ფინჯანი ყავა და სიყრუე მამაკაცებში: მეცნიერული კვლევის შედეგი

CC0 / Pixabay / Pexels / ყავა Starbucks
ყავა Starbucks - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
მეცნიერებმა ქალებში ყავის სმასა და სმენას შორის კავშირი ვერ გამოავლინეს, რაც, მათი თქმით, მამაკაცისა და ქალის ორგანიზმის განსხვავებებით აიხსნება.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. მამაკაცებს, რომლებიც თუნდაც ერთ ფინჯან ყავას სვამენ დღეში, 15 პროცენტით ნაკლებად ემართებათ სიყრუე, გამოავლინეს მადრიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა. მათი კვლევის მონაცემები გამოქვეყნებულია სამეცნიერო პორტალზე ResearchGate.

„ყავის სმა, შესაძლოა, დადებითად მოქმედებდეს სმენის ფუნქციაზე სასმელში შემავალი ანტიოქსიდანტებისა და ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე ზოგი ნაერთის გამო“, — აცხადებენ მკვლევარები.

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერები 11 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 36 ათას საშუალო ასაკის მამაკაცსა და ქალს, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევენ ყავას. თითოეული მათგანის სმენა ჯერ კვლევის დასაწყისში, შემდეგ კი კიდევ ორჯერ შემოწმდა.

ფინჯანი ყავა - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2020
შთამბეჭდავი ჩამონათვალი: რა დაავადებებისგან დაგიცავთ ყავა

შედეგები სმენის დაკარგვაზე პოტენციურად მოქმედი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით გააანალიზეს. მაგალითად, სპეციალისტები აკვირდებოდნენ, იცავდნენ თუ არა ცდაში მონაწილე პირები ცხოვრების ჯანსაღ წესს, ეწეოდნენ თუ არა თამბაქოს, ან რამდენად ხმამაღალ მუსიკას უსმენდნენ.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ქალებში ყავის სმასა და სმენას შორის კავშირი არ მოიძებნა. მეცნიერები ამ ფენომენს მამაკაცისა და ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიური განსხვავებებით ხსნიან.

გარდა ამისა, სწავლულებმა დაადგინეს ისიც, რომ ყავა ერთნაირად სასარგებლოა მაშინაც, როცა ის კოფეინს შეიცავს და მაშინაც, როცა არ შეიცავს. იგივე ითქმის გაფილტრულ და გაუფილტრავ ყავაზეც — ორივე სასარგებლოა.

დღეში ორი ფინჯანი ყავა ასობით ათას ადამიანს იხსნის სიკვდილისგან: მეცნიერთა დასკვნა>>

თუმცა, როგორც დოქტორი მარკოს მაჩადო-ფრაგუ აცხადებს, ზედმეტად ბევრი ყავის სმა სმენის დაკარგვას სრულად ვერ აღმოფხვრის.

ყველა ახალი ამბავი
0