https://sputnik-georgia.com/20210806/kapitalis-bazarze-saxelmwifo-kompaniebis-aqciebis-gatana-igegmeba-252515859.html
2025 წლისთვის კაპიტალის ბაზარზე სახელმწიფო კომპანიების აქციების გატანა იგეგმება
2025 წლისთვის კაპიტალის ბაზარზე სახელმწიფო კომპანიების აქციების გატანა იგეგმება
Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტრო მუშაობს ოთხი ძირითადი მიმართულებით – ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკა, ბიზნესმეგობრული საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო... 06.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-06T09:41+0400
2021-08-06T09:41+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/14/251512207_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_64073c0a4c2c3d1e98d571a8573eedfe.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კაპიტალის ბაზრის რიგი რეფორმები გაატარა, რაც 2025 წლისთვის მასზე ხუთი სახელმწიფო და ხუთი კერძო კომპანიის ფასიანი ქაღალდების გამოჩენას ითვალისწინებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. კაპიტალის ბაზრის რეფორმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რეფორმის ფარგლებში მიღებული იქნა ახალი კანონმდებლობა და შემოიღეს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი.„ჩვენ ჩავატარებთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, რომელიც კაპიტალის ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშეებს შექმნის. ასევე ჩვენ ვმუშაობთ კერძო საწარმოებთანაც, რათა მათაც ჰქონდეთ წვდომა ბაზართან“, – განაცხადა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან.ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროსთვის 2025 წელს პროგრამა მინიმუმი იქნება მინიმუმ ხუთი სახელმწიფო საწარმოს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება, საიდანაც ორი საწარმო წარადგენს საქმიან პაკეტებს, და ასევე ხუთი კერძო კომპანიის საქმიანი პაკეტების წარდგენა.ცნობილია, რომ აპრილში „საქართველოს რკინიგზამ“ ლონდონის საფონდო ბირჟზე 500 მლნ დოლარის მოცულობის „მწვანე“ ობლიგაციები განათავსა, რომლებიც ინვესტორთა მხრიდან დიდი მოთხოვნით სარგებლობს.2030 წლამდე ქვეყნის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში დაგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უკვე დაიწყო, აგვისტოს ბოლომდე ყველა უწყებამ უნდა წარმოადგინოს საკუთარი სფეროს განვითარების გეგმა. სექტემბერში კონსულტაციები დაიწყება, 2030 წლამდე ქვეყნის განვითარების საერთო გეგმის წარდგენა კი არჩევნების დღის შემდეგ მოხდება.არჩევნების წინ სამოქმედო პროგრამების წარდგენის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და პოპულიზმი უწოდეს.
https://sputnik-georgia.com/20210714/saqartveloshi-ipotekit-uzrunvelkopili-obligaciebs-gamoushveben-252313063.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/14/251512207_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_b09a15a22168b74abb27d0ba957d7550.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
2025 წლისთვის კაპიტალის ბაზარზე სახელმწიფო კომპანიების აქციების გატანა იგეგმება
09:41 06.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ფინანსთა სამინისტრო მუშაობს ოთხი ძირითადი მიმართულებით – ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკა, ბიზნესმეგობრული საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო დავების რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა, განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კაპიტალის ბაზრის რიგი რეფორმები გაატარა, რაც 2025 წლისთვის მასზე ხუთი სახელმწიფო და ხუთი კერძო კომპანიის ფასიანი ქაღალდების გამოჩენას ითვალისწინებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
კაპიტალის ბაზრის რეფორმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რეფორმის ფარგლებში მიღებული იქნა ახალი კანონმდებლობა და შემოიღეს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი.
„ჩვენ ჩავატარებთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, რომელიც კაპიტალის ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშეებს შექმნის. ასევე ჩვენ ვმუშაობთ კერძო საწარმოებთანაც, რათა მათაც ჰქონდეთ წვდომა ბაზართან“, – განაცხადა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან.
ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროსთვის 2025 წელს პროგრამა მინიმუმი იქნება მინიმუმ ხუთი სახელმწიფო საწარმოს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება, საიდანაც ორი საწარმო წარადგენს საქმიან პაკეტებს, და ასევე ხუთი კერძო კომპანიის საქმიანი პაკეტების წარდგენა.
ცნობილია, რომ აპრილში „საქართველოს რკინიგზამ“ ლონდონის საფონდო ბირჟზე 500 მლნ დოლარის მოცულობის „მწვანე“ ობლიგაციები განათავსა, რომლებიც ინვესტორთა მხრიდან დიდი მოთხოვნით სარგებლობს.
2030 წლამდე ქვეყნის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში დაგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უკვე დაიწყო, აგვისტოს ბოლომდე ყველა უწყებამ უნდა წარმოადგინოს საკუთარი სფეროს განვითარების გეგმა. სექტემბერში კონსულტაციები დაიწყება, 2030 წლამდე ქვეყნის განვითარების საერთო გეგმის წარდგენა კი არჩევნების დღის შემდეგ მოხდება.
არჩევნების წინ სამოქმედო პროგრამების წარდგენის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და პოპულიზმი უწოდეს.