https://sputnik-georgia.com/20210805/gaerTianebulma-samefom-saqarTvelo-wiTeli-qveynebis-siaSi-Seiyvana-252513225.html
გაერთიანებულმა სამეფომ საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
გაერთიანებულმა სამეფომ საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
Sputnik საქართველო
კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი გავრცელების გამო გაერთიანებული სამეფოსთვის საქართველო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაღალ რისკს წარმოადგენს, აცხადებენ... 05.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-05T17:38+0400
2021-08-05T17:38+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252300821_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_f55f73d604d498a6be16641408617c19.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიმდინარე წლის 8 აგვისტოდან საქართველო გაერთიანებული სამეფოს ე.წ. წითელ სიაში გადაინაცვლებს. ინფორმაციას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.საელჩოს ცნობით, საქართველო კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკს წარმოადგენს.გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთან ერთად გაერთიანებული სამეფოს „წითელ სიაში“ მაიოტა, მექსიკა და რეიუნიონი მოხვდნენ.თებერვლიდან გაერთიანებულ სამეფოში „წითელ სიაში" შემავალი ქვეყნებიდან და ტერიტორიებიდან ჩასული მოქალაქეებისთვის სავალდებულოა 10-დღიანი კარანტინის გავლა სპეციალურ საკარანტინო დაწესებულებაში.საელჩოს ცნობით, აღნიშნული ცვლილება 8 აგვისტოს დილის 4:00 საათიდან შედის ძალაში.მანამდე საქართველო ე.წ. წითელ სიაში შეიყვანა ისრაელმა, ასევე ბულგარეთმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვერ შეუშვებს.საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის და ამჟამად მისი პიკია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.670-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 436.573-ს მიაღწია. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% იყოს ვაქცინირებული.5 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 564.691 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 178.077 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210805/gabunia-ratom-izrdeba-koronavirusis-SemTxvevebi-qveyanaSi-252512008.html
https://sputnik-georgia.com/20210805/epidemiologebis-prognozi-ramden-xans-gagrZeldeba-meoTxe-talRis-piki-252510536.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252300821_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_14f35a631a63cc881fe391c94500851a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
გაერთიანებულმა სამეფომ საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
17:38 05.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი გავრცელების გამო გაერთიანებული სამეფოსთვის საქართველო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაღალ რისკს წარმოადგენს, აცხადებენ საელჩოში.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიმდინარე წლის 8 აგვისტოდან საქართველო გაერთიანებული სამეფოს ე.წ. წითელ სიაში გადაინაცვლებს. ინფორმაციას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო
ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, საქართველო კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკს წარმოადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთან ერთად გაერთიანებული სამეფოს „წითელ სიაში“ მაიოტა, მექსიკა და რეიუნიონი მოხვდნენ.
თებერვლიდან გაერთიანებულ სამეფოში „წითელ სიაში" შემავალი ქვეყნებიდან და ტერიტორიებიდან ჩასული მოქალაქეებისთვის სავალდებულოა 10-დღიანი კარანტინის გავლა სპეციალურ საკარანტინო დაწესებულებაში.
საელჩოს ცნობით, აღნიშნული ცვლილება 8 აგვისტოს დილის 4:00 საათიდან შედის ძალაში.
მანამდე საქართველო ე.წ. წითელ სიაში შეიყვანა ისრაელმა, ასევე ბულგარეთმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვერ შეუშვებს.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის და ამჟამად მისი პიკია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.670-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 436.573-ს მიაღწია. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% იყოს ვაქცინირებული.
5 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 564.691 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 178.077 ადამიანი.