავებულ საპრივატიზებო რუკას პერიოდულად დაემატება ახალი საინვესტიციო შეთავაზებები, აღნიშნავენ... 09.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-09T16:16+0400
2021-08-09T16:16+0400
2021-10-19T18:03+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441150_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_e1cebd1aeb8004fdefd2fe059996c84b.jpg
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები, კეთილგანწყობა და ნდობა ინვესტორების მხრიდან პრივატიზაციის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების საშუალებას იძლევა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მორიგი საინვესტიციო ობიექტები აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა.მთავრობა კერძო სექტორს ამჯერად საინვესტიციოდ მიმზიდველ 90 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონებას, მათ შორის, 54 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და 6 სახელმწიფო საწარმოს სთავაზობს.მისი თქმით, პაკეტში წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სხვადასხვა საინვესტიციო ქონება, ასევე რამდენიმე გაჩერებული სახელმწიფო საწარმოს წილიც.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ პროგრამის ფარგლებში გასაყიდ ქონებას შორის 89 ობიექტი 25-50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. პრივატიზების პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. ის ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით. ობიექტების ჩამონათვალში შედის უძრავი ქონება, სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.
https://sputnik-georgia.com/20210806/kapitalis-bazarze-saxelmwifo-kompaniebis-aqciebis-gatana-igegmeba-252515859.html
https://sputnik-georgia.com/20210417/saqarTvelos-mTavroba-saxelmwifos-sakuTrebaSi-arsebul-qonebas-warmatebiT-asxvisebs-251492753.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441150_61:101:1062:851_1920x0_80_0_0_f0bf8deeec707fa6129abb664fb64a36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
თურნავა: მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერი, რაც გაჩერებულია, ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაერთოს
16:16 09.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში შემუშავებულ საპრივატიზებო რუკას პერიოდულად დაემატება ახალი საინვესტიციო შეთავაზებები, აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები, კეთილგანწყობა და ნდობა ინვესტორების მხრიდან პრივატიზაციის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების საშუალებას იძლევა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მორიგი საინვესტიციო ობიექტები აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა.
მთავრობა კერძო სექტორს ამჯერად საინვესტიციოდ მიმზიდველ 90 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონებას, მათ შორის, 54 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და 6 სახელმწიფო საწარმოს სთავაზობს.
„ძალიან მაღალი ტემპით ვახორციელებთ რეფორმას და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერი, რაც დღემდე იყო გაჩერებული, ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში, შექმნას დოვლათი და დაასაქმოს ადამიანები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, პაკეტში წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სხვადასხვა საინვესტიციო ქონება, ასევე რამდენიმე გაჩერებული სახელმწიფო საწარმოს წილიც.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ პროგრამის ფარგლებში გასაყიდ ქონებას შორის 89 ობიექტი 25-50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. პრივატიზების პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.
პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. ის ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით. ობიექტების ჩამონათვალში შედის უძრავი ქონება, სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.