https://sputnik-georgia.com/20210805/niderlandebma-saqartvelos-magali-riskis-qveynis-statusi-mianicha-252515534.html
ნიდერლანდებმა საქართველოს ინფიცირების „მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიანიჭა
ნიდერლანდებმა საქართველოს ინფიცირების „მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიანიჭა
Sputnik საქართველო
საქართველოდან ნიდერლანდებში ჩასულ საქართველოს მოქალაქეების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი კარანტინი. 05.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-05T23:37+0400
2021-08-05T23:37+0400
2023-08-17T18:13+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24668/08/246680897_0:308:3076:2047_1920x0_80_0_0_feb0f1e7f74d13d95551635a1dfa2128.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ნიდერლანდებმა საქართველოს ინფიცირების „მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიანიჭა, გადაწყვეტილება 8 აგვისტოდან ამოქმედდება, ნათქვამია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მანამდე, საქართველოს 8 აგვისტოდან „წითელი ზონის“ ქვეყნების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო დიდმა ბრიტანეთმაც.საელჩოს ცნობით, საქართველოსთვის ჯერჯერობით ნარჩუნდება ე.წ. „ნარინჯისფერი კოდი“, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ნიდერლანდებში ჩავიდნენ.თუმცა, 8 აგვისტოდან ნიდერლანდებში ჩასულმა საქართველოს მოქალაქეებმა ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობასთან ერთად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი. გარდა ამისა, ნიდერლანდებში ჩასვლისას ისინი სავალდებულო 10–დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან.იზოლაციაში მყოფ პირს შესაძლებლობა ექნება კარანტინში ყოფნიდან მეხუთე დღეს ჩაიტაროს PCR-ტესტი და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია.საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა მძვინვარებს. ბოლო დღე–ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 3.670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 436 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 393 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 5.986 პირი.
https://sputnik-georgia.com/20210805/gaerTianebulma-samefom-saqarTvelo-wiTeli-qveynebis-siaSi-Seiyvana-252513225.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24668/08/246680897_0:114:3076:2047_1920x0_80_0_0_52ba4903e1799bb524b75b0ceb1eb7ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ნიდერლანდებმა საქართველოს ინფიცირების „მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიანიჭა
23:37 05.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოდან ნიდერლანდებში ჩასულ საქართველოს მოქალაქეების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი კარანტინი.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ნიდერლანდებმა საქართველოს ინფიცირების „მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიანიჭა, გადაწყვეტილება 8 აგვისტოდან ამოქმედდება,
ნათქვამია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, საქართველოს 8 აგვისტოდან „წითელი ზონის“ ქვეყნების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო დიდმა ბრიტანეთმაც.
საელჩოს ცნობით, საქართველოსთვის ჯერჯერობით ნარჩუნდება ე.წ. „ნარინჯისფერი კოდი“, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ნიდერლანდებში ჩავიდნენ.
თუმცა, 8 აგვისტოდან ნიდერლანდებში ჩასულმა საქართველოს მოქალაქეებმა ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობასთან ერთად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი. გარდა ამისა, ნიდერლანდებში ჩასვლისას ისინი სავალდებულო 10–დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან.
იზოლაციაში მყოფ პირს შესაძლებლობა ექნება კარანტინში ყოფნიდან მეხუთე დღეს ჩაიტაროს PCR-ტესტი და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია.
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა მძვინვარებს. ბოლო დღე–ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 3.670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 436 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 393 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 5.986 პირი.