ტელეკომპანია „იმედს“ ახალი მფლობელი ჰყავს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიტელეკომპანია „იმედის“ შენობა
ტელეკომპანია „იმედის“ შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ანა გუდავაძემ ტელეკომპანია „იმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ბიზნეს-პარტნიორს 30 მილიონ დოლარად გადასცა.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. გარდაცვლილი ქართველი მილიარდერისა და პოლიტიკოსის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ტელეკომპანია „იმედზე“ საკუთრების უფლება ოფიციალურად გადასცა საერთაშორისო კომპანია Honeywell Partners-ს, რომელშიც მმართველი პარტნიორი ოჯახის ბიზნეს-პარტნიორი ირაკლი რუხაძეა. 
ბანკომატები - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2018
„დუეტი“ „დუეტის“ წინააღმდეგ?!... ანუ შედგება თუ არა „ტრიო“?!...
„ჩვენმა ოჯახმა „იმედის“ საკუთრების უფლება გადასცა Honnewell Partners-ის კონტროლირებად კომპანიას. გარიგება დასრულდა 2021 წლის აგვისტოში, რასაც წინ უძღოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მხრიდან თანხმობის მიღება. გარიგების პირობებით, მედიაჰოლდინგ „იმედის“ მფლობელი კომპანია Georgian Media Production Group-ის 100%-ანი წილი გადაეცა Media Finance Group B.V.-ს, რომელიც შედის Honeywell Partners In კომპანიათა ჯგუფში", – ნათქვამია განცხადებაში.
პატარკაციშვილის ოჯახი აღნიშნავს, რომ არხის გაყიდვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ ბოლო წლებში ისინი საქართველოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ.
„ჩვენი ოჯახისთვის განვლილი რამოდენიმე წლის განმავლობაში „იმედის“ ფლობა დიდი პასუხისმგებლობა იყო. 2008 წელს ბადრის ტრაგიკული გარდაცვალებისა და ტელეკომპანიის უკანონო ჩამორთმევის შემდგომ იძულებული გავხდით მრავალწლიან სასამართლო დავებში ჩავრთულიყავით ჩვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად. „იმედის“ დაბრუნებიდან თითქმის 10 წლის განმავლობაში პატივი გვერგო, გვემუშავა ჩვენს კომპანიაში დასაქმებულ დარგის საუკეთესო პროფესიონალებთან... მაგრამ რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დროის უმეტეს ნაწილს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვცხოვრობთ, არხის მართვაში გვეხმარებოდა Honeywell Partners-ის ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე, რომელიც ადრე პირადად ბადრისთან, ხოლო მოგვიანებით ჩვენს ოჯახთანაც თანამშრომლობდა. Honeywell Partners იზიარებს ჩვენს რწმენას, რომ „იმედი“ უნდა იყოს ობიექტური მაუწყებელი“, – ნათქვამია განცხადებაში. 
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2020
პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ლევან ქარდავას პატიმრობა შეეფარდა
ის, რომ პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვას გეგმავდა, ცნობილი 2018 წელს გახდა.
ტელეკომპანიის მომავალ მფლობელად მაშინვე დასახელდა პატარკაციშვილის ბიზნეს–პარტნიორი, აშშ-ის მოქალაქე ირაკლი რუხაძე. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების ღირებულება 30 მლნ დოლარია.
2018 წლამდე Hunnewell Partners ინვესტიციებისა და აქტივების მართვით იყო დაკავებული, ორგანიზაციას ოფისები ჰქონდა ლონდონში, მაიამიში, თბილისში, კიევსა და ვირჯინიის კუნძულებზე. ორგანიზაციის პარტნიორები მართავდნენ აქტივებს აშშ-ში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში.
საქართველოში Hunnewell Partners-ის პორტფელი წარმოდგენილია ისეთი ორგანიზაციებით, როგორებიცაა „მაგთიკომი“, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, „ჰაიდელბერგ ცემენტი“, „ლიბერთი ბანკი“ და „აიდიეს ბორჯომი“.
რუხაია არის ამ და სხვა კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.
ტელეკომპანიის ახალი მფლობელისთვის გადაცემა თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე მოხდა, რომელიც საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0