https://sputnik-georgia.com/20210714/yava-koronavirusiT-inficirebis-riskebs-amcirebs-mecnieruli-kvleva-252320160.html
ყავა კორონავირუსით ინფიცირების რისკებს ამცირებს: მეცნიერული კვლევა
ყავა კორონავირუსით ინფიცირების რისკებს ამცირებს: მეცნიერული კვლევა
Sputnik საქართველო
ამერიკელმა მეცნიერებმა 40 ათასი პაციენტის მონაცემები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ყავის მოყვარულები შედარებით იშვიათად ავადდებიან COVID-19-ით 14.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-14T19:17+0400
2021-07-14T19:17+0400
2023-07-20T15:43+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23897/75/238977589_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_719a69809edeb4a315817154010e2ddb.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ყავის რეგულარულ სმას შეუძლია შეამციროს COVID-19-ით დაავადების რისკები, წერს გამოცემა WION-ი ილინოისის უნივერსიტეტის სწავლულთა კვლევაზე დაყრდნობით.კვლევის ავტორების თქმით, მათ, ვინც დღეში ერთ ფინჯან ყავას მაინც სვამს, კორონავირუსით ინფიცირების რისკი 10%-ით დაბალი აქვთ მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ მიირთმევს ყავას. გარდა ამისა, ყავის ხანდაზმულ მოყვარულებში ასევე დაბალია პნევმონიის განვითარების რისკიც.გავრცელებული ინფორმაციით, კვლევა 40 000 ზრდასრული ბრიტანელის მონაცემების ანალიზს ეფუძნება, რა დროსაც მეცნიერებმა, ყავის გარდა, ასევე შეისწავლეს კორონავირუსულ დაავადებასთან სხვა პროდუქტების კავშირიც. ესენია ცხიმიანი თევზი, დამუშავებული ხორცი, მწვანე ბოსტნეული, ახალი ხილი, წითელი ხორცი და ა.შ.აღმოჩნდა, რომ COVID-19-ით დაავადების რისკები მცირეა იმ ადამიანების შემთხვევაშიც, რომლებიც ნაკლები რაოდენობის დამუშავებული ხორცითა და დიდი რაოდენობით ბოსტნეულით იკვებებიან.მეცნიერების თქმით, მათი კვლევის შედეგები ადასტურებს ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ კვების ფაქტორები იმუნური სისტემის ცალკეულ ასპექტებზე და შესაბამისად, COVID-19-ის მიმართ მგრძნობელობაზეც ახდენს გავლენას.ამასთან ისინი ხაზს უსვამენ, რომ მათი შედეგები დამოუკიდებელი ექსპერტების დადასტურებას მოითხოვს, თუმცა კვების გარკვეული წესების დაცვა შეიძლება არსებითი ინსტრუმენტი გამოდგეს COVID-19-ისგან თავდაცვაში.
https://sputnik-georgia.com/20210208/yava-da-siyrue-mamakacebSi-mecnieruli-kvleva-250830727.html
https://sputnik-georgia.com/20201222/yava-sasargeblo-Tvisebebi-ziani-ciliswamebaa-250419995.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23897/75/238977589_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_d264fae47798dcc6b2d517794d3a1e75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ყავა კორონავირუსით ინფიცირების რისკებს ამცირებს: მეცნიერული კვლევა
19:17 14.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ამერიკელმა მეცნიერებმა 40 ათასი პაციენტის მონაცემები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ყავის მოყვარულები შედარებით იშვიათად ავადდებიან COVID-19-ით
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ყავის რეგულარულ სმას შეუძლია შეამციროს COVID-19-ით დაავადების რისკები, წერს გამოცემა
WION-ი ილინოისის უნივერსიტეტის სწავლულთა კვლევაზე დაყრდნობით.
კვლევის ავტორების თქმით, მათ, ვინც დღეში ერთ ფინჯან ყავას მაინც სვამს, კორონავირუსით ინფიცირების რისკი 10%-ით დაბალი აქვთ მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ მიირთმევს ყავას. გარდა ამისა, ყავის ხანდაზმულ მოყვარულებში ასევე დაბალია პნევმონიის განვითარების რისკიც.
„ყავის სმა კეთილისმყოფელ კორელაციაშია ისეთ ანთებით ბიომარკერებთან, როგორებიცაა CRP, ინტერლეიკინ-6 (IL-6) და TNF-I, რომლებიც COVID-19-ის სიმძიმესა და სიკვდილიანობაზე ახდენს გავლენას... ყავის იმუნოპროტექტორული ეფექტი Covid-19-ის წინააღმდეგ მაღალი ალბათობისაა და შემდგომ შესწავლას იმსახურებს“, — ნათვქმია კვლევაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კვლევა 40 000 ზრდასრული ბრიტანელის მონაცემების ანალიზს ეფუძნება, რა დროსაც მეცნიერებმა, ყავის გარდა, ასევე შეისწავლეს კორონავირუსულ დაავადებასთან სხვა პროდუქტების კავშირიც. ესენია ცხიმიანი თევზი, დამუშავებული ხორცი, მწვანე ბოსტნეული, ახალი ხილი, წითელი ხორცი და ა.შ.
აღმოჩნდა, რომ COVID-19-ით დაავადების რისკები მცირეა იმ ადამიანების შემთხვევაშიც, რომლებიც ნაკლები რაოდენობის დამუშავებული ხორცითა და დიდი რაოდენობით ბოსტნეულით იკვებებიან.
მეცნიერების თქმით, მათი კვლევის შედეგები ადასტურებს ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ კვების ფაქტორები იმუნური სისტემის ცალკეულ ასპექტებზე და შესაბამისად, COVID-19-ის მიმართ მგრძნობელობაზეც ახდენს გავლენას.
ამასთან ისინი ხაზს უსვამენ, რომ მათი შედეგები დამოუკიდებელი ექსპერტების დადასტურებას მოითხოვს, თუმცა კვების გარკვეული წესების დაცვა შეიძლება არსებითი ინსტრუმენტი გამოდგეს COVID-19-ისგან თავდაცვაში.