https://sputnik-georgia.com/20210806/saqarTveloSi-koronavirusisgan-hospitals-gareT-48-adamiani-gardaicvala-252523969.html
საქართველოში კორონავირუსისგან სახლსა და კოვიდ-სასტუმროებში 48 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსისგან სახლსა და კოვიდ-სასტუმროებში 48 ადამიანი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, წელიწად-ნახევარში სიკვდილის 48 შემთხვევა არც ისე ბევრია და პაციენტების მართვის ეფექტურობაზე მიუთითებს. 06.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-06T19:11+0400
2021-08-06T19:11+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/08/250279366_0:27:1721:995_1920x0_80_0_0_1b58145b222bb5866b5fec0fba5cadec.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოში წელიწად-ნახევრის განმავლობაში კორონავირუსისგან სახლის პირობებსა და კოვიდ-სასტუმროებში 48 ადამიანი გარდაიცვალა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციაზე და პირბადეზე კარგი დამცველი საშუალება ჯერჯერობით არ არის>>ცერცვაძის თქმით, ეს რიცხვი დიდი არაა და მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში პაციენტების ნაკადს ეფექტურად მართავენ.მისი თქმით, საქართველოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს სახლში გარდაცვლილების კუთხით და ეს ჯანდაცვის კლინიკური სექტორის კარგ მუშაობაზე მიუთითებს.„ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ საჭიროზე მეტი გადაგვყავს ჰოსპიტალში, ყველა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და ასეთებიც გვხვდებიან, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ გარკვეულწილად თავს იზღვევენ ექიმები და გადაჰყავთ ჰოსპიტალში პაციენტები, რომელთაც აქვთ რაღაც კრიტერიუმები ჰოსპიტალიზაციისთვის, სწორედ ამიტომაა ასეთი დაბალი რიცხვი ბინაზე გარდაცვლილების“, – აღნიშნა ცერცვაძემ.საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 3.780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაინფიცირდა 440.353 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 395.505, გარდაიცვალა 6.016 პაციენტი.
https://sputnik-georgia.com/20210805/epidemiologebis-prognozi-ramden-xans-gagrZeldeba-meoTxe-talRis-piki-252510536.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/08/250279366_179:0:1542:1022_1920x0_80_0_0_cd44c4a09ea9421d69ba0261c74935c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველოში კორონავირუსისგან სახლსა და კოვიდ-სასტუმროებში 48 ადამიანი გარდაიცვალა
19:11 06.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, წელიწად-ნახევარში სიკვდილის 48 შემთხვევა არც ისე ბევრია და პაციენტების მართვის ეფექტურობაზე მიუთითებს.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოში წელიწად-ნახევრის განმავლობაში კორონავირუსისგან სახლის პირობებსა და კოვიდ-სასტუმროებში 48 ადამიანი გარდაიცვალა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის თქმით, ეს რიცხვი დიდი არაა და მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში პაციენტების ნაკადს ეფექტურად მართავენ.
„ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილთა რიცხვი, ანუ ბინაზე გარდაცვლილებისა და სასტუმროებში, არის 48. ეს მთელი წელიწად-ნახევრის მანძილზე. მაშინ, როდესაც უცხოეთის ყველაზე კარგი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებში არის ასეულები და ათასები. ინგლისში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჰყავდათ 10 ათასი ასეთი გარდაცვლილი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს სახლში გარდაცვლილების კუთხით და ეს ჯანდაცვის კლინიკური სექტორის კარგ მუშაობაზე მიუთითებს.
„ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ საჭიროზე მეტი გადაგვყავს ჰოსპიტალში, ყველა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და ასეთებიც გვხვდებიან, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ გარკვეულწილად თავს იზღვევენ ექიმები და გადაჰყავთ ჰოსპიტალში პაციენტები, რომელთაც აქვთ რაღაც კრიტერიუმები ჰოსპიტალიზაციისთვის, სწორედ ამიტომაა ასეთი დაბალი რიცხვი ბინაზე გარდაცვლილების“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 3.780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაინფიცირდა 440.353 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 395.505, გარდაიცვალა 6.016 პაციენტი.