https://sputnik-georgia.com/20210803/COVID-19-gadatanidan-pirvel-or-kviraSi-252494101.html
დასახელდა საშიში დაავადებები, რომლებიც COVID-19-ის გადატანიდან პირველ ორ კვირაში ჩნდება
დასახელდა საშიში დაავადებები, რომლებიც COVID-19-ის გადატანიდან პირველ ორ კვირაში ჩნდება
Sputnik საქართველო
მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს, რა დროსაც კორონავირუსგადატანილ და არაინფიცირებულ ადამიანებში საშიში დაავადებების სიხშირე შეადარეს. 03.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-03T18:34+0400
2021-08-03T18:34+0400
2023-07-20T15:43+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251320087_0:80:1600:980_1920x0_80_0_0_ed64813b2f1a6ac0875237fd034a44fa.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გადატანიდან პირველ ორ კვირაში მნიშვნელოვნად იზრდება გულ-სისხლძარღვთა საშიში დაავადებების რისკი, წერს სამეცნიერო ჟურნალი The Lancet შვედეთის უმეოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომზე დაყრდნობით.მკვლევარებმა მიოკარდის მწვავე ინფარქტისა და იშემიური ინსულტის წარმოშობის სიხშირე შეისწავლეს იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც COVID-19 ჰქონდათ გადატანილი და მათი მონაცემები საკონტროლო ჯგუფს შეადარეს, რომელშიც ამ დაავადებების მქონე, თუმცა კორონავირუსით არაინფიცირებული ადამიანები შედიოდნენ.აღმოჩნდა, რომ კორონავირუსული დაავადება დაახლოებით სამჯერ ზრდის მიოკარდის ინფარქტისა და იშემიური ინსულტის რისკებს მისი გადატანიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში. ამგვარი კავშირი ვლინდებოდა ასაკის, სქესისა და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.ექსპერიმენტში 86.742 კაცი მონაწილეობდა და ეს, ნაშრომის ავტორების თქმით, ყველაზე დიდი მსგავსი კვლევაა.მანამდე The Lancet-მა გამოაქვეყნა ობსერვაციული კვლევის შედეგები, რომელშიც ბრიტანეთის 300-ზე მეტი საავადმყოფოს პაციენტები მონაწილეობდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის შემდეგ ყველაზე ხშირი გართულებები თირკმელს უკავშირდებოდა — თითქმის 25%, რესპირატორული — 18% და სისტემური — 16%.ამასთან თითქმის ყოველ მერვეს აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა (12%), ასევე ნევროლოგიური (4%), კუჭ-ნაწლავთა და ღვიძლის (თითო პროცენტზე ნაკლები) გართულებები.
https://sputnik-georgia.com/20210726/COVID-19-inteleqts-aqveiTebs-252420568.html
https://sputnik-georgia.com/20210714/yava-koronavirusiT-inficirebis-riskebs-amcirebs-mecnieruli-kvleva-252320160.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251320087_94:0:1506:1059_1920x0_80_0_0_3902d6c88e6f8ff70143fa37408ad035.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
დასახელდა საშიში დაავადებები, რომლებიც COVID-19-ის გადატანიდან პირველ ორ კვირაში ჩნდება
18:34 03.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს, რა დროსაც კორონავირუსგადატანილ და არაინფიცირებულ ადამიანებში საშიში დაავადებების სიხშირე შეადარეს.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გადატანიდან პირველ ორ კვირაში მნიშვნელოვნად იზრდება გულ-სისხლძარღვთა საშიში დაავადებების რისკი, წერს სამეცნიერო ჟურნალი
The Lancet შვედეთის უმეოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომზე დაყრდნობით.
მკვლევარებმა მიოკარდის მწვავე ინფარქტისა და იშემიური ინსულტის წარმოშობის სიხშირე შეისწავლეს იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც COVID-19 ჰქონდათ გადატანილი და მათი მონაცემები საკონტროლო ჯგუფს შეადარეს, რომელშიც ამ დაავადებების მქონე, თუმცა კორონავირუსით არაინფიცირებული ადამიანები შედიოდნენ.
აღმოჩნდა, რომ კორონავირუსული დაავადება დაახლოებით სამჯერ ზრდის მიოკარდის ინფარქტისა და იშემიური ინსულტის რისკებს მისი გადატანიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში. ამგვარი კავშირი ვლინდებოდა ასაკის, სქესისა და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
ექსპერიმენტში 86.742 კაცი მონაწილეობდა და ეს, ნაშრომის ავტორების თქმით, ყველაზე დიდი მსგავსი კვლევაა.
მანამდე The Lancet-მა გამოაქვეყნა ობსერვაციული კვლევის შედეგები, რომელშიც ბრიტანეთის 300-ზე მეტი საავადმყოფოს პაციენტები მონაწილეობდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის შემდეგ ყველაზე ხშირი გართულებები თირკმელს უკავშირდებოდა — თითქმის 25%, რესპირატორული — 18% და სისტემური — 16%.
ამასთან თითქმის ყოველ მერვეს აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა (12%), ასევე ნევროლოგიური (4%), კუჭ-ნაწლავთა და ღვიძლის (თითო პროცენტზე ნაკლები) გართულებები.