დღეში ორი ფინჯანი ყავა ასობით ათას ადამიანს იხსნის სიკვდილისგან: მეცნიერთა დასკვნა

© Pixabay / Christophფინჯანი და ყავის მარცვლები
ფინჯანი და ყავის მარცვლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მედიკოსებმა მოსახლეობა უნდა წაახალისონ ყავის ყოველდღე სმისკენ, რითიც ასობით ათასი ადამიანი გადაურჩება უმძიმესი დაავადებით სიკვდილს.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. პლანეტის ყველა მოსახლე დღეში რომ ორ ფინჯან ყავას მაინც სვამდეს, ასობით ათასი ადამიანი გადაურჩებოდა მომაკვდინებელ დაავადებას — ღვიძლის კიბოს, აცხადებენ ავსტრალიელი მეცნიერები, რის შესახებაც წერს სამეცნიერო ჟურნალი MedicalXpress.

ფინჯანი ყავა - Sputnik საქართველო
რატომ უნდა მიირთვათ ყავა გადაწყვეტილების მიღების წინ: მეცნიერები კვლევის შედეგს აქვეყნებენ

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ დღეში ორი-სამი ფინჯანი ყავა 38%-ით ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს, ხოლო მისით გარდაცვალების რისკს — 46%-ით. თუ ერთ დღეში მიღებული ყავის რაოდენობა ოთხ ან მეტ ფინჯანს შეადგენს, მაშინ ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 41% და 71%-ს შეადგენს.

მეცნიერთა ჯგუფმა გააანალიზა 2016 წელს ღვიძლის კიბოთი დაავადების მონაცემები და გაარკვია, რომ აღნიშნულ პერიოდში ამ დაავადებით 1 240 ათასი კაცი გარდაიცვალა. სწავლულებმა ასევე გამოთვალეს ყავის მოხმარების სტატისტიკა ამ ადამიანებს შორის და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოდელი შექმნეს.  

სიცოცხლის ხანგრძლივობა ყავის მომზადების მეთოდზეა დამოკიდებული: ოცწლიანი კვლევის შედეგი>>

მოდელმა აჩვენა, რომ ყოველდღე ორი ფინჯანი ყავის მიღების შემთხვევაში ღვიძლის კიბოთი 452 861 პაციენტით ნაკლები დაიღუპებოდა, ხოლო ოთხი ფინჯნის შემთხვევაში 723 287 ადამიანი გადაურჩებოდა ამ სასიკვდილო დაავადებას.

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა წაახალისონ მოსახლეობა – შეიტანონ ყავა ყოველდღიურ რაციონში, რათა თავი დაიცვან მომაკვდინებელი სენისგან.

 

ყველა ახალი ამბავი
0