https://sputnik-georgia.com/20210807/eqimebi-zomebis-gamkacrebas-moiTxoven-252528402.html
ექიმები კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ზომების გამკაცრებას მოითხოვენ
ექიმები კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ზომების გამკაცრებას მოითხოვენ
Sputnik საქართველო
მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებებს შორისაა განსაკუთრებული რესპირატორების ან ორი სამედიცინო პირბადის ტარება შენობებსა და ტრანსპორტში 07.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-07T15:06+0400
2021-08-07T15:06+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/06/252518045_0:0:1674:942_1920x0_80_0_0_c075d9ca7e13c524de501b5325f8155a.jpg
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ექიმთა საზოგადოებამ“ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ზომების გამკაცრების მოთხოვნით ღია წერილით მიმართა.ღია წერილს ხელს აწერს 720 ექიმი.„ვხედავთ საქართველოს სამედიცინო სისტემის კოლაფსის რეალურ საშიშროებასა და უკვე დღეისათვის არსებულ საწოლფონდის დეფიციტს“, – ნათქვამია ღია წერილში.გამოსავალს ექიმები მოსახლეობისთვის დამატებითი ზომების დანერგვაში ხედავენ.კერძოდ, მათ წინადადებებს შორისაა FFP2, FFP3 კლასების რესპირატორების ტარება ან ორი სამედიცინო პირბადის გაკეთება, როდესაც ადამიანები დახურულ სივრცეში იმყოფებიან – შენობასა თუ ტრანსპორტში.ღარიბაშვილი: ჩაკეტვით ვირუსს ვერ დავამარცხებთ, ვირუსს ამარცხებს ვაქცინაცია>>გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ ათზე მეტი ადამიანის შეკრებას, ასევე კონცერტებისა და სხვა მასშტაბური ღონისძიებების აკრძალვას.ისინი ასევე გამოდიან წინადადებით, რესტორნებსა და კაფეებში სტუმრებმა წარადგინონ PCR–ტესტის პასუხი ან ცნობა აცრის შესახებ და ეს სავალდებულო გახდეს. ამასთან, რესტორნებმა სტუმრები მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ.ექიმები ასევე საჭიროდ მიიჩნევენ, აიკრძალოს საქართველოში ტურისტების ჩამოსვლა ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან, ან ისინი მოთავსდნენ კარანტინში, რადგან, მათი აზრით, ტურისტებს შორის, განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან, ხშირად აქვთ გაყალბებული PCR–ტესტის პასუხი და ვაქცინაციის ცნობა.ამას გარდა, ექიმები გამოდიან წინადადებით, დაიტვირთოს ყველა ოჯახის ექიმი ინფიცირებული პაციენტის მართვით, შემცირდეს ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფიის რიცხვი და მისი გამოყენება მხოლოდ მძიმე პაციენტების შემთხვევაში მოხდეს, ასევე უარი ეთქვას ჰოსპიტალიზაციაზე პაციენტებს მსუბუქი და საშუალო მდგომარეობის დროს და მათი მკურნალობა ამბულატორიულად მოხდეს, ასევე პაციენტები მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე გაწერონ კლინიკიდან.
https://sputnik-georgia.com/20210806/saqarTveloSi-koronavirusisgan-hospitals-gareT-48-adamiani-gardaicvala-252523969.html
https://sputnik-georgia.com/20210805/niderlandebma-saqartvelos-magali-riskis-qveynis-statusi-mianicha-252515534.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/06/252518045_82:0:1338:942_1920x0_80_0_0_56598ac75a85472f80c4e2659065463e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ექიმები კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ზომების გამკაცრებას მოითხოვენ
15:06 07.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებებს შორისაა განსაკუთრებული რესპირატორების ან ორი სამედიცინო პირბადის ტარება შენობებსა და ტრანსპორტში
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ექიმთა საზოგადოებამ“ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ზომების გამკაცრების მოთხოვნით
ღია წერილით მიმართა.
ღია წერილს ხელს აწერს 720 ექიმი.
„ვხედავთ საქართველოს სამედიცინო სისტემის კოლაფსის რეალურ საშიშროებასა და უკვე დღეისათვის არსებულ საწოლფონდის დეფიციტს“, – ნათქვამია ღია წერილში.
გამოსავალს ექიმები მოსახლეობისთვის დამატებითი ზომების დანერგვაში ხედავენ.
კერძოდ, მათ წინადადებებს შორისაა FFP2, FFP3 კლასების რესპირატორების ტარება ან ორი სამედიცინო პირბადის გაკეთება, როდესაც ადამიანები დახურულ სივრცეში იმყოფებიან – შენობასა თუ ტრანსპორტში.
გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ ათზე მეტი ადამიანის შეკრებას, ასევე კონცერტებისა და სხვა მასშტაბური ღონისძიებების აკრძალვას.
ისინი ასევე გამოდიან წინადადებით, რესტორნებსა და კაფეებში სტუმრებმა წარადგინონ PCR–ტესტის პასუხი ან ცნობა აცრის შესახებ და ეს სავალდებულო გახდეს. ამასთან, რესტორნებმა სტუმრები მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ.
ექიმები ასევე საჭიროდ მიიჩნევენ, აიკრძალოს საქართველოში ტურისტების ჩამოსვლა ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან, ან ისინი მოთავსდნენ კარანტინში, რადგან, მათი აზრით, ტურისტებს შორის, განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან, ხშირად აქვთ გაყალბებული PCR–ტესტის პასუხი და ვაქცინაციის ცნობა.
ამას გარდა, ექიმები გამოდიან წინადადებით, დაიტვირთოს ყველა ოჯახის ექიმი ინფიცირებული პაციენტის მართვით, შემცირდეს ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფიის რიცხვი და მისი გამოყენება მხოლოდ მძიმე პაციენტების შემთხვევაში მოხდეს, ასევე უარი ეთქვას ჰოსპიტალიზაციაზე პაციენტებს მსუბუქი და საშუალო მდგომარეობის დროს და მათი მკურნალობა ამბულატორიულად მოხდეს, ასევე პაციენტები მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე გაწერონ კლინიკიდან.