„დელტა“ შტამი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფეხმძიმეებს – საავადმყოფოებში მეტი ორსული ხვდება

CC BY-SA 2.0 / Thomas Pompernigg / Ich bin schwanger!ორსული ქალი
ორსული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
გინეკოლოგიის დარგის პროფესორის თქმით, „დელტა“ შტამის გავრცელების შემდეგ საავადმყოფოებში იმაზე ბევრად მეტი ორსული ქალი ხვდება, ვიდრე წინა შტამების დროს.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსის „დელტა“ შტამი უფრო სახიფათოა ორსულებისთვის, ვიდრე სხვა ვარიანტები, ასეთ დასკვნამდე მივიდა უტრეხტის (ნიდერლანდი) საუნივერისტეტო სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიის დარგის პროფესორი კიტი ბლუმენკამპი.
ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეერთებული პაციენტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
დასახელდა საშიში დაავადებები, რომლებიც COVID-19-ის გადატანიდან პირველ ორ კვირაში ჩნდება
მისი თქმით, ნიდერლანდში „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შემდეგ ჰოსპიტალიზებულია უფრო მეტი ორსული ქალი, ვიდრე COVID-19-ის წინა შტამების დროს იყო.
„ეს ქალები არ არიან ვაქცინირებული და არ აქვთ რომელიმე სხვა თანმდევი დაავადება. მიუხედავად ამისა, ისინი მძიმედ ავადდებიან კორონავირუსით“, — განუცხადა მან გამოცემა Algemeen Dagblad-ს.
როგორც პროფესორი ამბობს, ბავშვი შეიძლება დროზე ადრე დაიბადოს, როდესაც დედა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იქნება ჩართული.
ბლუმენკამპის განმარტებით, როდესაც ქალი, რომლის ორსულობაც კარგად მიმდინარეობს, კორონავირუსით ავადდება, მისი მდგომარეობა მოულოდნელად და სწრაფად უარესდება და ამიტომ მისი ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე ჩართვა ხდება საჭირო.
  • „ვფიქრობ, ქალებმა თავად უნდა გადაწყვიტონ – აიცრებიან თუ არა. მაგრამ ისინი კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებული და ესმოდეთ, როგორი იქნება ვაქცინაციაზე უარის შედეგები“, — ამბობს ჰოლანდიელი ექიმი.
კორონავირუსის „დელტა“ შტამი (B.1.617) ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ივლისის პირველი ნახევრიდან იქცა დომინანტად. ეს ვარიანტი პირველად ინდოეთში გამოვლინდა 2020 წლის ოქტომბერში, რის შემდეგაც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში გავრცელდა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური