COVID-19-ის მომავლის პროგნოზი: ის პრინციპულად ახალ დაავადებად გადაიქცევა

© AFP 2024 / KAREN DUCEYლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
გამოწერა
ბრიტანელი მეცნიერის თქმით, არსებობს გონივრული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ვარიანტი „დელტა“ შეიძლება SARS-CoV-2-ის საბოლოო წერტილი იყოს.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. დაავადება COVID-19 მალე „პრინციპულად ახალ დაავადებად“ ჩამოყალიბდება, გადაიქცევა რა, სხვა კორონავირუსების მსგავსად, გაციების კიდევ ერთ მიზეზად, წერს აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ ჰანტერი ჟურნალ Spectator-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.  
ორსული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
„დელტა“ შტამი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფეხმძიმეებს – საავადმყოფოებში მეტი ორსული ხვდება
მეცნიერს მიაჩნია, რომ ვირუსი SARS-CoV-2 არსად გაქრება და სხვა კორონავირუსების მსგავსად დაახლოებით ხუთ წელიწადში ერთხელ კიდევ მრავალგზის იჩენს თავს.
„COVID-19 პრინციპულად სხვა დაავადებად გადაიქცევა. რამდენიმე წლის შემდეგ ინფექციის უდიდესი ნაწილი უსიმპტომოდ ან იოლ ფორმებში გაივლის. სხვა სიტყვებით, სხვა კორონავირუსების მსგავსად გაციების კიდევ ერთი მიზეზი გახდება“, — განაცხადა პროფესორმა.
ჰანტერის თქმით, ვაქცინაცია დაავადების გავრცელებას გაართულებს, და მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ვაქცინები ნაკლებად დაიცავს ადამიანებს ინფექციისგან, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა მაინც თავიდან იქნება აშორებული.
როგორც პროფესორმა აღნიშნა, სხვა კორონავირუსები სეზონური ხასიათისაა და, როგორც წესი, პიკს ზამთრობით აღწევს. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებითაც ანალოგიური სიტუაცია იქნება.
COVID-19-ზე ვაქცინაცია წლების განმავლობაში იქნება საჭირო: ბრიტანელი მეცნიერების ანგარიში>>
პოლ ჰანტერის თქმით, არსებობს გონივრული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ვარიანტი „დელტა“ შეიძლება SARS-CoV-2-ის საბოლოო წერტილი იყოს.
მისი აზრით, „დელტა“ ყველაზე ძლიერი ვარიანტია და მიაჩნია, რომ სხვა ვარიანტების ანალოგიური „აფეთქება“, სავარაუდოდ, არ მოხდება.
მეცნიერის თქმით, პანდემიის ყველაზე ცუდი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში დიდ ბრიტანეთში, უკვე უკანაა, თუმცა ვაქცინაციას კვლავაც დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ შეზღუდვების დაწესება საჭირო აღარ გახდეს.
ყველა ახალი ამბავი
0