https://sputnik-georgia.com/20210801/COVID-19-acra-wlebis-ganmavlobaSi-iqneba-saWiro-252478547.html
COVID-19-ზე ვაქცინაცია წლების განმავლობაში იქნება საჭირო: ბრიტანელი მეცნიერების ანგარიში
COVID-19-ზე ვაქცინაცია წლების განმავლობაში იქნება საჭირო: ბრიტანელი მეცნიერების ანგარიში
Sputnik საქართველო
დიდი ბრიტანეთის წამყვან მეცნიერთა თქმით, ამჟამინდელი ვაქცინები კორონავირუსისგან დაცვას უზრუნველყოფს, თუმცა ეს დაცვა დროთა განმავლობაში შესუსტდება და... 01.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-01T14:09+0400
2021-08-01T14:09+0400
2023-07-20T15:43+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1e/252165963_0:157:2000:1282_1920x0_80_0_0_7b84af9f57cd67084099ae229a0de01a.jpg
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსზე ვაქცინაციის კამპანია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, მიაჩნიათ დიდი ბრიტანეთის წამყვან ეპიდემიოლოგებსა და ვირუსოლოგებს, რის შესახებაც ბრიტანეთის მთავრობის საგანგებო სიტუაციათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (SAGE) ანგარიშშია ნათქვამი.სპეციალისტების დასკვნით, დაცვა, რომელსაც თანამედროვე ვაქცინები უზრუნველყოფს, დროთა განმავლობაში შესუსტდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას რევაქცინაცია დასჭირდება.თუმცა მოხსენების ავტორები იქვე აზუსტებენ, რომ განმეორებითი აცრების სიხშირის განსაზღვრა ამ მომენტისთვის რთულია.მეცნიერების ვარაუდით, ვაქცინა, დიდი ალბათობით, გარკვეული დროის შემდეგ ნაკლებ ეფექტური გახდება ინფიცირების მიმართ, ამიტომ მსუბუქი ფორმით დაავადება არ გამოირიცხება. რაც შეეხება კორონავირუსული დაავადების მძიმე ფორმას, ვაქცინა კვლავაც ეფექტურად დაიცავს მისგან ადამიანებს.მანამდე სწავლულებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირება უფრო დაბალი ვირუსული დატვირთვით ხასიათდება, ვიდრე პირველი ინფიცირება. შესაბამისად, განმეორებით დაავადება ბევრად სუსტი სიმპტომებით გამოვლინდება.მეცნიერების აზრით, ეს შეიძლება COVID-19-ის მომავალში შედარებით მსუბუქ რესპირატორულ დაავადებად გადაქცევაზე მეტყველებდეს.
https://sputnik-georgia.com/20210726/COVID-19-inteleqts-aqveiTebs-252420568.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1e/252165963_41:0:1960:1439_1920x0_80_0_0_21d0ac30a8e16f407a2823324d40e2c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
COVID-19-ზე ვაქცინაცია წლების განმავლობაში იქნება საჭირო: ბრიტანელი მეცნიერების ანგარიში
14:09 01.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) დიდი ბრიტანეთის წამყვან მეცნიერთა თქმით, ამჟამინდელი ვაქცინები კორონავირუსისგან დაცვას უზრუნველყოფს, თუმცა ეს დაცვა დროთა განმავლობაში შესუსტდება და მოსახლეობას თავიდან აცრა დასჭირდება
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსზე ვაქცინაციის კამპანია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, მიაჩნიათ დიდი ბრიტანეთის წამყვან ეპიდემიოლოგებსა და ვირუსოლოგებს, რის შესახებაც ბრიტანეთის მთავრობის საგანგებო სიტუაციათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (SAGE)
ანგარიშშია ნათქვამი.
სპეციალისტების დასკვნით, დაცვა, რომელსაც თანამედროვე ვაქცინები უზრუნველყოფს, დროთა განმავლობაში შესუსტდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას რევაქცინაცია დასჭირდება.
„სრულიად სავარაუდოა, რომ SARS-CoV-2-ის მიმართ ვაქცინით წარმოქმნილი იმუნიტეტი და დაავადების პოტენციურად რთული ფორმისგან დაცვა დროთა განმავლობაში დასუსტდეს. ამიტომ არც ის გამოირიცხება, რომ ვაქცინაციის კამპანია მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდეს“, — წერენ მეცნიერები დოკუმენტში.
თუმცა მოხსენების ავტორები იქვე აზუსტებენ, რომ განმეორებითი აცრების სიხშირის განსაზღვრა ამ მომენტისთვის რთულია.
მეცნიერების ვარაუდით, ვაქცინა, დიდი ალბათობით, გარკვეული დროის შემდეგ ნაკლებ ეფექტური გახდება ინფიცირების მიმართ, ამიტომ მსუბუქი ფორმით დაავადება არ გამოირიცხება. რაც შეეხება კორონავირუსული დაავადების მძიმე ფორმას, ვაქცინა კვლავაც ეფექტურად დაიცავს მისგან ადამიანებს.
მანამდე სწავლულებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირება უფრო დაბალი ვირუსული დატვირთვით ხასიათდება, ვიდრე პირველი ინფიცირება. შესაბამისად, განმეორებით დაავადება ბევრად სუსტი სიმპტომებით გამოვლინდება.
მეცნიერების აზრით, ეს შეიძლება COVID-19-ის მომავალში შედარებით მსუბუქ რესპირატორულ დაავადებად გადაქცევაზე მეტყველებდეს.